კფარ-აზა (ებრ. כְּפַר עַזָּה) — კიბუცი ისრაელში, სამხრეთის რაიონის შაარ-ჰა-ნეგევის რეგიონულ საბჭოში. მდებარეობს ქალაქებს ნეთივოთსა და სდეროთს შორის, ქალაქ ღაზიდან 5 კმ-ში. 2021 წლის მონაცემებით კიბუცის მოსახლეობა შეადგენს 765 ადამიანს.

კიბუცი
კფარ-აზა
ებრ. כפר עזה
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
რაიონი სამხრეთი რაიონი
რეგიონული საბჭო შაარ-ჰა-ნეგევი
კოორდინატები 31°29′01″ ჩ. გ. 34°32′02″ ა. გ. / 31.48361° ჩ. გ. 34.53389° ა. გ. / 31.48361; 34.53389
დაარსდა აგვისტო, 1951
ფართობი 10 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 89 მეტრი
მოსახლეობა 765 კაცი (2021)
ოფიციალური საიტი kfar-aza.org.il
კფარ-აზა — ისრაელი
კფარ-აზა

კიბუცი დააარსეს ეგვიპტიდან და მაროკოს ქალაქ ტანჟერიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა 1951 წლის აგვისტოში.[1] 2023 წლის ხოცვა-ჟლეტამდე სოფელში 700-ზე მეტი რეზიდენტი ცხოვრობდა, რომლებსაც ჰქონდათ სკოლა და სინაგოგა.[2]

2023 წლის ხოცვა-ჟლეტა

რედაქტირება

2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელის 20-ზე მეტ ქალაქსა და კიბუცზე განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის ფარგლებში, ჰამასის დაახლოებით 70-მა მებრძოლმა შეაღწია კფარ-აზაში, დახოცა მოსახლეობა და სოფელი ნანგრევებად აქცია.[3][2] ჰამასის წევრებმა სოფელს ოთხი მხრიდან შეუტიეს.[4] მათ ასაკისა და სქესის განურჩევლად დახოცეს მოსახლეობა, დაწვეს მანქანები და სახლები.[3] დაიღუპა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.[5] ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიბუცი 2023 წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს.[6][3]

  1. About Kfar Aza. Kfar Aza. ციტირების თარიღი: 2014-07-13.
  2. 2.0 2.1 McNeil, Sam. (2023-10-10) Israeli village near the Gaza border lies in ruin, filled with the bodies of residents and militants en. ციტირების თარიღი: 2023-10-12
  3. 3.0 3.1 3.2 Bowen, Jeremy (2023-10-10). „Inside Kfar Aza where Hamas militants killed families in their homes“. BBC News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2023. ციტირების თარიღი: 2023-10-10.
  4. Pfeffer, Anshel (2023-10-12). 'Babies had their throats cut': how Kfar Aza kibbutz massacre unfolded“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2023. ციტირების თარიღი: 2023-10-12.
  5. Corpses and kids' bikes, burned homes and death in kibbutz where Hamas butchered 100 en-US (11 October 2023). ციტირების თარიღი: 2023-10-12
  6. Zedek, Nicole (10 October 2023). 'It smells of death here': Surveying the atrocities committed by Hamas in Kfar Aza“. i24News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2023. ციტირების თარიღი: 12 October 2023.