ზემო ნაგვაზავო

სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტი

ზემო ნაგვაზავოსოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზავოს თემი (სოფლები: ზემო ნაგვაზავო, ქვემო ნაგვაზავო, ლეკვანტალიე). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 140 მეტრზე. მარტვილიდან 6 კმ.

სოფელი
ზემო ნაგვაზავო
ჟიმოლენ ნაგვაზუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი ნაგვაზავო
კოორდინატები 42°22′26″ ჩ. გ. 42°22′06″ ა. გ. / 42.37389° ჩ. გ. 42.36833° ა. გ. / 42.37389; 42.36833
ადრეული სახელები ნაგვაზუ
ცენტრის სიმაღლე 140
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 767[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ნაგვაზავო — საქართველო
ზემო ნაგვაზავო
ზემო ნაგვაზავო — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზემო ნაგვაზავო

ძველი სახელია ნაგვაზუ.

სოფელში მდგარა წმინდა გიორგის სახელობის ორი ეკლესია, ერთი სოფლის სასაფლაოზე, ხოლო მეორე სოფელში მცხოვრები კუდავების უბანში. არცერთი ეკლესიის კვალი დღეს არ არის, თუმცა გადმოცემით ცნობილია, რომ ერთ-ერთი სალოცავი კომუნისტებს დაუნგრევიათ XX საუკუნის 30-იან წლებში.

ზემო ნაგვაზავოში მდებარეობს სკოლა, რომელიც დაახლოებით 50 წლისაა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 767 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 837 376 461
2014[1]   767 374 393
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II