ფირცხალავები
ფირცხალავა — ქართული გვარი. ფირცხალავა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია. ფირცხალავები რაოდენობრიობის მიხედვით დღეს არსებულ გვარებს შორის 260-ე ადგილზე არიან; საქართველოში სულ 1183 ფირცხალავა ცხოვრობს, აქედან მხოლოდ თბილისში – 782.
გვარის წარმოშობა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ გვარი თავისი დაბოლოების (-ავა) მიხედვით მეგრულია, რასაც არამარტო დაბოლოება, არამედ სამეგრელოში მცხოვრები ფირცხალავების დიდი რაოდენობაც ადასტურებს, მისი ფუძე უნდა წარმომდგარიყო საკუთარი სახელისაგან, ან მეტსახელისაგან „ფიცხელა“, ან „ფიცხალა“.
ფირცხალავა და ფირცხელავა ერთ გვარად მოიაზრება, რომელთა განსხვავებული წერითი ფორმების გაჩენა და დამკვიდრება სავარაუდოდ უნდა უკავშირდებოდეს XIX საუკუნეში რუსული სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებას, რასაც თან ქართული რეალიების რუსულ ყაიდაზე გადატანა მოჰყვა; არსებული გვარების აღრიცხვა უმეტესწილად ხდებოდა განსხვავებული ორთოფონიის, ორთოეპიის ადამიანებისაგან, ან გვარების რუსულენოვანმა ჩამწერებმა არ იცოდნენ შესაბამისი (მეგრული, ქართული) ენები, რის გამოც ხშირად ერთი და იგივე გვარი, მათ შორის ქართულშიც, განსხვავებული ფორმებით მკვიდრდებოდა.
სავარაუდოდ, ფიცხელას მოგვიანებით ( => ფიცხელაური) ჩართვია ასო-ბგერა „რ“ და ასე წარმოქმნილა გვარი ფირცხელანიც.
ფუძე „ფიცხელა“-საგან ნაწარმოები გვარები არის აგრეთვე; ფირცხაია, ფირცხალაია, ფირცხაია.
მნიშვნელობა „ფი(რ)ცხელა“
რედაქტირებასამეგრელოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ფირცხალავათა შორის გავრცელებული არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მსგავსი ფუძის სიტყვა (ფიცხი, ფიცხელი) მეგრულ ენაში არ მოიპოვება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და მხოლოდ მათს მეგრულის არცოდნას ადასტურებს.
მეგრული ენის ლექსიკონი
რედაქტირებაგერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოცემულ მეგრულ-გერმანულ ლექსიკონში (2001 წ., გვ. 370/371) მოცემულია შემდეგი სიტყვაფორმები:
- 'ფიცხე', ზმნა 'ფიცხინაფა', 'ფიცხინია', 'ფიცხინუა'. გარდა ამისა, მოცემულია აგრეთვე სიტყვა 'ფირცხოლუა':
- ფიცხინაფა
|
ქეგლი
რედაქტირებაქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (1962 წ. ტ. 7-ე, გვ. 129) ასე განმარტავს აღნიშნულ სიტყვათა მნიშვნელობას:
- ფიცხ-ი (ფიცხისა)
|
- ფიცხდებ-ა (გაფიცხდა, გაფიცხებულა)
|
- ფიცხელ-ი (ფიცხელისა)
|
- ფიცხლავ (ფიცხელისა) ფიცხლივ.
|
- ფიცხობს.
|
ილია აბულაძე
რედაქტირებაილია აბულაძისეული ძველი ქართული ენის ლექსიკონი განმარტავს (გვ. 4661/1) ასე განმარტავს „ფიცხელის“ მნიშვნელობას;
- ფ ი ც ხ ე ლ ი (ფიცხლისა) «თავჴედი», ძლიერი, მკაცრი, სასტიკი, დიდი:
- „ფ ი ც ხ ე ლ კაც ხარ შენ.“ მთ. 25,24;
- „ფ ი ც ხ ე ლ არს სიტყუაჲ ეგე.“ ი. 6,60;
- „ფ ი ც ხ ე ლ არს შენდა დეზისა წიხნაჲ.“ საქ. მოც. 26,14;
- „მეფენი ძლიერნი და ფ ი ც ხ ე ლ ნ ი... უფლებდეს.“ O, I ეზრა 2,27;
- „სიტყჳთა ვერ განისწავლოს მონაჲ ფ ი ც ხ ე ლ ი.“ იგ. სოლ. 29,19;
- „ფუფუნეულნი ჩემნი ვიდოდეს გზათა ფ ი ც ხ ე ლ თ ა.“ O, ბარ. 4,26;
- „ნუ იტყჳთ ფ ი ც ხ ე ლ ს ა.“ I, ეს. 8,12;
- „რაჲთა განერეს ფ ი ც ხ ლ ი ს ა მის და უშჯულოჲსა მძლავრისაგან.“ რიფს. 171,40;
- „ფ ი ც ხ ე ლ არს ნათესავი.“ pb., — „თ ა ვ ჴ ე დ არს ნათესავი.“ G, რიცხ. 13,29;
- „მოჰჴდის... ერთმანერთისა მიმართ ფ ი ც ხ ე ლ ი შფოთი.“ ი.-ე. 35,34;
- „ნურას ფ ი ც ხ ე ლ ს ა სიტყუასა ეტყჳ მას.“ შუშ. IV 10;
- „ფ ი ც ხ ე ლ არს კლდე, ხოლო რკინამან განკუეთის იგი.“ მ. სწ. 309,2;
- „შეიცვალა სამოსელი ლბილი და შეიმოსა ძაძაჲ ფ ი ც ხ ე ლ ი.“ Sin — 11,111v;
- „ცხენი უმწყი გამოჴდის ფ ი ც ხ ლ ა დ.“ M, 11 ნშტ. 10,13;
- „უკუეთუ ფ ი ც ხ ლ ა დ რაჲმე მოგიგოს.“ O, I მფ. 20,7;
- „იწყო ფ ი ც ხ ლ ა დ ტირილად.“ მ. ცხ. 90r. იხ. გულფიცხელი, სიფიცხლე, უფიცხლჱსი, უფიცხჱსი, ქედფიცხელი, გულფიცხ(ე)ლობა, ქედფიცხ(ე)ლობა.
ალექსანდრე ნეიმანი
რედაქტირებაალექსანდრე ნეიმანის „ქართულ სინონიმთა ლექსიკონში“ (1978 წ.) მოცემული არის ფიცხი/ფიცხელის სინონიმური სიტყვები:
- ფიცხელი, ფიცხი
- ფიცხი - მტვრევადი
- ფიცხი, ფიცხელი, გულფიცხი, ცხარი, გულსწრაფი, სწრაფი, მგზნებარე, ფხუკიანი, ფხიკიანი, ხუსტურიანი. მაგ. მეტისმეტად გ უ ლ ფ ი ც ხ ი კაცი ხარ შენ, შე დალოცვილო... შურდულივით გამოექანე, სიტყვაც არ მაცალე, მეთქვა. დ. კლდიაშვილი
- ფიცხი - ცხარე.
- ფიცხი - ცხელი.
- ფიცხი - ქედფიცხელი.
- ფიცხლავ - სწრაფად.
გვარის წარმოშობა, გავრცელება, ტოპოი
რედაქტირებათავიდანვე ფირცხალავების მთავარ სალოცავად ინჩხურის წმ. გიორგის ეკლესია იყო. სოფელი ინჩხური არის ასევე ადგილი, საიდანაც წამოვიდა ფირცხალავების გვარი.
გარდა ამისა, ფირცხალავები და ფირცხელავები მეგრული გვარები კია, თუმცა ამ გვარის მქონე ოჯახები მთელი საქართველოს მასშტაბით გვხვდება. ფირცხალავები ცხოვრობენ თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, მარტვილში, სენაკსა და ფოთში.
საერთოდ, ფუძე "ფირცხალა"-სგან ნაწარმოები სხვა გვარებიც გვხვდება; ფირცხალაშვილი გვხვდება იმერეთში, ფირცხალაძე – აჭარაში. 25 ფირცხალია: საჩხერეში – 16, თბილისში – 7, მარტვილში – 2.
"ფირცხალ" ან "ფირცხელა"-სგან ნაწარმოები არაერთი ტოპონიმიც არსებობს საქართველოში; ლეფიცხალე უბანია გარახაში, ლექარნეში, ნოღაში, კურზუში. საფირცხელა ასევე დასახლებული უბანია ზუმში. აქ მკვიდრი ფირცხელავების წინაპარი ქორდაია გამოქცევია ხონელ თავად აბაშიძეს და მინდობია დადიანს, რომელსაც აქ დაუსახლებია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აბულაძე, ილია: ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. (მასალები) თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“. 1973 წელი.
- ნეიმანი, ალექსანდრე: ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. მესამე გამოცემა. თბილისი, გამომცემლობა „განათლება“, 1978 წელი.
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, პროფ. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით. ტომი VII, ფ,ქ,ღ,ყ,შ (ტომის ავტორები — პროფ. ქ. ლომთათიძე, დოც. სტ. მენთეშაშვილი, უფროსი მეცნ. თანამშრომელი პ. გაჩეჩილაძე) თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962 წელი.
- Kadshaia, Otar; Fähnrich, Heinz: Mingrelisch-Deutsches Wörterbuch. Herausgegeben von Eva-Maria Auch, Raoul Motika, Jörg Stadelbauer. Kaukasienstudien - Caucasian suties. Band 3, Wiesbaden: Reichert Verlag, 2001.