შიხანირელიეფში მკაფიოდ გამოსახული იზოლირებული ბორცვი, რომელსაც გააჩნია მოსწორებული ფერდობი და მწვერვალი. ტრანსვოლგისა და დასავლეთ ურალისპირეთში შიხანი წარმოადგენს ძველი ზღვიური აუზების რიფების ნარჩენს, რომელიც აგებულია კირქვებით. ხშირად შიხანი ვრცელდება მდინარეთა გასწვრივ, სადაც ამაღლებულია 150-200 მ-მდე.

იურაქთაუ
თორათაუ

ურალში შიხანებს უწოდებენ „კლდოვან მწვერვალიან მთებს“. ცნობილია მაგ., არაქულის შიხანები. შიხანი უნიკალური გეოლოგიური ბუნების ძეგლია. იგი ადგილობრივი ტერმინია.[1]

ბაშკირეთში შიხანებს უწოდებენ ოთხ განმარტოებულ მთას: იურაქთაუს, ყუშთაუს, თორათაუსა და შახთაუს. აღნიშნული შიხანები ვრცელდება ქალაქ სტერლითამაქის სიახლოვეს. ქმნიან ვიწრო ჯაჭვს, რომლებიც მერიდიანული მიმართულებით გადაჭიმულია 20 კმ-ზე მდინარე ბელაიის გასწვრივ. ისინი დაკავშირებულია შიხანის აზევების დასავლეთ ნაწილთან.[2]

იურაქთაუ წარმოადგენს ქვედაპერმული რიფული მასივის რელიქტს, რომლის სიგრძეა 1 კმ, სიგანე 850 მ, ხოლო აბსოლუტური სიმაღლე 338 მ. ყუშთაუს სიგრძეა 4 კმ, სიგანე 0,7-1,4 კმ, აბსოლუტური სიმაღლე 357 მ. თორათაუს აბსოლუტური სიმაღლეა 402 მ.[2] შახთაუ ნედლეულის მოპოვების გამო ამჟამად მთლიანადაა განადგურებული და მის ადგილას არის კარიერი.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება