სტერლითამაქის რაიონი
სტერლითამაქის რაიონი (ბაშკ. Стәрлетамаҡ районы) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (რაიონი) და მუნიციპალური წარმონაქმნი (მუნიციპალური რაიონი) სახელწოდებით მუნიციპალური რაიონი სტერლითამაქის რაიონი (ბაშკ. Стәрлетамаҡ районы муниципаль районы), რომელიც შედის რუსეთის ფედერაციის ბაშკირეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
სტერლითამაქის რაიონი ბაშკ. Стәрлетамаҡ районы | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | სტერლიტამაკი | ||||
კოორდინატები | 53°37′59″ ჩ. გ. 55°57′00″ ა. გ. / 53.633306° ჩ. გ. 55.950000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 2221,60[1] კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 42 281 კაცი (2017) | ||||
სიმჭიდროვე | 19,08 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები, უკრაინელები, მორდველები | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | 3473 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4531ХХ | ||||
ოფიციალური საიტი | str-raion.ru | ||||
| |||||
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სტერლითამაქი (არ შედის რაიონის შემადგენლობაში).
გეოგრაფიული მდგომარეობა
რედაქტირებამუნიციპალური წარმონაქმნის ფართობი შეადგენს 2221,6 კმ²-ს.
სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენენ ნავთობის, სუფრის მარილის, კირქვის, ცემენტის თიხის, თაბაშირის, აგურის თიხის, კერამზიტული თიხის, აგურის ნედლეულის, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის, აგრონომიული ნედლეულის საბადოები. კლიმატი ზომიერად კონტინენტალური, თბილი და მშრალია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ბელაია შენაერთებით აშკადარი, სტერლია, კუგანაკომი. მდინარეების ჭალებში ხარობს ალვის ხიანი და მურყანიანი ტყეები მუხის, ცაცხვის და თელის შენარევებით, რომლებსაც უკავიათ რაიონის ტერიტორიის 5,1 %. გავრცელებულია ტუტე და ტიპური შავმიწა, მუქი სერი სუსტად პოდზოლირებული ნიადაგი.
ისტორია
რედაქტირებარაიონი შეიქმნა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად გაუქმდა ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფა და შეიქმნა 48 რაიონი.
მოსახლეობა
რედაქტირებაეროვნული შემადგენლობა
რედაქტირება2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის თანახმად რაიონის მაცხოვრებლების ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: რუსები — 35,6 %, თათრები — 23,2 %, ბაშკირები — 21,6 %, ჩუვაშები — 12,3 %, უკრაინელები — 2,6 %, მორდველები — 2 %, სხვა ეროვნების წარმომადგენლები — 2,7 %[2].
მუნიციპალურ-ტერიტორიული მოწყობა
რედაქტირებასტერლითამაქის რაიონში 111 დასახლებული პუნქტია 20 სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში[3][4][5]
ეკონომიკა
რედაქტირებარაიონის ეკონომიკა მრავალდარგობრივია, წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავიათ 189 818 ჰა, მათ შორის 129 312 ჰა — სახნავ-სათესია. სპეციალიზაცია კულტურული მცენარეების მიხედვით: მარცვლეული კულტურები, მზესუმზირის, კარტოფილის და ბოსტნეული კულტურების მოყვანა. მეცხოველეობა წარმოდგენილია სარძევე-სახორცე მესაქონლეობით, მეღორეობით, მეფრინველეობით.
2015 წლის 1 იანვრისთვის დარეგისტრირებულია: სასოფლო-სამეურნეო საწარმოო კოოპერატივები — 2, სახელმწიფო უნიტარული საწარმოები — 2, შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებები — 10, მუნიციპალური უნიტარული სასოფლო-სამეურნეო საწარმო — 1, გლეხური (ფერმერული) მეურნეობები — 78, მიმაგრებული 12 148 ჰა სახნავ-სათესი ფართით, მოქალაქეების პირადი სასოფლო-სამეურნეო მეურნეობა — 13 ათასზე მეტი. ყველაზე უფრო მსხვილი საწარმოებია: ООО "АП им.Калинина", ГУСП "Совхоз "Рощинский", ООО "Агрофирма "Салават", ООО "СП "Дружба", ООО "СП"Фрунзе".
2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რაიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია და მოქმედებს 1395 საწარმო სუბიექტი. საწარმო სუბიექტების საერთო რაოდენობიდან: 18 საშუალო საწარმო, 82 მცირე, 261 მიკროსაწარმო, 78 გლეხური ფერმერული მეურნეობა და 957 ინდივიდუალური მეწარმე.
ტრანსპორტი
რედაქტირებარაიონს კვეთს რკინიგზის ხაზი უფა — ორენბურგი, საავტომობილო გზები: ფედერალური Р-240 უფა — ორენბურგი, რეგიონალურები რაევსკი — სტერლითამაქი, სტერლითამაქი — ბელორეცკი — მაგნიტოგორსკი, სტერლითამაქი — სტერლიბაშევო, სტერლითამაქი — ფედოროვკა.
განათლება, კულტურა და სოციალური სფერო
რედაქტირებარაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 22 საბავშვო ბაღი და 18 სკოლასთან არსებული 22 სკოლამდელი ჯგუფი. რაიონის სკოლამდელი განათლების სისტემას წარმოადგენს 29 საერთოგამანათლებელი სკოლა (მათ შორის 15 ფილიალი), 1 დაწყებითი სკოლა, 1 დაწყებითი სკოლა-საბავშვო ბაღი, 1 ძირითადი საერთოგამანათლებელი სკოლა. ბავშვთა დამატებითი განათლების დაწესებულებები (2 საბავშვო სპორტული სკოლა, ნორჩი ტექნიკოსების სადგური, ბავშვთა ხელოვნების რაიონული სახლი) ახორციელებენ საკუთარ საგანმანათლებლო მოღვაწეობას 7 ძირითადი მიმართულებით. რაიონის სასკოლო ბაზაზე მოქმედებს ბავშვთა დამატებითი საგანმანათლებლო 152 გაერთიანება. რაიონში ფუნქციონირებს კუგანაკის საბავშვო სახლი, საბავშვო გამაჯანსაღებელი ბანაკი "Колос".
სპორტის მოყვარულთა განკარგულებაშია 139 სპორტული ნაგებობა, აქედან: 37 სპორტული დარბაზი, სადაც მუშაობს 39 სექცია სპორტის 14 სახეობაში, 94 ღია სპორტული მოედანი, 2 საცურაო აუზი, 3 სასროლო ტირი. ამას გარდა, სკოლამდელ დაწასებულებებში ფუნქციონირებს 14 მისადაგებული სპორტული დარბაზი, 20 სპორტული მოედანი, რომლებიც აღჭურვილები არიან სპორტული და მოძრავი თამაშებისათვის.
სამუშაოეებს რაიონის მოსახლეობის ჯანდაცვაზე ახორციელებს ქალაქ სტერლითამაქის ბაშკირეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება "ქალაქის საავადმყოფო № 4", 4 სასოფლო საავადმყოფო, 4 საექიმო ამბულატორია, 43 ფელდშერულ-აკუშერული პუნქტი, 4 სასწრაფო დახმარების სადღეღამისო ქვესადგური.
მოსახლეობის თავისუფალი დროის ორგანიზებით დაკავებულია 80-ზე მეტი კულტურის დაწესებულება. 2 კულტურის სასახლე, 30 სოფლის კულტურის სახლი, 7 სოფლის კლუბი, მუნიციპალური ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა (2 ცენტრალური ბიბლიოთეკა და 37 სოფლის ბიბლიოთეკა-ფილიალი), 2 საბავშვო მუსიკალური სკოლა, ხელოვნების სკოლა.
4000-ზე მეტი ეგზემპლარის ტირაჟით გამოდის გაზეთი "Сельские нивы" რუსულ და თათრულ ენებზე. რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებს 15 რელიგიური გაერთიანება: 7 ქრისტიანული, 8 მუსულმანური.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- ყურღანული საფლავი ჩუმაროვო-I აღმოჩენილი იქნა სოფელ ნოვოაბდრახმანოვოში 1960-იან წლებში. შედგება 15 სამარხი კომპლექსისაგან. სასაფლაოს აქვს სამარხის ორი დონე — ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVII და III საუკუნის დიამეტრით 16 და 20 მეტრი: ბრინჯაოს ეპოქა (სრუბნის კულტურა) და ადრეული რკინის ხანის (სარმატული კულტურა)[6][7][8].
- „იურმატის მიწის“ მემორიალური კომპლექსი — ლიკვიდირებული დასახლებული პუნქტების პატივსაცემად და ასევე სამშობლოს დასაცავად გმირულ ბრძოლებში დაღუპულების სამახსოვროდ აგებული მემორიალური კომპლექსი ქალაქების იშიმბაის და სალავათის დღევანდელ ტერიტორიებზე, [9][10][11].
- მეტეორიტი „სტერლითამაქი“ — რკინის მეტეორიტი მასით 300 კგ. 1990 წლის 17-დან 18 მაისის ღამეს ჩამოვარდა კოლმეურნეობა „სტერლითამაქსკის“ მინდორში 20 კმ-ით დასავლეთით ქალაქ სტერლითამაქიდან[12][13][14].
- სუფიის მეჩეთი — მეჩეთი სოფელ კანტიუკოვკაში, ითვლება რესპუბლიკის ერთ-ერთ ულამაზეს მეჩეთად, მოპირკეთებულია მარმარილოთი, მოზაიკით და ოქროთი, მდებარეობს ხელოვნური წყალსატევის სანაპიროზე[15][16][17].
- იურაქთაუ — შიხანი, ერთი მათგანი ოთხი შიხანის ჯაჭვიდან სტერლითამაქის სიახლოვეს. ქვედა პერმული სისტემის (გვიანი პალეოზოური ჯგუფი) რიფული მასივის რიფის ნარჩენი, რომელიც შეიქმნა 230 მილიონზე უფრო დიდი ხნის წინ ტროპიკულ ზღვაში. ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე სტერლითამაქის შიხანებს შორის. გვხვდება გოგირდის წყაროები, იზრდება რუსეთის ფედერაციის წითელ წიგნში შეტანილი მცენარეულობა[18][19][20].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სტერლითამაქის რაიონის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-04-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Республика Башкортостан. Общая площадь земель муниципального образования. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-28. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Итоги Всероссийской переписи населения по Республике Башкортостан (pdf). Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
- ↑ Закон Республики Башкортостан Об изменениях в административно-территориальном устройстве Республики Башкортостан в связи с объединением отдельных сельсоветов и передачей населенных пунктов (Принят Государственным Собранием — Курултаем Республики Башкортостан 18 ноября 2008 года)
- ↑ сайт Администрации Стерлитамакского муниципального района. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-07. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-19. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Необычное захоронение Чумарово-I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Курганный могильник Чумарово-I
- ↑ Забытая реальность. «Курганный могильник Чумарово-1». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-05. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Панорама мемориала. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-08. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Мемориальный комплекс
- ↑ Панорама мемориала 20 сентября 2014
- ↑ Минниахмет Муталов. Башкирские метеориты. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-29. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Полуночный дозор. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Рашида Краснова. Роман с камнем
- ↑ Открытие мечети в деревне Кантюковка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Мечеть в деревне Кантюковка, Республика Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ В столетнем селе Стерлитамакского района начала действовать мечеть. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
- ↑ Юрактау. Республика Башкортостан
- ↑ Стерлитамакские шиханы
- ↑ Виртуальный Башкортостан - Юрактау