უხუცესები (ორგანიზაცია)
უხუცესები (ინგლ. The Elders) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი პოლიტიკოსებით, მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დამცველებით, რომლებიც 2007 წელს ნელსონ მანდელამ შემოიკრიბა. ნელსონ მანდელას თქმით, „უხუცესების“ შექმნის მიზეზი „დაახლოებით 1 000 წლიანი კოლექტიური გამოცდილების“ გამოყენების აუცილებლობა იყო ისეთი ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა გლობალური დათბობა, შიდსი და სიღარიბე.[1]
უხუცესები | |
---|---|
შეიქმნა | 2007 წლის 18 ივლისი |
ტიპი | ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია |
მდებარეობა | ლონდონი |
წევრები | 12 |
მნიშვნელოვანი პირები |
|
დამფუძნებელი (-ები) | ნელსონ მანდელა, რიჩარდ ბრენსონი, დეზმონდ ტუტუ და პიტერ გებრიელი |
theelders.org |
ისტორია
რედაქტირება„უხუცესები“ 12 წევრისგან შედგება, თავმჯდომარე არის მერი რობინსონი. 2018 წლამდე თავმჯდომარის პოსტს იკავებდა კოფი ანანი.[2] 2013 წლამდე კი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დეზმონდ ტუტუს ეკავა.[3]
ჯგუფი შექმნეს რიჩარდ ბრანსონმა[4], მუსიკოსმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა პიტერ გებრიელმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ნელსონ მანდელასთან ერეთად. მანდელამ ორგანიზაციის შექმნა საკუთარ დაბადების დღეზე, 2007 წლის 18 ივლისს იოჰანესბურგში.[5]
ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კოფი ანანი, გრასა მაშელი, ნელსონ მანდელა, მერი რობინსონი, დესმონდ ტუტუ, მუჰამედ იუნუსი და ლი ჟაქსინგი. არ ესწრებოდნენ ელა ბჰატი, გრუ ჰარლემ ბრუნტლანი, ლახდარ ბრაჰიმი, ფერნანდუ კარდოზუ.[6] 2009 წელს „უხუცესებს“ შეუერთდა მარტი აჰტისაარი, 2013-ის ივლისში — ჰინდა ჯილანი და ერნესტო სედილიო[7], ხოლო 2016 წლის ივნისში — რიკარდო ლაგოსი.[8]
წევრები
რედაქტირებაუხუცესები
რედაქტირება- გრუ ჰარლემ ბრუნტლანი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი გენერალური დირექტორი.
- ელენ კლარკი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
- რიკარდო ლაგოსი, ჩილეს 33-ე პრეზიდენტი (2000-2006 წწ.).
- გრასა მაშელი (თავმჯდომარის მოადგილე), მოზამბიკის ყოფილი განათლების მინისტრი, საზოგადოებრივი განვითარების ფონდის პრეზიდენტი.
- მერი რობინსონი (თავმჯდომარე), ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი.
- ერნესტო სედილიო, მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი.
- ჰინა ჯილანი, ადამიანის უფლებათა დამცველი პაკისტანიდან.
- პან გი მუნი (თავმჯდომარის მოადგილე), გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი.
- ელენ ჯონსონ-სირლიფი, ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.
- ხუან მანუელ სანტოსი, კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.
- ზეიდ რაად ალ ჰუსეინი, გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი.
- ცაჰიაგინ ელბეგდორჟი, მონღოლეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
ემერიტუსი უხუცესები
რედაქტირება- ჯიმი კარტერი, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
- ფერნანდუ კარდოზუ, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი.
- ლახდარ ბრაჰიმი, ალჟირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერთიანებული ერების ელჩი.
გარდაცვლილი უხუცესები
რედაქტირება- ნელსონ მანდელა, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში და სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, „უხუცესების“ დამაარსებელი.
- კოფი ანანი (უხუცესების თავმჯდომარე 2013–2018 წწ.), გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
- მარტი აჰტისაარი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
- ელა ბჰატი, ინდოეთის თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაციის დამაარსებელი.
- დეზმონდ ტუტუ (უხუცესების თავმჯდომარე 2007–2013 წწ.), სამხრეთ აფრიკის ანგლიკანური ეკლესიის ყოფილი ეპისკოპოსი და სიმართლე და შერიგების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში
ყოფილი უხუცესები
რედაქტირება- მუჰამედ იუნუსი, გრამინ ბანკის დამაარსებელი, მიკროკრედიტის პიონერი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, უხუცესები დატოვა 2009 წელს.[9]
- აუნ სან სუ ჩი, მიანმარის ოპოზიციის ლიდერი.
- ლი ჭაოსინგი, ჩინეთის ხალხის ყოფილი მინისტრი.
დონორები და გუნდი
რედაქტირება„უხუცესებს“ კოორდინაციას უწევს ლონდონში არსებული პატარა გუნდი.[10] გუნდს ხელმძღვანელობს დავით ნუსბაუმი, რომელიც აღმასრულებელ დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.[11]
„უხუცესებს“ დამოუკიდებლად აფინანსებს დონორთა ჯგუფი, რომელიც „უხუცესების“ საკონსულტაციო საბჭოს შემადგენელი წევრებისგან შედგება. „უხუცესები“ ყოველწლიურად აქვეყნებენ ორგანიზაციის შემოსავლისა და ხარჯების ანგარიშს.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] დაარქივებული 21 August 2007 საიტზე Wayback Machine.
- ↑ The story of The Elders. TheElders.org. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2023.
- ↑ Kofi Annan appointed Chair of The Elders. TheElders.org (10 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 17 May 2013.
- ↑ Branson planned Mandela mission to prevent Iraq war დაარქივებული 2015-02-23 საიტზე Wayback Machine. , The Scotsman, 18 December 2004
- ↑ The Elders press launch in Johannesburg, South Africa. YouTube (18 July 2007). ციტირების თარიღი: 26 April 2011.
- ↑ www.nytimes.com
- ↑ theelders.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-24. ციტირების თარიღი: 2017-06-11.
- ↑ theelders.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-18. ციტირების თარიღი: 2017-06-11.
- ↑ Muhammad Yunus steps down. TheElders.org (21 September 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 26 April 2013.
- ↑ The Elders' Team. TheElders.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 25 April 2013.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-25. ციტირების თარიღი: 2017-06-12.
- ↑ http://theelders.org/sites/default/files/the-elders-annual-report-2015-final.pdf