რუბიკის კუბი
რუბიკის კუბი (თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც „მაგიური კუბი“ უნგრ. Bűvös kocka) — მექანიკური თავსატეხი, გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა 1974 წელს, დააპატენტა ერთი წლის შემდეგ.
თავსატეხი პლასტმასის კუბია, რომელიც გარედან უხილავ ღერძებზე მბრუნავი 26 მომცრო კუბისგან შედგება. კუბის ყოველ მხარეს ცხრა კვადრატიდან თითო შეღებილია ექვსი ფერიდან ერთ რომელიმე ფრად და განთავსებულია წყვილად ერთი მეორის საპირისპიროდ: თეთრი-ყვითელი, ლურჯი-მწვანე, წითელი-ნარინჯისფერი. კუბის მხარეების ბრუნებით შეიძლება ფერადი კვადრატების სხვადასხვაგვარად გადაჯგუფება. მოთამაშის ამოცანა შემდეგია: ყოველი ზღვარი ისე უნდა დალაგდეს, რომ ერთი და იგივე ფერის კვადრატებისგან შედგებოდეს.
2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, სულ 350 მილიონი რუბიკის კუბი იყო გაყიდული[1][2]. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი თავსატეხი იყო[3][4].
2018 წლის მონაცემებით მსოფლიო რეკორდი მის აწყობაში ჩინელმა იუიშენ დუმ (ჩინ.: 杜宇生) დაამყარა (3,47 წამი).[5]
რესურსები ინტერენეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რუბიკის კუბი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უილიამ ლი ადამსი (2009-01-28). „The Rubik's Cube: A Puzzling Success“. „ტაიმი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-26.
- ↑ ალასტერ ჯემისონი (2009-01-31). „Rubik's Cube inventor is back with Rubik's 360“. „The Daily Telegraph“. ლონდონი.
- ↑ „eGames, Mindscape Put International Twist On Rubik's Cube PC Game“. Reuters. 2008-02-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-19.
- ↑ რეი მარშალი. Squaring up to the Rubchallenge. icNewcastle.
- ↑ მსოფლიო რეკორდების ცხრილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-04. ციტირების თარიღი: 2018-11-29.