შენგენის ხელშეკრულება

(გადამისამართდა გვერდიდან შენგენის შეთანხმება)

შენგენის ხელშეკრულება — შეთანხმება „საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“, რომელსაც თავდაპირველად ხელი მოეწერა 1985 წლის 14 ივნისს ევროპის სახელმწიფოების მიერ (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი). შეთანხმება ძალაში შევიდა 1995 წლის 26 მარტს.

Null

ძ ა ლ ა შ ი ა
  აქტიური წევრები
  რიგში მდგომი წევრები

შეთანხმებას ხელი მოეწერა შენგენში, ლუქსემბურგის მცირე სოფელში, ადგილი, სადაც ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვრები იკვეთება.

მას შემდეგ შეთანხმებას შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა. 2007 წლის ბოლოსთვის ხელმომწერთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, და ფაქტობრივად მოქმედებს 25 ქვეყანაში: ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, საბერძნეთი, დანია, გერმანია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, შვეიცარია და ესტონეთი. ყველა ეს ქვეყანა ერთად შენგენის ზონას ქმნის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება