ტერმინს „სან-ხოსე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სან-ხოსე (მრავალმნიშვნელოვანი).

სან ხოსე (ესპ. San José) — კოსტა რიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კოსტა რიკის ცენტრალურ ხეობაში და წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს.

ქალაქი
სან-ხოსე
San José de Costa Rica
san jajihtrwe
დროშა გერბი

ქვეყანა კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 9°56′00″ ჩ. გ. 84°05′00″ დ. გ. / 9.93333° ჩ. გ. 84.08333° დ. გ. / 9.93333; -84.08333
ქალაქის მერი ჯონი არაია მონგე
დაარსდა 1738
ამჟამინდელი სტატუსი 1823
ფართობი 44.62 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,161
მოსახლეობა 346,799 კაცი (2003)
აგლომერაცია 1,611,616
სასაათო სარტყელი UTC-6
სატელეფონო კოდი +506
საფოსტო ინდექსი 10101
ოფიციალური საიტი msj.go.cr
სან-ხოსე — კოსტა-რიკა
სან-ხოსე

1736 წელს კაბილდო დე ლეონის მიერ დაარსებული სან ხოსე ლათინური ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა დედაქალაქს წარმოადგენს. კოსტა რიკის დედაქალაქის სტატუსი მან 1823 წელს მიიღო. დღეს ის თანამედროვე ქალაქია ჩვეული ფუსფუსით, შთამბეჭდავი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს, სწორედ ტურიზმია ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.

2006 წლის მონაცემებით, სან ხოსეს მოსახლეობა 365 799 ადამიანს შეადგენს. ქალაქი ზღვის დონიდან 1 161 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა სტაბილური კლიმატით მთელი წლის მანძილზე. საშუალო ტემპერატურა 25° C-ია, ნალექების მაჩვენებელი 1800 მმ.

სან ხოსე 1736 წელს კაბილდო დე ლეონის ბრძანების მიხედვით დაარსდა, რომელიც ესპანური ადმინისტრაციული საკონსულო იყო და მუნიციპალიტეტებს განაგებდა. ასევე მათი ბრძანებით, იმავე წელს აშენდა სამლოცველო და მრევლის წმინდანად წმ.იოსები აირჩა, აქედან მოდის ქალაქის სახელწოდებაც (იოსები-Joseph-Jose). სამლოცველო, რომელიც ძალიან მოკრძალებული იყო, მეზობელი ქალაქის კართაგოს ეკლესიის დახმარებით აშენდა.

 

მეზობელი კართაგოსგან განსხვავებით, სან ხოსე ოფიციალური ბრძანებულებით არ იყო დაარსებული და შესაბამისად არც ქალაქის მთავრობა ჰყავდა. ასეთად დარჩა მანამდე, სანამ 1812 წელს კადიზის კონსტიტუცია არ შევიდა ძალაში. 1813 წლის 18 ოქტომბერს, ეს ადგილი პირველად აღიწერა როგორც ქალაქი. ეს მოხდა მღვდელ ფლორენსიო დელ კასტიოს მიერ ესპანეთის მთავრობის უფლებით. 1820 წელს მუნიციპალური მმართველობა აღდგა, 1823 წელს კი სან ხოსე კოსტა რიკის დედაქალაქი გახდა.[1][2] ის ერთ-ერთი ყველაზე "ახალგაზრდა" დედაქალაქია ლათინური ამერიკაში.

მოსახლეობის და ეკონომიკის ზრდას საფუძველი მისცა თამბაქოს ქარხნის აშენებამ 1782 წელს. თამბაქოს პლანტაციებიდან მიღებული შემოსავლის დაგროვებამ, ქალაქს საშუალება მისცა მეზობელი პროვინციები ეკონომიკურად დაეჩრდილა.[3]

ქალაქის პირველი თანამედროვე უბანი მისი დამფუძნებლის, ფრანგი ყავის მეწარმის, ბატონი ამონის სახელს ატარებს. ის შეიქმნა მე-19 საუკუნეში მშვენიერი ეპოქის დროინდელ არქიტექტურასთან ერთად. ამონის რაიონი და ეროვნული თეატრი ე.წ კოსტა რიკული ყავის ოქროს ხანის სიმბოლოებად რჩებიან.

დღესდღეობით სან ხოსე თანამედროვე ქალაქია, ხმაურიანი ვაჭრობებითა და ხელოვნებისა და არქიტექტურის მჩქეფარე გამოსახულებით. ქვეყნის კარგად განვითარებული ტურიზმის ინდუსტრია უამრავ უცხოელ ვიზიტორს უბიძგებს აქ ჩამოსასვლელად.

სან ხოსეში კიოპენის კლასიფიკაციით ე.წ მშრალი და სველი ტროპიკული კლიმატია.[4] ნალექის რაოდენობა ფართო დიაპაზონშია მოქცეული - ყველაზე მშრალი თვიდან (6.3მმ ნალექი) ყველაზე უხვ ნალექიანამდე (355.1მმ). რაც შეეხება საშუალო ტემპერატურას, ის ძალიან მცირე ფარგლებში მერყეობს.[5] ყველაზე ცხელი თვე აპრილია, როცა საშუალო ტემპერატურა 23.7°C-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე გრილი თვე ოქტომბერია. ამ დროს სან-ხოსეში საშუალოდ 21.8°C-ია.

განათლება

რედაქტირება

კოსტა რიკის განათლების სფერო მაღალ დონეზე განვითარდა. 2011 წლის მონაცემებით, 10 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნა 97.6%-ს შეადგენს.[6] 6-დან 11 წლამდე ბავშვების 96% დადის სკოლაში, ხოლო უფროსკლასელების - 71%.[7] ზოგადად ქვეყანას საუკეთესო განათლების დონე აქვს ცენტრალურ ამერიკაში და ერთ-ერთი საუკეთესო სამხრეთ ამერიკაში. ამას განსაკუთრებით ამართლებს თვითონ სან ხოსე, რომელიც ქვეყნის საგანმანათლებლო ცენტრია უამრავი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტით.[8]

სანტო ტომასის უნივერსიტეტი, რომელიც პირველია კოსტა რიკაში 1843 წელს დაარსდა.[9] აღნიშნული უნივერსირეტი ახლო კავშირს ინარჩუნებდა კათოლიკურ ეკლესიასთან. ის დაიხურა 1888 წელს, პროგრესული ანტი-საეკლესიო მთავრობის მეთაურის, პრეზიდენტ ბერნარდო სოფო ალფაროს მიერ, როგორც ნაწილი სახელმწიფო განათლების მოდერნიზების კამპანიისა. იურიდიულმა, აგრონომიულმა, ფარმაციულმა და ხელოვნების ფაკულტეტებმა დამოუკიდებლად გააგრძელეს სწავლება, მაგრამ კოსტა რიკაში აღარ იყო უნივერსიტეტი 1940 წლამდე, სანამ ეს 4 ფაკულტეტი ისევ არ გაერთიანდა და შეიქმნა კოსტა რიკის უნივერსიტეტი. ეს უკანასკნელი რეფორმისტი პრეზიდენტის რაფაელ გუარდიას დროს მოხდა.

სან ხოსეს სახელმწიფო განათლების სისტემა შედგება სკოლამდელი დაწესებულებებისგან და უმცროსკლასელების და უფროსკლასელების (მე-7 კლასიდან მე-11-მდე) სკოლებისგან, რომლებიც ქალაქის ყველა ნაწილშია და რომლებსაც განათლების სამინისტრო განაგებს. მიუხედავად ამისა, ქალაქში კერძო ინსტიტუციებიც არსებობს, სკოლამდელი დაწესებულებებიდან დაწყებული უნივერსიტეტებით დამთავრებული. მათი უმეტესობა ორენოვანია, სადაც სწავლების პროცესი ესპანურთან ერთად ინგლისურად ან ფრანგულადაც მიმდინარეობს.

უსაფრთოება

რედაქტირება

სან ხოსე ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. 2012 წლის მონაცემებით, ქალაქმაც და ქვეყანამაც, ორივემ მნიშვნელოვნად შეამცირეს კრიმინალის რაოდენობა. ქვეყნის მასშტაბით კრიმინალის დონე 12.5-დან 9.5 შემთხვევამდე ჩამოვიდა ყოველ 100 000 მოსახლეზე.

2012 წელს მთავრობამ ახალი აღჭურვილობა გამოყო პოლიციისთვის და თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა. პრეზიდენტ ლაურა ჩინჩიას და მის გუნდს მინიმუმ ორჯერ აქვთ პოლიციის დეპარტამენტისთვის ახალი მანქანები და აღჭურვილობა გადაცემული.

ძირითადი ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

თეატრები

რედაქტირება

სან ხოსეში უამრავი თეატრია, ბევრი მათგანი ევროპული არქიტექტურის შთაგონებითაა შექმნილი. ეს ნაგებობები ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები არა მარტო არქიტექტურული ღირებულების გამო არიან. აქ იმართება სხვადასხვა მუსიკალური და კულტურული ღონისძიებები, ეწყობა ხელოვნების ნიმუშთა გამოფენები და ა.შ მათ შორის ყველაზე ცნობილებია:

 
სან ხოსეს ეროვნული თეატრი

• კოსტა რიკის ეროვნული თეატრი

• მელიკო სალასარის თეატრი

• კოსტა რიკის ბავშვთა მუზეუმის ეროვნული დარბაზი

კოსტა რიკის ეროვნული თეატრი (დედაქალაქის ყველაზე მშვენიერ ისტორიულ შენობად აღიარებული, ცნობილი მისი დახვეწილი ინტერიერითა და უხვი იტალიური ავეჯით) და მელიკო სალასარის თეატრი დგამენ დრამებს, მაყურებელს სთავაზობენ ცეკვების წარმოდგენებსა და კონცერტებს მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, შედარებით მომცრო თეატრების ნახვა მთელი ქალაქის მასშტაბითაა შესაძლებელი და ისინიც გართობის ფართო სპექტრს სთავაზობენ ხალხს.

ელ ტეატრო ბარიედადესი, აშენებული 1892 წელს, ქალაქის ყველაზე ძველი თეატრია.

მუზეუმები

რედაქტირება

სან ხოსეში ასევე მრავალი მუზეუმია. ისინი ვიზიტორებს კოსტა რიკის ისტორიას, სამეცნიერო აღმოჩენებს, კოლუმბამდელი პერიოდის კულტურას, ხელოვნებას და თანამედროვე კოსტა რიკულ ხელოვნების ნიმუშებს უჩვენებენ. ქალაქში ასევე შეხვდებით ოქროსა და ნეფრიტის მუზეუმებს. ქალაქის ძირითადი მუზეუმებია:

• ბავშვების მუზეუმი

• კოსტა რიკის ეროვნული მუზეუმი

• კოლუმბამდელი ოქროს მუზეუმი

• კოსტა რიკული ხელოვნების მუზეუმი

• თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმი

• ნეფრიტის მუზეუმი

პარკები და მოედნები

რედაქტირება

სან ხოსეში თავმოყრილია უამრავი პარკი და მოედანი. სადაც შეგიძლიათ ნახოთ ღია გამწვანებული სივრცეები, ფანჩატურები, რეკრეაციული ზონები, ტბები, შადრევნები და კოსტა რიკელი არტისტების სკულპტურები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ფრინველები და მცენარეები.

ქალაქის ძირითად პარკებს ეკუთვნის:

• ეროვნული პარკი

• მორასანის პარკი - ნეოკლასიკური მუსიკის პავილიონით

• ლა საბანას მეტროპოლიტანური პარკი - ყველაზე დიდი პარკი ქალაქში. ადგილობრივები მას სან ხოსეს ფილტვებს უწოდებენ. მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში.

• მშვიდობის პარკი

• ოკაიამა პარკი - აქ არის იაპონური სტილის ეზო და არქიტექტურული ელემენტები, ორნამენტული წყალსატევები და ა.შ

აქვე შეიძლება აღინიშნოს სიმონ ბოლივარის ზოოპარკი, რომელიც ერთადერთია ქალაქში და როგორც ადგილობრივი ისე ეგზოტიკური ცხოველებისა და მცენარეების ფართო სპექტრს აერთიანებს.

ტრანსპორტი

რედაქტირება

სან ხოსეში რამდენიმე შიდა სატრანსპორტო ქსელია, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ასევე არსებობს სახელმწიფო ტრანსპორტირების სისტემა რომლითაც სან ხოსე კოსტა რიკის სხვა ქალაქებსა თუ სოფლებს უკავშირდება.

 
ქალაქის საქმიანი ნაწილი

სან ხოსეში სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზაცია მიმდინარეობს. მაიორმა ჯონი არაიამ ქალაქის ტრამვაის სისტემის დააფუძნა, რომელიც დასაწყისისთვის ქალაქის ცენტრალურ ბირთვს - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაფარავს. მთლიანი გეგმა საზოგადოებისთვის 2011 წლის თებერვალში გამოცხადდა ქალაქის მაიორისა და კოსტა რიკის პრეზიდენტის ლაურა ჩინჩიას მიერ.

2012 წლის 27 სექტემბერს, ცნობილი გახდა გეგმა ქალაქში სხვადასხვა ქუჩის ნიშნების დაყენების თაობაზე. საუბარია დაახლოებით 22 000 ნიშანსა და დაფაზე. ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკმა 2008 წელს დაადგინა, რომ შესაფერისი ქუჩის სახელების, ნიშნებისა და მიმართულებების არარსებობის გამო, ყოველწლიურად 720$ აშშ დოლარი იკარგება, რასაც ადგილზე ვერ მისული, უკან გამობრუნებული ან ხელახლა გაგზავნილი ფოსტა იწვევს.

ავტობუსები

რედაქტირება

კერძო ავტობუსის კომპანიები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთთან და გარეუბნებთან აკავშირებენ. ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში წასასვლელად სხვა კომპანიების გამოყენებაა საჭირო, თუმცა მათი ავტობუსების გაჩერებები ქალაქის მთელს ცენტრშია მიმოფანტული.

სან ხოსეს საზოგადოებრივი ტაქსები ქალაქის სატრანსპორტო სისტემას კარგად ავსებენ. აქ ტაქსები წითელი ფერისაა და ისინი სხვადასხვა რეგისტრირებულ კომპანიებს ეკუთვნიან. ასევე არსებობენ არარეგისტრირებული ტაქსებიც, აეროპორტში კი უმეტესად სტაფილოსფერ ტაქსებს შეხვდებით.

აეროპორტები

რედაქტირება

ქალაქს ხუან სანტამარიას საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება, რომელიც ქალაქის საქმიანი ნაწილიდან 23 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია ცენტრალურ ამერიკაში. 2010 წელს, ხუან სანტამარიას საერთაშორისო აეროპორტმა 4.3 მილიონი მგზავრი მიიღო, მათი უმეტესობა კი საერთაშორისო ფრენებიდან იყო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აეროპორტი სან ხოსეში არის ტობიას ბოლანიოსის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობს.

სამზარეულო

რედაქტირება

კოსტა რიკული სამზარეულო ანუ "comida típica" რაც ესპანურიდან ტიპურ საჭმელს ნიშნავს, როგორც წესი ცხარე არ არის. მთელს სან ხოსეში ყველაზე პოპულარული და ეროვნული კერძია გაიო პინტო (gallo pinto), რომელიც შავი, ლობიოსმაგვარი მარცვლეულითა და მოხრაკული ბრინჯით მზადდება. მას როგორც წესი საუზმედ მიირთმევენ და თან ტორტიასა (თხელი, მრგვალი პური) და ნატიასაც (ადგილობრივი სახეობის თხელი არაჟანი) აყოლებენ. კოსტა რიკულ რესტორნებს "სოდა" ჰქვია და აქ ტრადიციული კერძების დაგემოვნება მისაღებ ფასებში შეგიძლიათ. ეს დაწესებულებები ლანჩისა და სადილის დროს სტუმრებს "კასადოებს" სთავაზობენ. კასადო (რაც ესპანურად დაქორწინებულს ნიშნავს) შედგება ბრინჯის, ლობიოსა და ხორცისგან და როგორც წესი მორთმეულია კომბოსტო-პომიდვრის სალათთან, შემწვარ ბანანთან ან ტორტიასთან ერთად.

ქალაქის მთავარი საფეხბურთო კლუბია "დეპორტივო საპრისა, რომელსაც რეკორდული რაოდენობის (33) შიდა ჩემპიონატის ტიტული აქვს მოპოვებული. გუნდი საშინაო შეხვედრებს ესტადიო რიკარდო საპრისაზე მართავს, რომელიც 23 112 მაყურებელს იტევს.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.nacion.com/el-pais/historia-de-san-jose-ciudad-hace-200-anos/QVMJQ6J4ARAJJAQNNSNNB4B5SE/story/ La Nación, Grupo Nación (in Spanish). Retrieved 1 November 2018.
  2. https://web.archive.org/web/20120303224952/http://www.spanishabroad.com/prog_teen/cityg_sanjose/history.htm
  3. https://www.nacion.com/el-pais/historia-de-san-jose-ciudad-hace-200-anos/QVMJQ6J4ARAJJAQNNSNNB4B5SE/story/ La Nación, Grupo Nación (in Spanish). Retrieved 1 November 2018.
  4. http://www.physicalgeography.net/fundamentals/7v.html PhysicalGeography.net. Retrieved 17 September 2016.
  5. http://thebritishgeographer.weebly.com/the-climate-of-tropical-regions.html The British Geographer. Retrieved 17 September2016.
  6. http://www.inec.go.cr/censos/censos-2011 www.inec.go.cr (in Spanish). Retrieved 1 November 2018.
  7. https://www.unicef.org/costarica/docs/cr_pub_Folleto_MICS_Educacion.pdf[მკვდარი ბმული] Costa Rica Ministry of Education, Unicef, MICS (2011).
  8. https://www.altillo.com/universidades/costarica/universidades_costarica_sanjose.asp Altillo.com. Retrieved 8 July 2013.
  9. http://archivo.ucr.ac.cr/ustot.html დაარქივებული 2018-11-30 საიტზე Wayback Machine. Universidad de Costa Rica archive.