იურაქთაუ (ბაშკ. Йөрәктау — „გული-მთა“) — შიხანი. სტერლითამაქთან არსებული ოთხი შიხანიდან ერთ-ერთი. წარმოადგენს ქვედაპერმული რიფული მასივის რელიქტს, რომელიც წარმოიქმნა 230 მილიონი წლის წინ ტროპიკულ ზღვაში.

იურაქთაუ
იურაქთაუ
იურაქთაუ
კოორდინატები: 53°44′30″ ჩ. გ. 56°05′51″ ა. გ. / 53.74167° ჩ. გ. 56.09750° ა. გ. / 53.74167; 56.09750
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 338 
ტიპი შიხანი
იურაქთაუ — რუსეთი
იურაქთაუ
იურაქთაუ — ბაშკირეთი
იურაქთაუ

მდებარეობს ბაშკირეთის სტერლითამაქის რაიონში. მთის სიგრძეა 1 კილომეტრი, სიგანე 850 მ, სიმაღლე მდინარე ბელაიადან 220 მ, ნიადაგის დონიდან 200 მ, აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 338 მ.[1] აქვს კონუსისებრი ფორმა. ფერდობები 20-30°-ზეა, თუმცა არ ქმნიან კლდოვან საფეხურებს. ქვედა მონაკვეთი დაფარულია ნაყარით. მთის ჩრდილოეთი კალთის ძირში არის წყაროები, რომელთა შორისაა გოგირდის წყალიც. მთისძირში არის ტბა მოქშა.[2]

1707 წელს იურაქთაუს მთისძირში მოხდა ბრძოლა აჯანყებულ ბაშკირებსა (ქუსიუმ თიულექეევის ხელმძღვანელობით) და სახელმწიფო ჯარს შორის. ბრძოლა დაახლოებით ათ დღეს გაგრძელდა და აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდა. ტყვედ ჩავარდა დაახლოებით 400 ჯარისკაცი, ხოლო დანარჩენები განადგურდნენ.[3]

  1. Стерлитамакские шиханы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-13. ციტირების თარიღი: 2016-11-02.
  2. Шихан Юрактау в Башкирии
  3. История башкир. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-11-02.