ქვემო ნაგვაზავო

სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან ქვედა ნაგვაზაო)

ქვემო ნაგვაზავო, ქვედა ნაგვაზაო (მეგრ. თუდოლენ ნაგვაზუ) — სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზავოს თემი (სოფლები: ზემო ნაგვაზავო, ქვემო ნაგვაზავო, ლეკვანტალიე). სოფელში არის საჯარო სკოლა. აქ დაიბადა პოეტი ნოშრევან ჯიშკარიანი.

სოფელი
ქვემო ნაგვაზავო
მეგრ. თუდოლენ ნაგვაზუ

ქვემო ნაგვაზავო
გიორგი ათათიას ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი ნაგვაზავო
კოორდინატები 42°22′26″ ჩ. გ. 42°20′43″ ა. გ. / 42.37389° ჩ. გ. 42.34528° ა. გ. / 42.37389; 42.34528
ადრეული სახელები ნაგვაზავო
ცენტრის სიმაღლე 140
კლიმატის ტიპი ნოტიო სუბტროპიკული
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 734[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო ნაგვაზავო — საქართველო
ქვემო ნაგვაზავო
ქვემო ნაგვაზავო — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ქვემო ნაგვაზავო

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 140 მეტრზე, კლიმატი — ნოტიო სუბტროპიკული. მარტვილიდან 5 კილომეტრი, მანძილი თბილისამდე 279 კმ, მანძილი ზუგდიდამდე 80 კმ, უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი — 70 კმ, უახლოესი რკინიგზის სადგური — ქ. აბაშა (29 კილომეტრი), უახლოესი აეროპორტი — ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 40 კმ.

ტოპონიმები რედაქტირება

  • ლეჯღარკე — უბანი სოფლის ცენტრში.
  • ლეცერცვე — უბანი სოფლის ჩრდილოეთით.
  • ლეგვაზე — უბანი სოფლის აღმოსავლეთით.
  • კაჟონა — უბანი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
  • ჭალე — ახო (საყანური გაკაფული) სოფლის დასავლეთით.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 734 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1024 488 536
2014[1]   734 357 377

მოსახლე გვარები რედაქტირება

სოფელში დღესდღეობით ცხოვრობენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: ჯღარკავები, გვაზავები, ცერცვაძეები, სილაგავები, თოშხუები, ფუტკარაძეები, მანტუები, ძიძიგურები და სხვ.[3]

ეკონომიკა რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესიმინდეობა და მეჩაიეობა. ამჟამად სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მემარცვლეობა და მეცხოველეობა, მემცენარეობიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს. მრავალწლიანი ნარგავებიდან — თხილსა და სუბტროპიკულ ხურმას.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ი. კეკელია, ა. სურმავა, გვარებისა და გვარსახელების ეთნოისტორიული შესწავლისათვის (სამეგრელოს ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), კულტურათაშორისი კომუნიკაციები 2007 №2