საბჰა
საბჰა (არაბ. سبها) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში. ისტორიულად იგი ფეცანის რეგიონის დედაქალაქი იყო, ამჟამად კი საბჰის რაიონის დედაქალაქია.[2] მდებარეობს ტრიპოლიდან 640 კმ-ით სამხრეთით.[3]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
საბჰა არაბ. سبها | |||
| |||
ქვეყანა | ლიბია | ||
რეგიონი | ფეცანი | ||
რაიონი | საბჰა | ||
კოორდინატები | 27°02′20″ ჩ. გ. 14°25′35″ ა. გ. / 27.03889° ჩ. გ. 14.42639° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 420 მ | ||
მოსახლეობა | 96 872[1] კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
საბჰის მოსახლეობა სწრაფად იზრდება. დიდია ქალაქის მნიშვნელობაც, რაც განპირობებულია მისი საკვანძო მდებარეობით ფეცანის რეგიონში, სამხედრო ბაზითა და უდაბნოში გაშენებული სოფლის მეურნეობით.
საბჰა ცნობილია ფორტ-ელენას ციხესიმაგრით, რომელიც ლიბიის ათ დინარიანი ბანკნოტის უკანა მხარესაა გამოსახული.[4] იგი იტალიურ კოლონიურ ხანაში აშენდა. ამჟამად მასში სამხედრო ინსტიტუცია ფუნქციონირებს.
2011 წლის სექტემბერში, ლიბიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ფეცანის კამპანიის დროს კადაფის მოწინააღმდეგე ძალებმა აიღეს.[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საბჰა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Sabha map at WikiMapia
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World Gazetteer. Libya: largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 15 October 2011.
- ↑ Francesca Davis DiPiazza (2006). Libya in Pictures. Twenty-First Century Books. ISBN 0-8225-2549-6.
- ↑ Walt, Vivienne. "The Capture of Gaddafi's Son: The Reformer Who Refused to Reform დაარქივებული 2011-11-22 საიტზე Wayback Machine. ." TIME. November 19, 2011. Retrieved on November 19, 2011.
- ↑ Martin, B. G. (1984) "Ahmad Rasim Pasha and the Fazzan Slave Trade, 1881-1896" pp. 64-65 in Willis, John Ralph (ed.) (1984) Slaves and Slavery in Muslim Africa: The Servile Estate Cass, London, pp. 51-82, ISBN 0-7146-3201-5
- ↑ Wedeman, Ben (20 September 2011). „Government forces enter Libya's Sabha, to cheers“. CNN. ციტირების თარიღი: 20 September 2011.