ისრაელ-ჰამასის ომი (2023)
მოცემულ სტატიაში „ისრაელ-ჰამასის ომი (2023)“ აღწერილია მიმდინარე მოვლენები. ინფორმაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მოვლენათა განვითარებასთან ერთად.გაითვალისწინეთ, რომ პირველადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ხარვეზებს. ამჟამად თქვენ უყურებთ ვერსიას, რომლის ბოლო რედაქტირების დროა: 2024 წლის 23 ივლისი, 12:56 (UTC) (ქეშის გასუფთავება). |
ისრაელ-ჰამასის ომი — ისრაელისა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ისრაელის სახელმწიფოსა და ისლამისტურ სამხედრო და პოლიტიკურ დაჯგუფება ჰამასს შორის, რომლის პოლიტიკური ფრთაც 2007 წლიდან ღაზის სექტორის ხელისუფლებას ერთპიროვნულად წარმოადგენს. სამხედრო დაპირისპირება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს გამთენიისას ღაზის სექტორიდან განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმით ისრაელის ტერიტორიაზე, რომელსაც მოყვა რამდენიმე პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების კოორდინირებული შეტევა ღაზას სექტორის საზღართან არსებულ სამხედრო ბაზებზე, კიბუცებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე. თავდასხმას ხელმძღვანელობდა ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, სხვა მცირე სამხედრო დაჯგუფების მონაწილეობით, როგორიცაა პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი. პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრაზე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელებს უფლება აქვთ დაიცვან თავი „ჩასახლებულებისა და საოკუპაციო ჯარების ტერორისგან“.[34][35][36]
ჰამასის შეტევის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მოგვიანებით კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნულ მიმართვაში ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.[37][38][39][40] ჰამასის შეტევის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 ოქტომბერს დაიწყეს საჰაერო იერიშის მიტანა ღაზის სექტორის სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც 25 ოქტომბრის მდგომარეობით ჰუმანიტარული შესვენების გარეშე მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისრაელის მოსალოდნელი სახმელეთო იერიშის მომზადებას[41]
ჰამასის დაქვემდებარებაში მყოფი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმებისა და შეტაკებების შედეგად 25 ოქტომბრის მდგომარეობით 6500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 17000-ზე მეტი დაიჭრა, უმეტესად ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები. იძულებით გადააგილებულთა რიცხვი ღაზას სექტორში 1.4 მილიონს შეადგენს.[42][43][44] ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ მოკლეს 400-ზე მეტი ტერორისტი.[45] ისრაელის მხარეს დაიღუპა 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო, დაიჭრა 5400-ზე მეტი და იძულებით გადაადგილებულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.[42] ორივე მხარის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისრაელელი მშვიდობიანი მოსახლეები და სამხედროები, მათ შორის ბავშვები, ტყვეებად აიყვანეს პალესტინელმა ტერორისტებმა,[46] ჰამასის მიერ ოთხი მძევლის გათავისუფლების შემდომ, ღაზის სექტორში მძევლად რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული 222 ადამიანი.[47][48]
დასავლეთის სახელმწიფოებმა, არგენტინამ, ბრაზილიამ და ინდოეთმა დაგმეს ჰამასის ძალადობა და მის მიერ გამოყენებული ტაქტიკები შერაცხეს ტერორიზმის გამოყენებად,[49][50][51][52] ხოლო არაბულმა სახელმწიფოებმა ესკალაცია დააბრალეს ისრაელის ოკუპაციასა და პალესტინის სახელმწიფოებრიობის უარყოფას.[53] სახელმწიფოთა უმრავლესობამ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.[54][55]
სახელები
რედაქტირებაპალესტინის მებრძოლმა დაჯგუფებებმა თავიანთ თავდასხმას ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა უწოდეს (არაბ. عملية طوفان الأقصى [ʿamaliyya ṭūfān al-ʾAqṣā]),[56] ხოლო ისრაელმა გამოაცხადა კონტრშეტევითი ძალისხმევის დაწყება, სახელწოდებით ოპერაცია რკინის ხმლები (ებრ. מבצע חרבות ברזל [Mivtsa Cherevot Barzel]).[57] პალესტინის თავდასხმის დასაწყისი დაემთხვა 1973 წლის იომ-ქიფურის ომის დაწყების 50 წლის იუბილეს.[58]
რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ და დამკვირვებელმა მიმდინარე კონფლიქტს მესამე ინტიფადა უწოდა.[59][60]
ფონი
რედაქტირება2005 წელს ისრაელის ჯარებმა დატოვეს ოკუპირებული ღაზის სექტორი, ხოლო ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში ჩასახლებული ისრაელის მოქალაქეების დასახლებები. ეს პოლიტიკა ემსახურებოდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საბოლოო მოგვარებას. ღაზის სექტორი და ისრაელი კონფლიქტში არიან 2006 წლის არჩევნების შემდეგ ჰამასის მიერ ღაზის სექტორზე კონტროლის მოპოვებისა და 2007 წელს ფათაჰთან სამოქალაქო ომის შემდეგ.[61] ღაზის სექტორი 2007 წლიდან იმყოფება ისრაელისა და ეგვიპტის ბლოკადაში.[62]
თავდასხმა მოხდა ებრაული დღესასწაულის სიმჩატ თორისა და შაბათის დროს,[63] იომ-ქიფურის ომის 50 წლის იუბილედან ერთი დღის შემდეგ, რომელიც ასევე მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო.[64] თავდასხმა ისრაელ-ღაზის გამყოფ ღობეზე სამკვირიან ძალადობას მოჰყვა. 29 სექტემბერს ჰამასმა და ისრაელმა ზავი დადეს, რომელსაც შუამავლობდნენ კატარი, ეგვიპტე და გაერო.[65] თავდასხმამდე და ორივე მხარის მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, მინიმუმ 247 პალესტინელი მოკლეს ისრაელის ძალებმა 2023 წელს, ხოლო 32 ისრაელელი და ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა პალესტინელების თავდასხმების შედეგად.[66][67]
ისრაელი და საუდის არაბეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნორმალიზაცია „პირველადაა რეალური“.[43] საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „არაერთხელ გააფრთხილა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია შემდგომ ძალადობას გამოიწვევს“.[68]
იზ ად-დინ ალ-კასმის ბრიგადების მეთაურმა, მუჰამედ დეიფმა თქვა, რომ თავდასხმა იყო პასუხი „ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფაზე“ და მოუწოდა პალესტინელებსა და არაბ ისრაელის მოქალაქეებს „გაედევნონ ოკუპანტები და დაანგრიონ კედლები“.[69][70] ჰამასის ლიდერმა სალეჰ ალ-არურმა თქვა, რომ ოპერაცია იყო პასუხი „ოკუპაციის დანაშაულებზე“ და დასძინა, რომ მებრძოლები იცავდნენ ალ-აქსას მეჩეთს და ათასობით პალესტინელ პატიმარს ისრაელში.[64] პატიმრების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია Addameer-ის შეფასებით იქნება დაახლოებით 5200-ზე მეტი პატიმარი პალესტინელია ისრაელში, მათ შორის 33 ქალი, 170 არასრულწლოვანი და დამატებით 1200-ზე მეტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში.[71]
პალესტინის შეტევა
რედაქტირებასარაკეტო თავდასხმები
რედაქტირება2023 წლის 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე,[66] ჰამასმა გამოაცხადა „ოპერაცია ალ-აქსას წარღვნის“ დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელში 5000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის მედია იტყობინება, რომ სულ მცირე 2200 ჭურვი იყო გაშვებული ღაზადან. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო თავდასხმის შედეგად.[5][38][72] აფეთქებები დაფიქსირდა ღაზის მიმდებარე რაიონებში და ქალაქებში შარონის დაბლობში, მათ შორის გედერაში, ჰერცლიაში,[73] თელ-ავივსა და აშკელონში.[72] საჰაერო თავდასხმის სირენები ასევე გააქტიურდა ბეერ-შევაში, იერუსალიმში, რეჰოვოტში, რიშონ ლეზიონსა და პალმაჩიმის საავიაციო ბაზაზე.[74][75][76] ჰამასმა გამოაქვეყნა მოწოდება შეიარაღებისკენ, უმაღლესი სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი მოუწოდებდა „მუსლიმებს ყველგან განახორციელონ თავდასხმა“.[38] პალესტინელმა ბოევიკებმა ასევე გაუხსნეს ცეცხლი ისრაელის გემებს ღაზის სექტორის მახლობლად, ხოლო შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და IDF-ს შორის ღაზის პერიმეტრის გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში.[74]
ისლამისტი მებრძოლების შეჭრა ისრაელში
რედაქტირებაპარალელურად, დაახლოებით 1000[5] პალესტინელი მებრძოლი შეიჭრა ისრაელში ღაზადან სატვირთო მანქანების, პიკაპების, მოტოციკლების, ბულდოზერების, ჩქაროსნული კატარღების და პარაპლანების გამოყენებით.[64][66][43] სურათებსა და ვიდეოებში ჩანს მძიმედ შეიარაღებული და ნიღბიანი ბოევიკები, რომლებიც შავ სამოსში იყვნენ ჩაცმულნი, რომლებიც ატარებენ პიკაპს[72] და ცეცხლს ხსნიან სდეროთში, მოკლეს რამდენიმე ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი. ღაზადან გადაღებულ ვიდეოზე ნაჩვენებია ისრაელელი ჯარისკაცის ცხედარი, რომელსაც ფეხქვეშ თელავს ხალხი და ყვირიან „ღმერთი დიდია“.[77] როგორც ჩანს, სხვა ვიდეოები აჩვენებდნენ ტყვედ აყვანილ ისრაელელებს და დამწვარ ტანკს,[78][38] ინფილტრატორები ასევე შენიშნეს ნირ ოზში,[76] ბეერისა და ნეტივ ჰაასარაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აიყვანეს მძევლები[79] და ცეცხლი წაუკიდეს სახლებს,[73] ასევე კიბუციებში ღაზის სექტორის გარშემო.[73] ბრძოლა გაიმართა რეიმ სამხედრო ბაზაზე.[80] ასევე ცნობილია, რომ მძევლები აიყვანეს ოფაკიმში, ხოლო სდეროტში სახლებს ცეცხლი წაუკიდეს.[81] ზიკიმში ამფიბიური დესანტი გადასხეს.[72]
ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ ბოევიკები ღაზადან შევიდნენ ისრაელში მინიმუმ შვიდი ლოკაციით[64] და შეიჭრნენ ისრაელის ოთხ პატარა სოფლის თემში, სასაზღვრო ქალაქ სდეროტში და ორ სამხედრო ბაზაზე, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან.[43] ისრაელის მედია იტყობინება, რომ შვიდი თემი მოექცა ჰამასის კონტროლის ქვეშ, მათ შორის ნაჰალ-ოზი, კფარ-აზა, მაგენი და სუფა-ბეჰერი.[65] ცნობილია, რომ სდეროტის პოლიციის განყოფილება მოექცა ჰამასის კონტროლის ქვეშ,[74] ისევე როგორც ერეზის გადასასვლელი, რამაც საშუალება მისცა ბოევიკებს შესულიყვნენ ისრაელში ღაზადან.[5] ისრაელის პოლიციის კომისარმა კობი შაბტაიმ განაცხადა, რომ ამჟამად სამხრეთ ისრაელში 21 აქტიური მაღალი კონფრონტაციის ლოკაცია იყო.[82]
ისრაელის პასუხი
რედაქტირებათავდასხმა, რომელიც დაემთხვა სიმჩათ თორას ებრაულ დღესასწაულს, სრული მოულოდნელობა იყო ისრაელის მხარისათვის.[75]
რკინის გუმგათის საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა.[74] პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა იოავ გოლანმა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბბინაში, თელ-ავივში, გამართეს უშიშროების საკითხების შესაფასებელი თათბირი.[76][72] გოლანმა შემდეგ დაამტკიცა ათობით ათასი არმიის რეზერვისტის მობილიზაცია[66][72] და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ღაზის სექტორის საზღვრიდან 80 კილომეტრის რადიუსში.[65] მან ასევე განაცხადა, რომ ჰამასმა „დაუშვა დიდი შეცდომა“ და „ისრაელი გაიმარჯვებს“.[64] IDF გადავიდა „ომისათვის მზადყოფნის რეჟიმში“.[5] ასევე IDF-ის განცხადებით, რეზერვისტებს გაგზავნიან როგორც ღაზაში, ისევე დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანისა და სირიის საზღვრებზეც.[83] ღაზის გარშემო მცხოვრებებს მოუწოდეს სახლში დარჩენისაკენ, ხოლო სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის მოსახლეობას მოუწოდეს თავშესაფრებთან ახლოს გაჩერება.[72] ღაზის სექტორისაკენ მიმავალი გზები ჩაკეტა IDF-მა.[64] ასევე ჩაკეტეს თელ-ავივის ქუჩები.[72]
თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა გამოაცხადა ომისათვის მზადების მდგომარეობა.[84] IDF-მა დამატებით დაიწყო „ოპერაცია რკინის ხმლები“.[85][5] ისრაელის პოლიციის კომიარმა, კობი შაბტაიმ განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს „ომის მდგომარეობა“.[86] მან ასევე დააანონსა ისრაელის სამხრეთში სამოქალაქო გადაადგილების ჩაკეტვა და რეგიონში იამამის კონტრტერორისტული დანაყოფის გაგზავნა.[82] The IDF-ის უფროსმა სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, განაცხადა, რომ რეგიონში გაგზავნეს ოთხი დივიზია, რომლებიც დაემატნენ არსებულ 31 ბატალიონს.[64]
ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას „ძალიან რთული მომენტის“ წინაშე.[76] სატელევიზიო გადაცემაში ნეთანიაჰუმ განაცხადა „ჩვენ ვართ ომში“[43] მან ასევე განაცხადა, რომ IDF გაამაგრებდა ისრაელის საზღვრებს, რათა „სხვებმაც არ დაუშვან ამ ომში ჩართვის შეცდომა“.[87] შემდგომ მიმართვაში ნეთანიაჰუმ თქვა: „ღაზას მიტოვებულ კუნძულად გადავაქცევთ“ და ღაზის მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდა.[88]
სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში აეროპორტები დაიხურა კომერციული და კერძო თვითმფრინავებისათვის, თუმცა ბენ გურიონისა[89] და ელიატის აეროპორტები ღია დარჩა. Lufthansa, Emirates, Ryanair, Aegean Airlines, Air France, Transavia და სხვა ავიალაინერების ფრენები გაუქმდა.[90]
7-8 ოქტომბრის ღამეს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურების შესახებ.[91] ისრაელის ელექტრულმა კორპორაციამ, რომელიც ღაზის ელექტროენერგიის 80%-ს აწარმოებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა ღაზის სექტორს.[72]
7 ოქტომბერი
რედაქტირებადაპირისპირება ბეერისა და ოფაკიმში
რედაქტირებაბეერში ჰამასის მილიტანტებმა ტყვედ აიყვანეს 50 ადამიანი. 18 საათის შემდეგ IDF-მა დააანონსა მძევლების გათავისუფლება.[92]
ურიმში, ოფაკიმის გარეუბანში, ორი ისრაელის მოქალაქე გადაარჩინა IDF-მა. გადარჩენის ოპერაციისას დაიღუპა სამი ჰამასის მებრძოლი და დაიჭრა სამი ისრაელის სამხედრო.[92]
ავიაიერიშები ღაზის სექტორში
რედაქტირებაIDF თავს ესხმოდა ღაზას მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავების გამოყენებით,[5] მათ შეუტიეს ჰამასის 17 სამხედრო საწყობს და ოთ ოპერაციულ სამმართველო ცენტრს.[65] სხვებთან ერთად, ისრაელმა შეუტია 11 სართულიან შენობას ღაზის ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებული იყო ჰამასის რადიო სადგურები. ისრაელმა ასევე შეუტია ორ საავადმყოფოს, დაიღუპა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი და ექთანი.[72]
8 ოქტომბერი
რედაქტირებაღამით ისრაელი თავს დაესხა ღაზის სექტორში მდებარე არაერთ სამიზნეს, მათ შორის საცხოვრებელ ბლოკებს, გვირაბებს, ალ-ამინის მუჰამედის მეჩეთსა და ჰამასის ოფიციალური პირების სახლებს.[93][94][95]
დილით ჰეზბოლამ რაკეტებით და არტილერიით დაბომბა შებაას ფარმების რეგიონი, საპასუხოდ IDF-მა არტილერიით დაბომბა სამხრეთი ლიბანი.[96][4]
რეაქციები
რედაქტირებაისრაელი
რედაქტირებასაპროტესტო ჯგუფმა კაპლანის ძალამ დააანონსა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმება და გამოხატა მხარდაჭერა IDF-ის მიმართ. ფორუმ 555 და ძმები ბრძოლაში,[97] რეზერვისტი სამხედროების საპროტესტო ჯგუფები, რომლებიც სამხედრო გაწვევის ბოიკოტებს ახორციელებდნენ, მოუწოდებენ რეზერვისტებს იბრძოლონ, თუ მათ გამოიძახებენ.[63]
მაგენ დავიდ ადომმა ყურადღება გაამახვილა სისხლის ჩაბარებებზე და გახსნა სპეციალური სისხლის ჩაბარების დრაივი ტელ-ავივში.[76] ისრაელის განათლების სამინისტრომ დააანონსა ყველა სკოლის დაკეტვა ქვეყანაში. ჰაიფას საერთაშორისო კინო ფესტივალი გაუქმდა.[5]
გამოძიება დაიწყო ისრაელის მთავრობის წარუმატებლობის შესახებ, რამაც გამოიწვია შეტევის აღკვეთის შეუძლებლობა.[98]
სასწრაფოდ გაერთიანებული მთავრობა
რედაქტირებაოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი, ეროვნული ერთიანობის თავმჯდომარე ბენი განცი, ისრაელ ბეიტენიუს პარტიის ლიდერი ავიგდორ ლეიბმანი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მერავ მიხაელი ერთობლივ განცხადებაში მხარს უჭერენ IDF-ისა და მთავრობას, მათ განაცხადეს: „ასეთ დროს ისრაელში არც ოპოზიცია არსებობს და არც კოალიცია.“[99]
ბენიამინ ნეტანიაჰუმ მთავარიო ოპოზიციური პარტიებს მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ერთიან მთავრობაში,[100] მას შემდეგ, რაც ლაპიდმა ნეთანიაჰუს მოუწოდა „გვერდზე გადადოს განსხვავებები და შექმნას სასწრაფო, ვიწრო და პროფესიონალი მთავრობა.“[101]
პალესტინა
რედაქტირებაპალესტინის განათლების სამინისტრომ დააანონსა ყველა სკოლის დაკეტვა ღაზის სექტორში.[74] პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სისხლის ჩაბარებებს.[64]
პალესტინის მთავრობის საგანგებო შეხვედრაზე პალესტინის პრეზიდენტმა მუჰამედ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელებს აქვთ უფლება თავი დაიცვან „ახალდასახლებულებისა და ოლუპაციის სამხედროების ტერორის წინააღმდეგ“.[36] დასავლეთ სანაპიროში, რამალაში, გაიმართა აღნიშვნები.[5] 6 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის ჯარებთან შეტაკების შედეგად 7 ოქტომბერს,[72] ხოლო 126 დაიჭრა.[5]
ჰამასის ლიდერის მოადგილემ ალ ჯაზირას განუცხადა, რომ მისმა ძალებმა აიყვანეს საკმარისი ტყვე, იმისათვის, რომ ისინი გაცვალონ ისრაელის მიერ დაპატიმრებულ ყველა პალესტინელში.[71] ჰამასის სპიკერმა, აბუ ობაიდამ განაცხადა, რომ ისინი დატყვევებულ ისრაელის სამხედროებს „უსაფრთხო ადგილებში“ და გვირაბებში ამყოფებენ.[64]
საერთაშორისო
რედაქტირებასაერთაშორისო ლიდერებმა, მათ შორის არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან,[51][52] ევროპის ქვეყნების უმეტესობიდან და აშშ-დან დაგმეს ჰამასის თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცადეს ისრაელს და განაცხადეს, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას ჰამასის თავდასხმებისგან, მათ ჰამასის ქმედებები ტერორიზმად შერაცხეს.[49][50] არაბთა ლიგის ზოგი სახელმწიფო, როგორიცაა ომანი, იემენი და კატარი, ასევე არაარაბული ქვეყნები, როგორებიცაა ირანი და პაკისტანი მხარს უჭერენ პალესტინელებს და ჰამასს, ისინი ესკალაციაში ადანაშაულებენ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციას. ქვეყნების ნაწილმა მხარეებს მოუწოდა დეესკალაციისაკენ და ცეცხლისშეწტვეტისაკენ.[54][55][50][102] იემენში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითში, თურქეთში, ბაჰრეინსა და ირანში გაიმართა პალესტინის მხარდამჭერი აქციები.[103] აქცია გაიმართა ბერლინშიც.[104]
არგენტინა,[105] კანადა, გერმანია და საფრანგეთი ზრდიან უსაფრთხოების დონეს ისრაელთან და იუდაიზმთან ასოცირებულ ადგილებში.[106][90]
ომის დანაშაულები
რედაქტირებაგაეროს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ფაქტების დადგენის მუდმივმა მისიამ დაადგინა, რომ "არსებობს ერთმნიშვნელოვანი სამხილები იმისა, რომ ისრაელსა და ღაზას შორის ძალადობრივი მოქმედებების უკანასკნელი აფეთქებისა ჩადენილ იქნა ომის დანაშაულობანი" და, რომ "ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს და მშვიდობიან მოქალაქეებს სამიზნედ ირჩევს."[107] Human Rights Watch და Amnesty International განაცხადეს, რომ როგორც ჰამასის ასევე ისრაელის ქმედებები ომში სამხედრო დანაშაულობანს წარმოადგენენ[108][109].
პალესტინური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულობანი
რედაქტირებაჰამასი და სხვა შეიარაღებული პალესტინური დაჯგუფეფები შეიჭრნენ ათობით კიბუცში, მასობრივად დახოცეს და მძევლად აიყვანეს და ღაზაში გაიტაცეს 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. Human Rights Watch-ის შეფასებით, ეს ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. სამართლის ექსპერტების შეფასებით, ეს ქმედებები ომის დანაშაულს, და შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, უტოლდებოდეს. ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინური დაჯგუფებების ქმედებები ომის დანაშაულად შეაფასა.
საერთაშორისო სამართლის გერმანელ-შვეიცარიელი ექსპერტის ანა პეტერსის შეფასებით, ჰამასის სამხედრო დანაშაულობანი არ შემოიფარგლება მისი ქმედებებით ისრაელში. მისი აზრით, ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის ფაქტობრივად ტყვედ აყვანა და ცოცხალ ფარად გამოყენება ასევე შეიძლება შეფასდეს როგორც ომის დანაშაული.
ისრაელი
რედაქტირებაისრაელის თავდაცვის მინისტრმა 9 ოქტომბერს გამოსცა ღაზის სექტორის სრულმასშტაბიან ალყაში მოქცევისა და ისრაელიდან ელექტროენეერგის, საკვები პროდუქტების, საწვავისა და წყლის მიწოდების სრული შეწყვეტის ბრძანება[107]. Human Rights Watch-ის შეფასებით, ეს ზომები წარმოადგენს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას, რაც ომის დანაშაულს უტოლდება. გენოციდის ისრაელელი მკლევრის რაზ სეგალის მოსაზრებით, ისრაელის ბლოკადა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდებაზე უარის თქმა წარმოადგენს გაეროს გენოციდის კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც "ჯგუფის ისეთ მდგომარეობაში განზრახ ჩაყენება, რომელსაც შეუძლია ამ ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურება გამოიწვიოს" შესაძლებელია გენოციდად შეფასდეს. 15 ოქტომბერს ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა გამოაცხადა, რომ წყლის მიწოდება ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ნაწილობრივ აღდგება. ეს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეტანაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო.
Human Rights Watch-ის განცხადებით, დადგინდა ისრაელის საჰაერო შეტევების დროს მის მიერ ფოსფორის ბომბების გამოყენების ფაქტები. ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალებმა უარყვეს. Amnesty International-ის განცხადებით, მათ შეძლეს იმ სურათების ვერიფიცირება, რომლებზეც ისრაელის სამხედროების მიერ ისეთი საარტილერიო ყუმბარების გამოყებაა ასახული, რომლებზეც დატანებულია თეთრი ფოსფორის აღმნიშვნელი ნიშანი.
ანალიზი
რედაქტირებაისრაელის ანალიტიკოსის სეთ ფრანცმანის თქმით, თავდასხმა ნიშნავდა ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესამჩნევ ესკალაციას. იგი გამოირჩეოდა თავისი არსებითი მასშტაბით და მიღწევებით, მოიცავდა როგორც სარაკეტო სროლას, ასევე სასაზღვრო თავდასხმებს ღაზაში. ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი გადახვევა გააჩინა წინა კონფლიქტებისგან, რომლებიც, როგორც წესი, მოჰყვებოდა ეტაპობრივ დაძაბულობის თანდათანობით ესკალაციას.[110]
პოლიტიკურმა ჟურნალისტმა პიტერ ბომონტმა თავდასხმა შეაფასა, როგორც „დაზვერვის წარუმატებლობა“, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის მთავრობამ ვერ შეძლო მისი აღმოჩენა ადრე.[111]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ PFLP. (7 October 2023) صادر عن كتائب الشهيد أبو علي مصطفى الجناح العسكري للجبهة الشعبية لتحرير فلسطين.
- ↑ الحرية – بيان عسكري صادر عن كتائب المقاومة الوطنية (قوات الشهيد عمر القاسم) استشهاد ثلاثة من مقاتلينا داخل اراضينا المحتلة عام 48. ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ 3.0 3.1 „Qassam Brigades announces control of 'Erez Crossing'“. Roya News. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ 4.0 4.1 „Israel Army Fires Artillery at Lebanon as Hezbollah Claims Attack“. Asharq Al-Awsat (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 Israel-Palestine escalation live news: Hamas starts Operation Al-Aqsa Flood (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ 6.0 6.1 6.2 „900 killed including 260 children, 230 women along with 4600 wounded in Gaza -health ministry“. Devdiscourse. Reuters. 10 October 2023. ციტირების თარიღი: 10 October 2023.
- ↑ „Israel-Hamas war live news: Israeli shelling kills 4 Hezbollah members“. Al Jazeera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 9 October 2023.
- ↑ „Hezbollah fires on Israel after four members killed in shelling“. Dawn. 10 October 2023. ციტირების თარიღი: 10 October 2023.
- ↑ „Israeli military says its troops killed gunmen who infiltrated from Lebanon“. Reuters. 9 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 9 October 2023.
- ↑ Death toll from at 6 from Israeli soldiers opening fire in West Bank. ციტირების თარიღი: 8 October 2023
- ↑ „UN says nearly 200,000 displaced in Gaza, water shortages expected“. Reuters. 10 October 2023. ციტირების თარიღი: 10 October 2023.
- ↑ 12.0 12.1 „Israel-Gaza latest: Bodies of 1,500 Hamas militants found in Israeli territory - IDF“. 10 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2023. ციტირების თარიღი: 10 October 2023.
- ↑ Fabian, Emanuel. „Authorities name 156 soldiers, 41 police officers killed in 2023 terror clashes“. The Times of Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „18 Thais Killed In Israel-Gaza Conflict: Government“. Barron'S (ინგლისური).
- ↑ At least 14 American citizens killed in Israel, Biden says. CNN (10 October 2023). ციტირების თარიღი: 10 October 2023
- ↑ „Nepal confirms 10 of its citizens killed in Hamas attack on Israel“. The Times of Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ Eight French citizens have died from the attacks in Israel (10 October 2023).
- ↑ Argentinian FM says 7 nationals killed in Hamas assault in Israel (10 October 2023). ციტირების თარიღი: 10 October 2023
- ↑ „Hamas Israel attacks: The international victims of the assault on Israel“. BBC News. 9 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 9 October 2023.
- ↑ Times, The Moscow. (10 October 2023) 4 Russians Killed, 6 Missing in Israel – Embassy.
- ↑ „Embassy: 2 Ukrainians killed in Israel attacks“. The Kyiv Independent (ინგლისური). 8 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ Fabian, Emanuel. Death toll rises to 2 in rocket attack near Gaza border.
- ↑ Bernard Cowan: Scottish man confirmed dead in Hamas attack on Israel. ციტირების თარიღი: 9 October 2023
- ↑ „Hamas Israel attacks: The international victims of the assault on Israel“. BBC. 9 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 9 October 2023.
- ↑ „Cambodian student killed as Israel fighting rages“. The Phnom Penh Post (ინგლისური). 8 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „Hija de chilena murió en Israel tras ataque de Hamas: habría recibido 8 disparos“. 24 Horas (ესპანური). 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „Hija de chilena murió en ataque de Hamás“. Cooperativa.cl (ესპანური). 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „Shani Louk: Mother pleads for help as daughter goes missing at festival“. BBC News. 8 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ 29.0 29.1 „הערכות מעודכנות בישראל: יותר מ-1,200 נרצחו ונפלו, מספר החטופים בידי חמאס - למעלה מ-200“ [Updated estimates in Israel: More than 1,200 killed, number of Hamas abductees more than 200] (Hebrew). Ynet. 10 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2023. ციტირების თარიღი: 10 October 2023.
- ↑ „Israeli death toll from Hamas attack surpasses 1,000, top military officer says“. The Hill. 10 October 2023. ციტირების თარიღი: 10 October 2023.
- ↑ „At least 7 Nepali injured, 17 held captive by Hamas in Israel“. India Today. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ „2 Thais killed, 8 injured, 11 kidnapped in Hamas attack on Israel“. Bangkok Post (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „Two Mexican citizens believed to be held captive in Gaza“. The Times of Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ Mahmoud Abbas: Palestinians have right to defend themselves against 'terror' | Al Arabiya English.
- ↑ Yang, Maya; Bayer, Lili; Ho, Vivian; Fulton, Adam; Bayer (7 October 2023). „Israel says civilians and soldiers held hostage in Gaza after major Palestinian attack – live“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ 36.0 36.1 „Mahmoud Abbas: Palestinians have right to defend themselves against 'terror'“. Al Arabiya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ Live updates: Militants infiltrate Israel from Gaza as Hamas claims major rocket attack.
- ↑ 38.0 38.1 38.2 38.3 Hamas launches surprise attack on Israel as Palestinian gunmen reported in south.
- ↑ IDF declares 'state of readiness for war' amid Hamas infiltrations, rocket barrages.
- ↑ 'We are at war,' Netanyahu says, after Hamas launches devastating surprise attack.
- ↑ Israel ‘preparing ground invasion’ of Gaza, says Netanyahu (25 ოქტომბერი, 2023).
- ↑ 42.0 42.1 UN warns Gaza blockade could force it to sharply cut relief missions as Israeli bombings rise (25 ოქტომბერი, 2023).
- ↑ 43.0 43.1 43.2 43.3 43.4 Gaza and Israel in 'War Mode' After Militants Launch Surprise Assaults (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ „'We are in a war,' Netanyahu says after Hamas launches surprise attack“. NBC. October 7, 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „Israeli military says 'hundreds of terrorists' killed; Gaza death toll reaches 313“. The Hindu. 8 October 2023.
- ↑ Israeli family kidnapped to Gaza, "Russia Now" in arabic, 7 October 2023
- ↑ Crisp, James (7 October 2023). „Naked Israeli woman paraded by jeering Hamas fighters“. The Daily Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ Harel, Amos (7 October 2023). „'Nightmare Scenario': Hamas' Victory Is an Israeli Failure on a Massive Scale“. Haaretz (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023. ციტატა: „There have been terrible massacres in some communities and military bases.“
- ↑ 49.0 49.1 „World reaction to surprise attack by Palestinian Hamas on Israel“. Al Jazeera (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ 50.0 50.1 50.2 Michaelson, Ruth (7 October 2023). „Condemnation and calls for restraint after Hamas attack on Israel“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023. ციტატა: „International leaders condemned an unprecedented incursion by Palestinian militants into southern Israel, while governments across the Middle East called for restraint after an attack that shook the Israeli security establishment.“
- ↑ 51.0 51.1 „India sides with West, condemns 'terrorist attacks in Israel' by Palestine's Hamas group“. The Telegraph.
- ↑ 52.0 52.1 „PM Modi affirms solidarity with Israel, surprise assault chills recent thaw in region“. Indian Express. 7 October 2023.
- ↑ „Arab states call for restraint after Hamas attack— but some blame Israel“. The Forward. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ 54.0 54.1 Saudi Arabia joins global calls for de-escalation of conflict between Palestinians, Israelis. Arab News (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ 55.0 55.1 Kwen, James. (7 October 2023) Nigeria Reacts To Israel, Palestine Hostilities, Calls For De-escalation. ციტირების თარიღი: 8 October 2023
- ↑ Hamas claims to fire 5,000 rockets at Israel, declares 'Operation Al-Aqsa Flood'.
- ↑ Hamas announces 'Al-Aqsa Storm,' claims to have fired 5,000 rockets.
- ↑ A Devastating Attack by Hamas.
- ↑ Sengupta, Arjun. (2023-10-07) A Third Intifada? What we know about the latest Hamas-Israel escalation en. ციტატა: „Some observers have referred to the latest escalation as the beginning of the "Third Intifada".“ ციტირების თარიღი: 2023-10-07
- ↑ jcookson. (2023-10-07) Experts react: Israel is 'at war' after Hamas militants launch major assault en-US. ციტირების თარიღი: 2023-10-07
- ↑ Timeline of conflict between Israel and Palestinians in Gaza. Reuters (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ Gaza unrest shows economic misery under Israeli blockade. Reuters (4 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ 63.0 63.1 Estrin, Daniel (7 October 2023). „In surprise deadly attacks, Israel says Palestinian militants infiltrated from Gaza“. NPR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ 64.0 64.1 64.2 64.3 64.4 64.5 64.6 64.7 64.8 Federman, Josef; Adwan, Issam. Hamas militant group has started a war that 'Israel will win,' defense minister says. Associated Press News (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ 65.0 65.1 65.2 65.3 Bayer, Lili; Ho, Vivian; Fulton, Adam; Ho, Lili Bayer (now); Vivian; Fulton (earlier), Adam (7 October 2023). „Israel declares state of war after Hamas fires thousands of rockets and 'militants cross border' – live“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ 66.0 66.1 66.2 66.3 Palestinian fighters reported in Israel as rockets launched from Gaza (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ „Palestinian killed in clashes with Israelis in West Bank“ (ინგლისური). France 24. 6 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ Kingsley, Patrick; Kershner, Isabel (7 October 2023). „Israel-Gaza Conflict: Gaza and Israel on War Footing After Militants Launch Surprise Assaults“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023 – წარმოდგენილია NYTimes.com-ის მიერ.
- ↑ Hamas commander says attacks are in defense of Al-Aqsa, claims 5,000 missiles fired.
- ↑ חלבי, עינב (2023-10-07). „מוחמד דף על מתקפת הרקטות: ישראל חיללה את אל-אקצא, קורא לערביי ישראל להצטרף“. Ynet (ებრაული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 2023-10-07.
- ↑ 71.0 71.1 „Hamas says it has enough Israeli captives to free all Palestinian prisoners“. Al Jazeera. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ 72.00 72.01 72.02 72.03 72.04 72.05 72.06 72.07 72.08 72.09 72.10 Gritten, David. (7 October 2023) Strikes on Gaza after Palestinian militants enter Israel. ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ 73.0 73.1 73.2 Ynet (2023-10-07). „Netanyahu: 'We are at war'“. Ynetnews (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 2023-10-07.
- ↑ 74.0 74.1 74.2 74.3 74.4 Israeli army declares 'state of readiness' for war (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ 75.0 75.1 Barrages of rockets fired from Gaza as Hamas launches unprecedented operation against Israel (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ 76.0 76.1 76.2 76.3 76.4 Militants enter Israel from Gaza after woman killed in rocket barrage (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ شاهد| مقاتلون فلسطينييون يعودون إلى قطاع غزة بعد توغلهم في مناطق الحدود. YouTube. ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ Hamas militant group launches unprecedented operation against Israel with rockets and infiltration. Associated Press News (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ Militants infiltrate Israel from Gaza as Hamas claims major rocket attack. CNN (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ „At least 7 Nepali injured, 17 held captive by Hamas in Israel: Nepal's envoy“. ANI. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ „In pictures: Scenes of war and chaos after Hamas launch surprise attack on Israel“. France 24. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ 82.0 82.1 Missiles strike southern & central Israel; police declare state of war (7 October 2023).
- ↑ „Army says it is fighting Gaza militants who entered Israel by land, sea and air“. Al Arabiya. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ „Netanyahu says 'we are at war' after major Hamas attack“. The Washington Post. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ „Hamas launches surprise attack as gunmen enter Israel“. Reuters. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ Missiles strike southern & central Israel; police declare state of war en (7 October 2023). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ דבריי בפתח ישיבת הקבינט en. X (formerly Twitter). ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ „Fears of a ground invasion of Gaza grow as Israel vows 'mighty vengeance'“. Al Jazeera. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „Airports close in southern, central Israel following rocket fire“. Ynetnews (ინგლისური). 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ 90.0 90.1 „More than 200 killed in unprecedented Hamas assault on Israel, 232 killed in Gaza“. France 24. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „Security cabinet says Israel will destroy military, governmental abilities of Hamas, Islamic Jihad“. Times of Israel. 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ 92.0 92.1 „What we know about Israeli hostages taken by Hamas“. BBC. 8 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ Lubell, Maayan; Al-Mughrabi, Nidal (8 October 2023). „Israel pounds Gaza after deadly Hamas raid as conflict threatens to spiral“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ Jihane Rahhou (2023-10-08). „Israeli Strike Destroys Al-Amin Muhammad Mosque in Gaza“.
- ↑ „Footage shows scale of destruction after Israeli air strikes on Gaza“.
- ↑ Fabian, Emanuel (8 October 2023). „IDF artillery strikes targets in Lebanon as mortar shells fired toward Israel“. Times of Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „Judicial reform protests cancelled amid security situation“. The Jerusalem Post (ინგლისური). 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ Gardner, Frank (7 October 2023). „How did Israeli intelligence fail to stop major attack from Gaza?“. BBC (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ „Opposition heads call for united front amid massive ongoing Hamas attack“. Times of Israel (ინგლისური). 7 October 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ Sharon, Jeremy (7 October 2023). „Netanyahu offers Lapid, Gantz to join him in emergency unity government“. The Times of Israel (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ Keller-Lynn, Carrie. „Lapid urges emergency government, says PM can't manage war with extreme cabinet“. The Times of Israel (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ „Saudi Arabia, Qatar, Oman and Bahrain call for immediate de-escalation between Israel and Palestine“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
- ↑ Demonstrations in solidarity with Palestine in several countries, https://www.youtube.com/shorts/axcNW83ViOw. წაკითხვის თარიღი: 8 October 2023
- ↑ Bartosz, Pascal; Fröhlich, Alexander (7 October 2023). „Berliner Terror-Unterstützer feiern Angriff auf Israel: Polizei löst Aufmarsch in Neukölln auf“ [Berlin terror supporters celebrate attack on Israel]. Tagesspiegel (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ „El Gobierno deploró el ataque a Israel y reforzó la seguridad“ [The Government deplored the attack on Israel and reinforced security]. Télam (ესპანური). 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.
- ↑ Canada increases police presence at synagogues, mosques following Hamas attack on Israel (October 7, 2023). ციტირების თარიღი: 8 October 2023
- ↑ 107.0 107.1 Biden says Israel ‘has a duty to respond’ to attacks – as it happened (10 ოქტომბერი 2023).
- ↑ Israel/Palestine: Devastating Civilian Toll as Parties Flout Legal Obligations (9 ოქტომბერი 2023).
- ↑ Israel/OPT: Civilians on both sides paying the price of unprecedented escalation in hostilities between Israel and Gaza as death toll mounts (7 ოქტომბერი 2023).
- ↑ Frantzman, Seth J.. (7 October 2023) A massive unprovoked attack on Israel – analysis. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 7 October 2023
- ↑ Beaumont, Peter (7 October 2023). „Hamas's stealth attack will be remembered as Israeli intelligence failure for the ages“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023.
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ ღაზის დანაკარგები ჰამასის მთავრობის მიხედვით, ლიბანის დანაკარგები ჰეზბოლას მიხედვით, დასავლეთი სანაპიროს დანაკარგები პალესტინის სახელმწიფოს მიხედვით და იძულებით გადაადგილებულები გაეროს მიხედვით.
- ↑ მათ შორის:
- ↑ 4600 ღაზაში[6] და 90 დასავლეთ სანაპიროზე[10]
- ↑ მათ შრის:
- 156 სამხედრო, 41 პოლიციელი და 8 შინ ბეტის წევრი[13][12]
- 18 ტაილანდელი,[14] 14 ამერიკელი,[15] 10 ნეპალელი,[16] 8 ფრანგი,[17] 7 არგენტინელი,[18] 2 პარაგვაიელი,[19]
- ↑ მათ შორის: 17 ნეპალელი,[31] 11 ტაილანდელი[32] და 2 მექსიკელი[33]