უნგრეთი

(გადამისამართდა გვერდიდან უნგრეთის რესპუბლიკა)

უნგრეთი (უნგრ. Magyarország) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში.[7] მას ჩრდილოეთით სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უკრაინა და რუმინეთი, სამხრეთით - სერბეთი და ხორვატია, სამხრეთ-დასავლეთით - სლოვენია, ხოლო დასავლეთით ავსტრია ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქია ბუდაპეშტი. უნგრეთი არის ევროკავშირის, ნატოს, ეთგოს, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. ქვეყნის ოფიციალური ენა უნგრულია, აგრეთვე ცნობილი როგორც Magyar. იგი არის ფინურ-უნგრული ენათა ოჯახის ნაწილი და წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენას.[8]

Magyarország
უნგრეთი
უნგრეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: 
Himnusz
უნგრეთის მდებარეობა ევროპაში
უნგრეთის მდებარეობა
უნგრეთის მდებარეობა ევროპაში
უნგრეთის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბუდაპეშტი
47°26′ ჩ. გ. 19°15′ ა. გ. / 47.433° ჩ. გ. 19.250° ა. გ. / 47.433; 19.250
ოფიციალური ენა უნგრული
ეთნიკური ჯგუფები (2016[1])
ეთნოქორონიმი უნგრელი
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი
 -  პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
 -  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კევერი
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ასამბლეა
დაარსება
 -  დაარსდა 895 
 -  ქრისტიანული სამეფო 1000 
 -  ავსტრია-უნგრეთისგან გამოყოფა 1918 
 -  ამჟამინდელი რესპუბლიკა 1 იანვარი, 2012 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ 93 030 კმ2 (109-ე)
 -  წყალი (%) 0.74 %
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 9 879 000[2] (84-ე)
 -  2011 აღწერა 9 937 628[3]
 -  სიმჭიდროვე 107.2 კაცი/კმ2 (94-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $202.356 მილიარდი[4]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $20 455 [4]
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $137.228 მილიარდი[4]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $13 872[4]
ჯინი (2008)26.9[5]
დაბალი
აგი (2013) 0.831[6]
ძალიან მაღალი · 37-ე
ვალუტა ფორინტი (HUF)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
თარიღის ფორმატი წწწწ.თთ.დდ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +36
მფარველი წმინდანი წმინდა იშტვანი
ISO 3166 კოდი HU
ინტერნეტ-დომენი .hu [ა]
ა. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

მონარქიის დამხობის შემდეგ 1918 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა. 1949 წლიდან უნგრეთი სოციალისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკაა. 1956 წელს სსრ კავშირმა შეიყვანა ჯარი სახალხო მღელვარების ჩასაქრობად. 1989-1990 წლებში სახელმწიფო კურსის მშვიდობიანი შეცვლა მოხდა. უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც განხორციელდა ეკონომიკის შეზღუდული დეცენტრალიზაცია. 1999 წელს ნატოში შევიდა, 2004 წელს კი - ევროკავშირის წევრი გახდა. თანამედროვე უნგრეთისთვის სერიოზულად დგას ეკოლოგიის და ბოშათა უმცირესობის საკითხი, აგრეთვე მოსაზღვრე ქვეყნებში (რუმინეთი, სლოვაკეთი) მცხოვრები ეთნიკური უნგრელების პრობლემა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავსტრია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია.

გეოგრაფიული რაიონები - ალპების მთიანეთი, დიდი ალფელდის დაბლობი. უმაღლესი მწვერვალი - კეკეში (1014 მ).

სახელმწიფო

რედაქტირება
  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - სახელმწიფო კრება (386 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 19 ოლქი, 20 საქალაქო ტერიტორია და 1 დედაქალაქი, დედაქალაქს განსაკუთრებული სტატუსი აქვს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
უნგრეთი რუბიკის კუბის სამშობლოა

უნგრეთი დაყოფილია 7 რეგიონად, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია მედიებად (ოლქი). მედიების რაოდენობა ცხრამეტს შეადგენს. თითოეულ მედიას აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის დასახელება როგორც წესი არ ემთხვევა მედიის დასახელებას.

დემოგრაფია

რედაქტირება

ეკონომიკა

რედაქტირება
  • რესურსები - ბოქსიტები, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
  • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 46 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5280 $.
  • ექსპორტი - სოფლის მეურნეობის და მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
  • ვალუტა - ფორინტი (HUF).

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
უნგრეთის პარლამენტის შენობა
  • ბუდაპეშტი - დუნაის სანაპირო და ციხის კვარტალი, პარლამენტის შენობა (XIX ს.), ეროვნული მუზეუმი;
  • ეკლესიები იაკში (XIII ს.) და ნიირბატორში (XV ს.).
  • ესტერჰაზის სასახლე ფერშედში (XVIII ს.).
  • ტაძრები ტატში (XVIII ს.) და პეჩში (XI ს.).
  • ტრადიციული სოფელი ჰოლოკო.
  • სენტენდრე.
  • ბალატონის ტბა.
  1. name="Census2016"
  2. [1][მკვდარი ბმული]
  3. Hungarian Central Statistical Office Census Data 2011. Retrieved 28 March 2013.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Hungary. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 16 March 2014.
  5. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  6. Human Development Report 2012. United Nations (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 14 March 2013.
  7. Geography: Hungary. cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 31 August 2011.
  8. Globally speaking: motives for adopting English vocabulary in other languages – Google Books. Google Books. ციტირების თარიღი: 20 September 2010. 
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: