ზუმი

სოფელი საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

ზუმისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, სენაკი-წალენჯიხის გზატკეცილის 52-ე კმ-ის გადასახვევზე სოფ. ხაბუმედან ხუთ კმ-ში; ზღვის დონიდან 342 მ სიმაღლის გავაკებულ ზეგანზე. მუნიციპალიტეტის ცენტრი — დაბა ჩხოროწყუდან დაშორებულია 9 კმ-ით.

სოფელი
ზუმი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თემი ზუმი
კოორდინატები 42°36′23″ ჩ. გ. 42°09′36″ ა. გ. / 42.60639° ჩ. გ. 42.16000° ა. გ. / 42.60639; 42.16000
ცენტრის სიმაღლე 342
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 995[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზუმი — საქართველო
ზუმი
ზუმი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზუმი

ზუმი შედარებით ახალგაზრდა სოფელია, სადაც ძირითადად იმერეთიდან და ქვემო სამეგრელოდან განკულაკებას გამოქცეულ მემამულეთა გვარის მემკვიდრეები სახლობენ. აქ წარმოდგენილი ძირითადი გვარებია ფირცხალავები (ფირცხელავები), ლემონჯავები, სიჭინავები, შოგირაძეები, ბერაძეები, დადიანები (სია დასასრულებელია).

მოსაზღვრე სოფლებია: ხაბუმე, მუხური, ნაკიფუ, ულურია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 995 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1548 747 801
2014[1]   995 480 515
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზუმი&oldid=4643887“-დან