რაკოცის ომი დამოუკიდებლობისთვის
რაკოცის ომი დამოუკიდებლობისთვის (1703–1711) — უნგრეთის სამეფოს მიერ, ჰაბსბურგების მონარქიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი სერიოზული მცდელობა. ბრძოლას აწარმოებდნენ უნგრელი წარჩინებულები, რომელთაც სათავეში ედგა ფერენც II რაკოცი (უნგრ. II. Rákóczi Ferenc).
აჯანყება სატუ-მარის ხელშეკრულებით დასრულდა, რომელშიც უნგერლების მოთხოვნები მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. უნგრეთმა ვერ მიაღწია დამოუკიდებლობას, თუმცა მიიღო გარკვეული შეღავათები და შერბილდა იმპერიული მმართველობა.