ხაბუმე
ხაბუმე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მოიდანახე, ხაბუმე, ჯუმითი).
სოფელი | |
---|---|
ხაბუმე | |
ხობისწყალი ხაბუმეს მიდამოებში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
თემი | ხაბუმე |
კოორდინატები | 42°34′15″ ჩ. გ. 42°08′46″ ა. გ. / 42.57083° ჩ. გ. 42.14611° ა. გ. |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1413[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ითვლებოდა დადიანების ერთ-ერთი შტოს მამულად — ე. წ. „სამანჩო“.
არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია: 1. ხაბო რუმე — ბნელი, ჩაქცეული, უფსკრულიანი ადგილი (მეგრულად); 2. ხაბა — ქვა (მეგრულად), ქვიანი ადგილი; 3. სოფლის ცენტრში გაუვალი ტყე ყოფილა, მის ცენტრში ღრმად ჩაქცეული ინწროხით, ყაჩაღების და მხეცების საბუდარი, ამიტომ მისთვის „ხაბორუმე“ შეურქმევიათ; 4. ხაბუმე ბალახი ყოფილა, რომლითაც მოფენილი იყო თურმე ეს ადგილი. ამიტომ შეერქვა ამ ადგილს ეს სახელი — „ხაბუმე“.
სოფელი შედგება რამდენიმე უბნისგან — ჯუმითი, პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ, საკუთრივ ხაბუმე. სოფელი განლაგებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროს მიდამოებში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1413 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1834 | 862 | 972 |
2014[1] | 1413 | 691 | 722 |
გალერეა
რედაქტირება-
მდინარე ხობისწყალი
-
სოფელ ხაბუმეს სკოლა
-
სოფელ ხაბუმეს ცენტრი 80-იან წლებში. ვერა ჭკადუას საოჯახო ალბომიდან
-
მდინარე ხობისწყალი („ტკილები“), მეორე (ხაბუმეს) ჯუმითი. გიორგი ნაჭყებიას ფოტო
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სოფელი ხაბუმე ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელში დაარქივებული 2021-02-26 საიტზე Wayback Machine.
- სოფელ ხაბუმეს ციფრული არქივი დაარქივებული 2021-03-03 საიტზე Wayback Machine.
- ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკა (ელექტრონული ვერსია) დაარქივებული 2021-02-25 საიტზე Wayback Machine.
- ვიდეოინფორმაცია სოფელ ხაბუმეს შესახებ YouTube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II