ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუსტაფა ჩამრან სავეხი (სპარს.مصطفی چمران ساوهای‎; 1932 წლის 8 მარტი, თეირანი — 1981 წლის 20 ივნისი, ხუზისტანი) — ირანელი მეცნიერი, სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო ლიდერი, მეჯლისის დეპუტატი, ირანის ისლამური რესპუბლიკაის თავდაცვის მინისტრი, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური.[1][2]

მუსტაფა ჩამრანი
სპარს. مصطفی چمران ساوهای
მუსტაფა ჩამრანი სპარს. مصطفی چمران ساوهای
ირანის დროშა ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 სექტემბერი, 1979 – 12 აგვისტო, 1980

დაბადებული8 მარტი, 1932
თეირანი, ირანი
გარდაცვლილი20 ივნისი, 1981 (49 წლის)
ხუზისტანის ოსტანი, ირანი
პოლიტიკური პარტიაირანის თავისუფლების მოძრაობა
განათლებათეირანის უნივერსიტეტი, ტეხასის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)
სამეცნიერო ხარისხიფილოსოფიის დოქტორი
საქმიანობაპოლიტიკოსი, სამხედრო
რელიგიაშიიტი მუსლიმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდული წლები და განათლება

რედაქტირება

მუსტაფა ჩამრანი დაიბადა 1932 წლის 8 მარტს თეირანში რელიგიურ ოჯახში. საწყისი რელიგიური განათლება აიათოლა მაჰმუდ ტალეგანისა და მურთაზა მუთაჰარისგან მიიღო.  შემდეგ  დაამთავრა ელბურის საშუალო სკოლა და  თეირანის უნივერსიტეტი ელექტრომექანიკის ბაკალავრის ხარისხით. სწავლის პერიოდში იგი გახლდათ უნივერსიტეტის ისლამური სტუდენტური ასოციაციის  წევრი და აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში ირანის ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციისთვის. 1950 -იანი წლების ბოლოს, სტიპენდიის მიღების შემდეგ, ის გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩაირიცხა ტეხასის A&M უნივერსიტეტში და მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1963 წელს, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლისას, მან დააარსა ისლამური სტუდენტური ასოციაცია. როდესაც  საზღვარგარეთ მისი საქმიანობის შესახებ გაიგო, შაჰის რეჟიმმა  სტიპენდია მოუხსნა, მაგრამ ჩამრანმა მოასწრო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მიღება  ელექტრული ინჟინერიასა და პლაზმურ ფიზიკაში.[3]

1960 -იან წლებში იგი დაიქირავეს უფროს მეცნიერ თანამშრომლად „Bell Labs“– ის კომპანიასა და NASA– ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში.[4]

პოლიტიკური და სამხედრო კარიერა

რედაქტირება

1960 -იანი წლების დასაწყისში ჩამრანი გახდა ერთ -ერთი თვალსაჩინო წევრი  ირანის თავისუფლების მოძრაობისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა  ხემეჰდი ბაზარგანი. იგი წარმოადგენდა პარტიის რადიკალური ფრთის ნაწილს იბრაჰიმ იაზდის, სადეკ გოთბზადესა და ალი შარიათთან ერთად.

შემდეგ ჩამრანი გაემგზავრა კუბაზე სამხედრო სწავლებისთვის. 1963 წლის დეკემბერში მან გოთბზადესთან და იაზდისთან ერთად დატოვა შეერთებული შტატები და ორი წლით წავიდა ეგვიპტეში პარტიზანული ბრძოლის მეთოდების შესასწავლად. ეგვიპტის ხელისუფლების გეგმები იყო შაჰის რეჟიმთან ბრძოლის ორგანიზაციის შექმნა, რომლის სამხედრო ხელმძღვანელი გახდა ჩამრანი. 1965 წელს, შეერთებულ შტატებში დაბრუნებისთანავე, სან ხოსეში ბოევიკების მომზადების მიზნით, მან დააარსა ჯგუფი“ წითელი შიიზმი“, რომელშიც შედიოდა მისი ძმა მეჰდი. 1968 წელს მან დააარსა სხვა ჯგუფი — მუსლიმ სტუდენტთა ასოციაცია ამერიკაში (ინგლ. Muslim Students Association in America) რომელსაც ხელმძღვანელობდა იბრაჰიმ იაზდი. მისი ხელმძღვანელობით ფილიალები გაიხსნა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

 
მუსტაფა ჩამრანი ლაბორატორიაში

ჩამრანი ეწინააღმდეგებოდა ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის პოლიტიკას, მისი გარდაცვალების შემდეგ 1971 წელს,  გაემგზავრა ლიბანში და გახდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ბანაკების  და ამალის მოძრაობის წევრი. იგი გახდა ახლო აღმოსავლეთში ისლამური რევოლუციური მოძრაობის ერთ -ერთი წამყვანი ფიგურა, ალჟირში, ეგვიპტესა და სირიაში პარტიზანებისა და რევოლუციური ძალების მომზადების ორგანიზატორი. ლიბანის სამოქალაქო ომის დროს ის აქტიურად თანამშრომლობდა ამალის დამფუძნებელ მუსა სადრთან, იგი გახლდათ ამ მოძრაობის წევრი და "სადრის მარჯვენა ხელი". ამავდროულად, ჩამრანი, გოთბზადესთან ერთად,  სირიის ფრაქციის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც მტრულად იყო განწყობილი მუჰამედ მონტაზერის ლიბიის მეგობრობის ჯგუფის მიმართ.[5]

ირანში ისლამური რევოლუციის დაწყების შემდეგ ჩამრანი დაბრუნდა სამშობლოში. 1979 წელს მან დაიკავა ვიცე -პრემიერის პოსტი მეჰდი ბაზარგანის კაბინეტში. 1979 წლიდან 1981 წლამდე ჩამრანი იყო ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური. იგი პასუხისმგებელი იყო სამხედრო ოპერაციების განხორციელებაზე ირანის ქურთისტანში, სადაც ქურთები  ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდნენ.

1979 წელს, მისი პირადი ბრძანებით, შეიქმნა არმიის პარტიზანული დანაყოფი— არარეგულარული ომის სარდლობა. აღსანიშნავია, რომ ჩამრანს არ ჰქონდა სამხედრო წოდება. 1979 წლიდან 1980 წლამდე (ზოგიერთი წყაროს თანახმად, 1981 წლის გაზაფხულამდე), ჩამრანს ეკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი. იგი გახლდათ პირველი სამოქალაქო პირი ამ თანამდებობაზე. 1980 წლის მარტში ჩამრანი აირჩიეს მეჯლისში თეირანის ოლქიდან, ხოლო მაისში დაინიშნა რაჰბარ ხომეინის წარმომადგენელად ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოში. ირან-ერაყის ომის დაწყების შემდეგ ჩამრანმა ნებაყოფლობით დატოვა თავდაცვის მინისტრის პოსტი და წავიდა ფრონტზე.[6]

გარდაცვალება

რედაქტირება
 
მუსტაფა ჩამრანის საფლავი

ირან-ერაყის ომის დროს ჩამრანი  ხელმძღვანელობდა ქვეითთა ბრიგადას სუსანგერდის მახლობლად. იგი ორჯერ დაიჭრა ფეხში, მაგრამ  უარი განაცხადა თანამდებობის და ქვედანაყოფის დატოვებაზე. 1981 წლის 20 ივნისს მუსტაფა ჩამრანი გარდაიცვალა დეჰლავიეში, ხუზისტანის ოსტანში, შესაძლოა ერაყული ნაღმტყორცნების შედეგად, საეჭვო და გაურკვეველ ვითარებაში. დაკრძალულია თეირანის ბეჰეშტე-ზაჰრას სასაფლაოზე.[7][8]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

აიათოლა ხომეინმა ჩამრანი საჯაროდ გამოაცხადა  მოწამედ, უწოდა მას "ისლამის დიდი სარდალი" და "უმაღლესი გზის ერთგული მეომარი“ . ჩამრანს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა გმირის სტატუსი. ირანსა და ლიბანში მრავალ შენობას და ქუჩას დაერქვა მისი სახელი. ჩამრანის სახელობისაა აგრეთვე ჩქაროსნული მაგისტრალი და უნივერსიტეტი. 2008 წლიდან თეირანის სახლში, სადაც ჩამრანი ცხოვრობდა, ფუნქციონირებს ჩამრანის სახელობის მუზეუმი. 2012 წელს მწერალმა მოჰსენ ალავი პურმა გამოაქვეყნა მისი ბიოგრაფია. 2013 წელს პეპლების ახალმა სახეობამ მიიღო  ჩამრანის სახელი Anagnorisma chamrani. 2013 წელს ბრიტანელმა მწერალმა ნიკ რობინსონმა გამოაქვეყნა ბიოგრაფია ჩამრანის ცხოვრების შესახებ . 2014 წელს გამოვიდა ფილმი ჩამრანის ცხოვრების ბოლო 48 საათის შესახებ—"ჩე", რომელმაც მიიღო რამდენიმე კინოპრემია.[9][10]

პირადი ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება

მუსტაფა ჩამრანი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად —მუსლიმური აღმსარებლობის ამერიკელ ტომპსონ ჰეიმანზე (გარდაიცვალა 2009 წელს), წყვილს ოთხი შვილი შეეძინა: ქალიშვილი ტომპსონი, სამი ვაჟი — რაჰიმნეჟადი, ალი, ჯამალი. შვილიშვილები ლიბანში ცხოვრობენ. შემდეგ დაქორწინდა ლიბანელ გადე ჯაბერზე. მშობლიური სპარსული ენის გარდა ჩამრანი კარგად ფლობდა ინგლისურ, არაბულ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. პროფესიონალურად იყო დაკავებული ფოტოგრაფიით.[11][12]

ძმა— მეჰდი ჩამრანი — ისლამური ირანის მშენებელთა მმართველი კავშირის ლიდერია.  2016 წელს მან ჩამრანის წამებულთა ფონდთან ერთად გამოაქვეყნა თავისი ძმის სრული ბიოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Amir Taheri (12 October 2007). "Tehran's Price for "Solidarity"". New York Post.
  2. "IICHS - Institute for Iranian Contemporary Historical Studies". iichs.org.
  3. دارالحدیث, موسسه علمی فرهنگی. "Self-construction and development (author Mostafa Chamran) - کتابخانه تخصصی جهاد و شهادت (موسسه فرهنگی روایت سیره شهدا)". www.lib.ir. Retrieved 24 September 2017.
  4. "Martyr Chamran's biography book unveiled". Taqrib News. 20 June 2012. Retrieved 4 August 2013.
  5. Mohammad Ataie (Summer 2013). "Revolutionary Iran's 1979 endeavor in Lebanon". Middle East Policy. XX (2): 137–157. doi:10.1111/mepo.12026.
  6. "Khomenei's hard-liners triumph". The Spokesman Review. Associated Press. May 1980. Retrieved 4 August2013.
  7. Daniel Brumberg, Reinventing Khomeini p.272
  8. Houchang E. Chehabi, Iranian Politics and Religious Modernism p.293
  9. "Book on lifestyle of Iranian veteran Chamran published in UK". Tehran Times. Tehran. 10 July 2013. Archived from the original on 6 December 2013. Retrieved 8 August2013.
  10. "New Anagnorisma Moth Species from Beautiful Binaloud Mountain Iran". Science Daily. 17 July 2013. Retrieved 8 August 2013.
  11. "Mostafa Chamran's Lebanon converted into Arabic" დაარქივებული 2021-11-21 საიტზე Wayback Machine. . Iran Book News Agency. 12 December 2012. Retrieved 4 August 2013.
  12. Chamran was a scientist who left behind his well-off life in the US to help the oppressed: Ayatollah Khamenei.Khamenei.ir (21 ივნისი 2016). ციტირების თარიღი: 21 მაისი 2017.