უნგრეთის დემოგრაფია
უნგრეთის დემოგრაფია — უნგრეთის მოსახლეობის ისეთი დემოგრაფიული მაჩვენებლები როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობები, განათლების დონე, ჯანდაცვა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური კუთვნილება და სხვა ასპექტები.
მოსახლეობარედაქტირება
უნგრეთის შექმნს დროს (895 წ.) მისი მოსახლეობა შეადგენდა შუა დუნაის დაბლობზე შეჭრილ უგრელების ტომებს და იქ დამხვდურ სლავურ მოსახლეობას. ზოგი წყაროს მიხედვით ეს იყო 200 000 სლავი და 400 000 უნგრელი,[1] ხოლო სხვა წყაროებში 805 წლისთვის უნგრეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა მერყეობს 120 000 - 600 000-ის ფარგლებში,[2]
დემოგრაფების მიხედვით მოჰაჩის ბრძოლამდე მოსახლეობის 80 პროცენტს შეადგენდნენ უნგრელები, ხოლო რაკოცის მიერ დამოუკიდებლობისთვის ნაწარმოები ომის შემდეგ უნგრელები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდნენ. I მსოფლიო ომის შემდგომმა ტერიტორიულმა ცვლილებებმა უნგრეთის მოსახლეობა გახადა ერთგვაროვანი. დღეისთვის მოსახლეობის ცხრა მეათედზე მეტი არის ეთნიკური უნგრელი და საუბრობს უნგრულად.
ეთნიკური შემადგენლობარედაქტირება
2001 წლის გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთში ცხოვრობს დაახლოებით 16 ეთნიკური ჯგუფი. რომელთა პროცენტული მაჩვენებლებიც შემდეგია:[3]
- უნგრელები: 9,416,045 or 93.2%
- ბოშები: 190,046 or 1.9%
- გერმანელები: 62,233 or 0.6%
- სლოვაკები: 17,693 or 0.17%
- ხორვატები: 15,620 or 0.15%
- რუმინელები: 7,995 or 0.08%
- სხვა უნგრული ეთნოსები: 20 473 (0,2%)
- სხვა არა უნგრული ეთნოსები: 16 081 (0,16%)
- უცნობი (არ უპასუხეს): 570 537 (5,6%)
უდიდესი ქალაქებირედაქტირება
სახელი | მოსახლეობა (1949) | მოსახლეობა (1990) | მოსახლეობა (2011) | აგლომერაცია | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
ბუდაპეშტი | 1,590,316 | 2,016,681 | 1,733,685 | 2,503,105 (2009) | დედაქალაქი |
დებრეცენი | 115,399 | 212,235 | 208,016 | 237,888 (2005) | რეგიონის ცენტრი |
სეგედი | 104,867 | 169,930 | 170,285 | 201,307 (2005) | რეგიონის ცენტრი |
მიშკოლცი | 109,841 | 196,442 | 168,275 | 216,470 (2005) | რეგიონის ცენტრი |
პეჩი | 89,470 | 170,039 | 157,721 | 179,215 (2005) | რეგიონის ცენტრი |
დიორი | 69,583 | 129,331 | 131,267 | 182,776 (2005) | რეგიონის ცენტრი |
ნირედხაზა | 56,334 | 114,152 | 117,852 | - | საგრაფოს ცენტრი |
კეჩკემეტი | 61,730 | 102,516 | 113,275 | - | საგრაფოს ცენტრი |
სეკეშფეხერვარი | 42,260 | 108,958 | 101,943 | - | რეგიონის ცენტრი |
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ A Country Study: Hungary. Federal Research Division, კონგრესის ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 2009-03-06.
- ↑ Eurasian studies yearbook, Volume 78 p. 26 [1]
- ↑ Population by nationalities, 2001 census (English)