პეჩი

(გადამისამართდა გვერდიდან პეჩი (უნგრეთი))

პეჩი (უნგრ. Pécs) — მეხუთე უდიდესი ქალაქი უნგრეთში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, მეჩეკის მთების კალთებზე, ხორვატიის საზღვართან. წარმოადგენს ბარანიის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 157 680 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
პეჩი
Pécs

საათის ისრის მიხედვით ზემოთ მარცხნიდან:სატელევიზიო კოშკი; საკათედრო ტაძარი; ეროვნული თეატრი; ნიკეს სტატუა; ფაშა ქაზიმის მეჩეთი; საკათდრო ტაძარი.
დროშა გერბი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
შიდა დაყოფა Kertváros, Megyer, Málom, Postavölgy, Árpádváros, Nagyárpád, Tüskésrét, Basamalom, Siklósi városrész, Északmegyer, Füzes, Kovácstelep, Uránváros, Bolgárkert, Fogadó, Zsebedomb, Patacs, Rácváros, Szentmiklós, Szigeti külváros, Ispitaalja, Balokány, Gyárváros, Budai városrész და Belváros
კოორდინატები 46°04′16″ ჩ. გ. 18°13′59″ ა. გ. / 46.07111° ჩ. გ. 18.23306° ა. გ. / 46.07111; 18.23306
მაიორი Attila Péterffy[1]
პირველი ხსენება 871
ფართობი 162.61 კმ²
ცენტრის სიმაღლე 153 მეტრი
ოფიციალური ენა უნგრული ენა
მოსახლეობა 157 680 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 963.43 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 72[2]
საფოსტო ინდექსი 7600
ოფიციალური საიტი varoslako.pecs.hu
პეჩი — უნგრეთი
პეჩი
პეჩის ადრექრისტიანული აკროპოლისი

ქალაქს ძველად სოპიანაე ერქვა და ის ახ. წ. II საუკუნეში რომაელებმა დააარსეს ტერიტორიაზე, სადაც კელტური და პანონის ტომები ცხოვრობდნენ. IV საუკუნეში, ის რომის ვალერიის პროვინციის დედაქალაქი და მნიშვნელოვანი ადრექრისტიანული ცენტრი გახდა. ამ პერიოდს მიეკუთვნება აკროპოლისი, რომელიც 2000 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ქალაქის საეპისკოპოსო 1009 წელს მეფე იშტვან I-მა დააარსა, 1367 წელს კი მეფე ლუი I-ამა უნგრეთის პირველი უნივერსიტეტი დააარსა, რომელიც ახლაც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტია 34 000 სტუდენტით. დიდმა უნგრელმა ჰუმანისტმა პოეტმა და ეპისკოპოსმა იანუს პანონიუსმა პეჩი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთ ცენტრად აქცია. ქალაქს ასევე გააჩნია ოსმალთა 150 წლიანი ოკუპაციის დროინდელი მდიდეარი მემკვიდრეობა, მათ შორისაა ფაშა ქაზიმის მეჩეთი.

ორი ათასი წლის მანძილზე, პეჩი ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქალაქი, რომელიც ერთად ადნობდა სხვადასხვა, განსხვავებულ კულტურულ ფასეულობებს. აქ დღემდე ერთმანეთის გვერდიგვერდ, მშვიდობიანად ცხოვრობენ უნგრელები, ხორვატიელები და შვაბიელები. 1998 წელს, პეჩმა იუნესკოსგან მიიღო პრიზი „მშვიდობს ქალაქი“, უპირველეს ყოვლისა, კულტურული უმცირესობების მხარდაჭერისათვის, ასევე იმ ტოლერანტობის გამო, როდესაც მან ბალკანურ ომებში არაერთ ადამიანს მისცა თავშესაფარი.

2010 წელს, ესენთან და სტამბოლთან ერთად, პეჩი ევროპის კულტურულ დედაქალაქად აირჩიეს. პეჩის სლოგანია „უსზღვრო ქალაქი“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 853
ინგლ.რუს.ფრ.
  1. Pécs települési választás eredményeiNational Election Office, 2019.
  2. http://www.ksh.hu/apps/hntr.telepules?p_lang=HU&p_id=19415
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პეჩი&oldid=4296922“-დან