მუსა სადრი
აიათოლა საიდ მუსა სადრი (არაბ. السيد موسى الصدر; სპარს. سيد موسى صدر; ყუმი, ირანი, 15 აპრილი, 1928) — ირანელი და ლიბანელი შიიტი პოლიტიკური და სულიერი ლიდერი, თეოლოგი და ფილოსოფოსი. უკვალოდ გაქრა 1978 წლის 31 აგვისტოს ლიბიაში ყოფნისას.[1][2]
მუსა სადრი السيد موسى الصدر | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 აპრილი, 1928 ყუმი, ირანი |
გაუჩინარდა |
31 აგვისტო, 1978 ლიბია |
მოქალაქეობა | ლიბანი |
განათლება | თეირანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკა, ფილოსოფია, ისლამური თეოლოგია |
ადრეული წლები
რედაქტირებამუსა სადრი დაიბადა ქალაქ ყუმში, აიათოლა სეიდ სადრუდდინ ალ-სადრის ოჯახში[3]. დაწყებითი განათლება მშობლიური ქალაქში მიიღო, შემდეგ გაემგზავრა თეირანში, სადაც 1956 წელს წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი პოლიტოლოგიისა და ფიყჰის მიმართულებით.[4]
სადრი ასევე სწავლობდა ნაჯაფში, სადაც მისი მოძღვრები იყვნენ აიათოლა საიდ მუჰსინ ალ-ჰაქიმი და აბულ ქასიმ ალ-ჰოი. 1955 წელს ის პირველად ეწვია ლიბანს. ტვიროსში შეხვდა აიათოლა აბდულ-ჰუსეინ შარაფუდდინს — შიიტური თემის მოძღვარს. მუსამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა თავად აიათოლასა და ადგილობრივი საზოგადოების ყველა ცნობილ წარმომადგენელზე. აიათოლა შარაფუდდინის გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებმა მუსა სადრის წერილი გაუგზავნეს ყუმში, სადაც სთხოვდნენ დაბრუნებულიყო ლიბანში და მათი მოძღვარი გამხდარიყო.[5][6]
მუსა სადრი ლიბანში 1959 წელს დაბრუნდა. იმ დროიდან ის მუდმივად მოგზაურობდა ქვეყანაში, განსაკუთრებით სამხრეთ ლიბანში, ცდილობდა დაეარსებინა სკოლები და საავადმყოფოები, გამოდიოდა სექტანტური დაპირისპირების წინააღმდეგ. იგი ეწვია ქრისტიანებითა და შიიტი მუსლიმებით დასახლებულ სოფლებს ქვეყნის სამხრეთში.[7]
შიიტ მუსლიმთა უმაღლესი საბჭოს დაარსება
რედაქტირება1965 წელს მუსა სადრი შიიტი მუსლიმებისათვის სპეციალური საბჭოს შექმნა მოითხოვა. რიგი შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტისა და პარლამენტის ნებართვით, 1967 წელს შეიქმნა შიიტ მუსლიმთა საბჭო (არაბ.: المجلس الإسلامي الشيعي الأعلىა), ხოლო მუსა სადრი 1969 წელს მის ლიდერად აიჩიეს. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტანტური დაპირისპირების წინააღმდეგ იყო სადრი მუსას 1973 ფეტვა ალავიტებზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ალავიტი, რომელთაც სწამდათ ერთი ღმერთი, მუსლიმად გამოცხადდა (მანამდე ალავიტები ერეტიკოსებად ითვლებოდნენ).
სამოქალაქო ომის დასაწყისი
რედაქტირება1974 წელს სადრი მუსამ დააარსა „დაჩაგრულთა მოძრაობა“ (არაბ. حركة المحرومين). ის ცდილობდა შეეჩერებინა სექტანტური დაპირისპირება, მაგრამ მისი საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა და 1975 წლის გაზაფხულზე სექტანტური კონფლიქტები სამოქალაქო ომში გადაიზარდა. „დაჩაგრულთა მოძრაობის“ შეიარაღებული ფრთა ამალი თავდაპირველად იბრძოდა „ლიბანის ფრონტის“ წინააღმდეგ, მაგრამ რადგან კონფლიქტმა სულ უფრო რელიგიური ხასიათი მიიღო და დაიწყო სექტანტური რეპრესიები, სადრი მუსამ მოუწოდებდა რელიგიური ტოლერანტობისკენ და აღნიშნავდა, რომ რელიგიური ნიშნით ძალადობა დაუშვებელი იყო. 1976 წლის 25 ოქტომბერს ამალმა ბრძოლებში მონაწილეობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც არაბულ სახელმწიფოთა ლიგის კაიროს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება ლიბანში დაპირისპირების დასრულების შესახებ.
გაუჩინარება
რედაქტირებასამოქალაქო ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ 1978 წლის გაზაფხულზე, მუსა სადრიმ აქტიურად დაიწყო კონფლიქტის მოგვარების გზების ძებნა. ის ჯერ სირიაში გაემგზავრა, ხოლო 1978 წლის 25 აგვისტოს შეიხ მუჰამედ იაკუბთან და ჟურნალისტ აბას ბადრუდინთან ერთად ლიბიაში ჩავიდა მუამარ კადაფთან მოსალაპარაკებლად. 1978 წლის 31 აგვისტოს კადაფთან შეხვედრის შემდეგ, მათ შესახებ არანაირი ცნობა არ ყოფილა. ლიბიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მუსა სადრი იტალიაში გაემგზავრა და, როგორც მტკიცებულება, წარმოადგინა რომის ერთ -ერთ სასტუმროში ნაპოვნი მისი პირადი ნივთები. იტალიამ ეს უარყო და განაცხადა, რომ სადრის პირადი ნივთები სასტუმროში ლიბიის უსაფრთხოების სამსახურებმა გადაიტანეს. ლიბანის პარლამენტმა სადრის გატაცებაში მუამარ კადაფი დაადანაშაულა.[8][9][10]
1982 წლის თებერვალში, ამალის ჯგუფის წევრმა ჰამზა აკილ ჰამიიმ გაიტაცა ქუვეით-ბეირუთ-ტრიპოლის თვითმფრინავი და ლიბიის მთავრობისგან მოითხოვა ინფორმაცია მუსა სადრის ადგილსამყოფელისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.[11][12]
არაბული სახელმწიფოთა ლიგაში ლიბიის ყოფილი წარმომადგენლის, აბდულ-მუნიმ ალ-ჰუნის თქმით, მუსა სადრი დახვრიტეს კადაფის პირადი ბრძანებით, ციხეში, ქალაქ საბჰას მახლობლად, 1978 წელს. მაგრამ სადრის ოჯახს მიაჩნია, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და იმყოფება ზემოხსენებულ ციხეში.[13][14][15]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Chehabi, Hussein; Abisaab, Rula Jurdi (2006). Distant Relations: Iran and Lebanon in the Last 500 Years. I.B.Tauris. ISBN 978-1860645617.
- ↑ Chehabi, Hussein; Abisaab, Rula Jurdi (2006). Distant Relations: Iran and Lebanon in the Last 500 Years. I.B.Tauris. ISBN 978-1860645617.
- ↑ The journey of Rabab Sadr, president of Imam el Sadr Institutions[მკვდარი ბმული]
- ↑ ʻAlī Rāhnamā. Pioneers of Islamic Revival Palgrave Macmillan, 1994 ISBN 978-1856492546 p 195
- ↑ Sandra Mackey, Mirror of the Arab World: Lebanon in Conflict, W. W. Norton & Company (2008), p. 162
- ↑ Fouad Ajami, The Vanished Imam: Musa al Sadr and the Shia of Lebanon, Cornell University Press (2012), p. 48
- ↑ Samii, Abbas William (1997). "The Shah's Lebanon policy: the role of SAVAK". Middle Eastern Studies. 33 (1): 66–91. doi:10.1080/00263209708701142.
- ↑ BBC NEWS | Middle East | Gaddafi charged for cleric kidnap
- ↑ Libyan official: Sadr was murdered during visit to Libya in 1978 | Ya Libnan | World News Live from Lebanon
- ↑ Lebanon FM to interview Muammar Gaddafi's top spy about Sadr's fate". Ya Libnan. 3 September 2012. Retrieved 4 March 2013.
- ↑ Wright, R. (1985) Sacred Rage: The Wrath of Militant Islam. Andre Deutsch Ltd. London, p.46
- ↑ Habib C. Malik, "The Arab World: The Reception of Kierkegaard in the Arab World" in Jon Steward (ed.), Kierkegaard's International Reception: The Near East, Asia, Australia and the Americas, Tome III, Ashgate (2009), p. 89
- ↑ Dakroub, Hussein (3 September 2012). "Mansour, Lebanese judge to question Sanousi on Sadr's fate" დაარქივებული 2013-01-17 საიტზე Wayback Machine. . The Daily Star. Retrieved 4 March 2013.
- ↑ "BBC NEWS – Middle East – Court in Lebanon summons Gaddafi". 3 August 2004.
- ↑ Staff (31 August 2010) "Imam Sadr and companions still alive in captivity of Libya, son tells news agency" The Daily Star (Lebanon).