იოავ გოლანი
იოავ გოლანი (დ. 8 ნოემბერი, 1958) — ებრაელი პოლიტიკოსი და ყოფილი სამხედრო ოფიცერი. 2022 წლიდან ისრაელის თავდაცვის მინისტრი. გოლანი იყო ოფიცერი ისრაელის სამხრეთ მხარეში თავდაცვის ძალების საზღვაო ფლოტში. 2015 წელს დაიწყო მოღვაწეობა პოლიტიკაში და შეუერთდა კულანუს პარტიას. ქნესეტში არჩევის შემდეგ დაინიშნა მშენებლობის მინისტრად. 2018 წლის ბოლოს იგი შეუერთდა ლიკუდს, რის შემდეგაც მალევე გახდა ალიას და ინტეგრაციის მინისტრი. 2020 წელს დაინიშნა განათლების მინისტრად, მომდევნო წელს კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
იოავ გოლანი | |
---|---|
ეროვნება | ებრაელი |
დაბადების თარიღი | 8 ნოემბერი, 1958 |
დაბადების ადგილი | იაფა |
ჯარის სახეობა | Israeli Navy |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები | ლიბანის მეორე ომი, ოპერაცია ჩამოსხმული ტყვია და 2023 Hamas-led attack on Israel |
ჯილდოები | Second Lebanon War campaign ribbon |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგოლანი დაიბადა 1958 წელს, ჯაფაში, პოლონელი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. დედამისი, ფრუმა, იყო ჰოლოკოსტს გადარჩენილი, რომელიც ბავშვობაში SS Exodus-ში იმყოფებოდა.[1] სხვა ლტოლვილებთან ერთად ის ჰამბურგიდან დაადეპორტეს და 1948 წელს გამოაგზავნეს ისრაელში. დედამისი პროფესიით მედდა იყო. მამამისი, მაიკლი, ებრძოდა ნაცისტებს, როგორც პარტიზანი უკრაინისა და ბელორუსიის ტყეებში, 1948 წელს კი ემიგრაციაში წავიდა ისრაელში. მსახურობდა გივატის ბრიგადაში 1948 წელს არაბეთ-ისრაელის ომში, „სამსონის მელიების“ დანაყოფში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი. მან მონაწილეობა მიიღო ოპერაცია იოავში, სადაც ის იყო პირველი ჯარისკაცი, რომელიც შეიჭრა ერაყში, სუვეიდანის ციხესიმაგრეში. მან თავის შვილს სახელი ამ ოპერაციის გამო დაარქვა.[2] გოლანი ახალგაზრდობაში ოჯახი გადავიდა გივატაიმში, სადაც ის სწავლობდა დევიდ კალაის საშუალო სკოლაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესისა და ფინანსების მენეჯმენტში ჰაიფას უნივერსიტეტში.[3]
გოლანი ცხოვრობს მოშავ ამიკამში. ის დაქორწინებულია კლოდინზე, გადამდგარი თავდაცვის ძალების ლეიტენანტ პოლკოვნიკზე. მათ ჰყავთ ვაჟი და ორი ქალიშვილი.[4]
2011 წელს გოლანი თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა გენერალური შტაბის უფროსად გაბი აშკენაზის შემცვლელად დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანიშვნა დაამტკიცა მთავრობამ, იგი მოხსნეს თანამდებობიდან მის სახლთან არასანქცირებული მისასვლელი გზის აშენებისა და ქონების საზღვრებს მიღმა საჯარო მიწაზე ფლობის ბრალდების გამო.[5]
სამხედრო კარიერა
რედაქტირებაგოლანმა, სამხედრო კარიერა დაიწყო 1977 წელს, საზღვაო ფლოტში მსახურობით. 6 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად ალიასკაში, სადაც მუშაობდა მეტყევედ.[6] შემდეგ კვლავ დაბრუნდა და საზღვაო ფლოტში მსახურობდა სარაკეტო გემზე. მოგვიანებით გადავიდა ქვეითთა ჯარში და 1993 წელს დაინიშნა იუდეა-სამარიის დივიზიის მეთაურად.[7]
შაილეტ 13-ში სამწლიანი მუშაობის შემდეგ გადავიდა ღაზას დივიზიაში მეთაურად.[8] ასევე მეთაურობდა სარეზერვო 340-ე ჯავშანსატანკო დივიზიას (იდანის ფორმირება)[9] და 2001 წელს ისრაელის არმიის შტაბის მეთაური. 2002 წელს მიიღო, გენერალ-მაიორის წოდება და გახდა პრემიერ მინისტრის სამხედრო მდივანი.[10] 2005 წელს გახდა სამხრეთის არმიის სარდალი. მისი მმართველობის პერიოდში (რომელიც გაგრძელდა 2010 წლის 21 ოქტომბრამდე), ჰამასმა 2006 წლის 25 ივნისს დაიწყო ღაზას საზღვრისპირა დარბევა, რამაც გამოიწვია ისრაელის თავდაცვის ორი ჯარისკაცის სიკვდილი და მესამე, გილად შალიტის დატყვევება. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვამ წამოიწყო ოპერაცია Summer Rains, მაგრამ შალიტის განთავისუფლება ვერ მოხერხდა. 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის იანვარამდე ისრაელმა მისი მეთაურობით წამოიწყო ოპერაცია ღაზას სექტორში ჰამასის წინააღმდეგ. ოპერაციის მიზანი იყო დატყვევებული 1027 პალესტინელი გადაეცვალათ შალიტში, თუმცა ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. გოლანი და IDF გააკრიტიკეს ამ ოპერაციის გამო, რადგან მათ დააზიანეს ინფრასტრუქტურა და დაზარალდნენ მშვიდობიანი პალესტინელი მოქალაქეები.[11][12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Israeli monument to ‘Exodus’ inaugurated in Haifa First Israeli monument to ‘Exodus’ inaugurated in Haifa
- ↑ Yoav Galant's race to the top
- ↑ "1st Chief of Staff from Naval Commando"
- ↑ . "Yoav Galant's Race to the Top"
- ↑ "Cabinet votes Galant in as next IDF chief of staff"
- ↑ Who is Yoav Galant?
- ↑ "Yoav Galant's Race to the Top"
- ↑ "Yoav Galant's Race to the Top"
- ↑ "Barak Announced: Galant Will Be the Next Chief of Staff"
- ↑ "Yoav Galant's Race to the Top"
- ↑ Media Summary: Report of the United Nations Fact Finding Mission on the Gaza Conflict
- ↑ . "Reconsidering the Goldstone Report on Israel and war crimes"