Delicate Sound of Thunder

(გადამისამართდა გვერდიდან Delicate Sound of Thunder (ალბომი))

Delicate Sound of Thunder — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1988 წელს. მასზე ჩაწერილია პინკ ფლოიდის 1988 წლის აგვისტოში ნასაუ კოლიზეუმში (ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი) ჩატარებული კონცერტი.

Delicate Sound of Thunder
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი 22 ნოემბერი, 1988
ჩაიწერა 19–23 აგვისტო 1988, კოლიზეუმი ნასაუ, ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 104:08
ლეიბლი EMI (ბრიტანეთი/ევროპა)
CBS Columbia (აშშ/კანადა)
პროდიუსერი დეივიდ გილმორი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
A Momentary Lapse of Reason
(1987)
Delicate Sound of Thunder
(1988)
Shine On
(1992)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2.5/5 stars [1]
Blender3/5 stars
რობერტ კრისტგოუC [2]
Rolling Stone2/5 stars [3]

ისტორია რედაქტირება

1987 წლის სექტემბერში დაიწყო ჯგუფის თავდაპირველად მოკლე, მაგრამ შემდგომში სამწლიან გრაფიკად ქცეული ტურნე (200 კონცერტამდე). ამ პროგრამაში გარდა რიჩარდ რაიტისა (რომელიც, 1978-1981 წლების მოვლენების შემდეგ ჯერჯერობით პინკ ფლოიდის არაოფიციალურ წევრად ითვლებოდა), მონაწილეობდნენ: ახალი ბას-გიტარისტი გაი პრეტი; პერკუსიონისტი გერი უოლისი; გიტარისტი ტიმ რენუიკი (რომელსაც დეივიდთან მეგობრობა აკავშირებდა კემბრიჯის პერიოდიდან); საქსოფონისტი სკოტ პეიჯი და კლავიშისტი ჯონ კერინი. დროდადრო იცვლებოდა ბეკ-ვოკალისტი გოგონების შემადგენლობა.

მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის რადიოინტერვიუში გილმორი ამტკიცებდა, რომ მას არ დასჭირდა სტუდიაში რამე დამატებითი სოლო ან ვოკალური პარტიის ჩაწერა, ცნობილია, რომ „Comfortably Numb“-ში ჟღერს დამატებითი აკუსტიკური გიტარა. აგრეთვე, რიჩარდ რაიტმა ჩაწერა „Us and Them“-ის განახლებული ვოკალური პარტია, ხოლო სემ ბრაუნმა „Comfortably Numb“-ში რეიჩელ ფიური ჩაანაცვლა.[4]

ალბომი გამოიცა 1988 წელს, ორმაგი ფირფიტისა, კომპაქტ დისკისა და კასეტის სახით. ყოველ მათგანში სიმღერების სია განსხვავდება. პირველ ნახევარში უშუალოდ შეტანილია სიმღერები ალბომიდან A Momentary Lapse of Reason, ხოლო მეორე დისკში - პინკ ფლოიდის კლასიკური სიმღერები. ალბომში, განსხვავებით ფილმისგან, შეტანილია სიმღერები „Yet Another Movie“, „Round and Around“, „Shine On You Crazy Diamond“ (სრული ვერსია), „Money“ (მოხვდა მხოლოდ ფილმის აშშ გამოცემაში) და „Another Brick In The Wall, Part 2“. „Us and Them“ არ არის წარმოდგენილი გრამფირფიტაზე და შეტანილი იყო მხოლოდ აუდიოკასეტაზე და CD-ზე. ფილმში შეტანილია „One Slip“, „Shine On You Crazy Diamond“ (შესავალი, ხოლო დაბოლოება - ფილმის ტიტრების დროს), „Signs of Life“, „On the Run“, „The Great Gig in the Sky“. გამოცემის მომზადებისას წევრებმა რამდენიმე კომპოზიციას სტუდიაში დაამატეს რამდენიმე ინსტრუმენტული პარტია.

ალბომი მოხვდა „ბილბორდის“ 200 საუკეთესო ალბომის ჩარტის #11 ადგილზე. აშშ-ში იგი ამჟამად სამმაგი პლატინის სტატუსის მატარებელია - 1989 წლის 23 იანვარს მას ოქროს და პლატინის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1997 წლის აპრილში - სამმაგი პლატინის.

Delicate Sound of Thunder იყო პირველი როკ-ალბომი, რომელმაც კოსმოსში გაიჟღერა. აუდიოკასეტა მისი ჩანაწერით „სოიუზის“ კოსმონავტებმა თან წაიღეს ორბიტაზე. ბაიკონურის კოსმოდრომზე, ხომალდის გაფრენისას იმყოფებოდნენ პინკ ფლოიდის წევრებიც. აღსანიშნავია, რომ Delicate Sound of Thunder არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ ქვეყანაში გამოვიდა (ფირმა „მელოდია“).

რეჟისორმა საკონცერტო ვიდეო უეინ იშემმა ჯგუფის ამავე კონცერტების დროს გადაიღო საკონცერტო ვიდეო Delicate Sound of Thunder.

2019 წლის ბოქს-სეტში The Later Years შეტანილია ალბომის გაფართოებული რემიქსული ვერსია, რომელშიც შედის კონცერტებზე შესრულებულია სხვა კომპოზიციებიც — „Signs of Life“, „A New Machine (Part 1)“, „Terminal Frost“, „A New Machine (Part 2)“, „Welcome to the Machine“ და „One Slip“. ეს ვარიანტი აგრეთვე გამოიცა ცალკეული ალბომის სახით.

გარეკანი რედაქტირება

გარეკანის დიზაინი სტორმ თორგერსონს ეკუთვნის. ადამიანი, რომელზეც ნათურებია ასხმული, განასახიერებს ჯგუფის კონცერტების განათებას, ხოლო მეორე, რომლის ირგვლივ ფრინველებია - ჟღერადობას. CD-ის გამოცემაში წარმოდგენილია საკონცერტო ფოტოსურათები.

2014 წელს CD-ზე გამოვიდა ალბომის ახალი ტირაჟი, ოდნავ განსხვავებული გარეკანით, რომელზეც ნათურებიანი მამაკაცი მთელ წინა მხარეს იკავებს, ხოლო ფრთებიანი - ცალკე გვერდზეა. შიდა გვერდებზე გამოყენებულია რამდენიმე განსხვავებული ფოტოსურათი. დიზაინი StormStudios-ის მიერ მომზადდა. ახალი მასტერინგის ავტორია ჯეიმზ გათრი.

სიმღერების სია რედაქტირება

CD რედაქტირება

დისკი 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იჩაწერის თარიღიხანგრძლივობა
1.„Shine On You Crazy Diamond“როჯერ უოტერსი/დეივიდ გილმორი/რიჩარდ რაიტი21 აგვისტო 198811:53
2.„Learning to Fly“გილმორი/ბობ ეზრინი/ჯონ კერინი/ენტონი მური21 აგვისტო 19885:27
3.„Yet Another Movie“გილმორი/პეტ ლეონარდი21 აგვისტო 19886:21
4.„Round and Around“გილმორი19 აგვისტო 19880:33
5.„Sorrow“გილმორი23 აგვისტო 19889:28
6.„The Dogs of War“გილმორი/მური20 აგვისტო 19887:18
7.„On the Turning Away“გილმორი/მური21 აგვისტო 19887:58
დისკი 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იჩაწერის თარიღიხანგრძლივობა
1.„One of These Days“უოტერსი/გილმორი/ნიკ მეისონი/რაიტი22 აგვისტო 19886:15
2.„Time“უოტერსი/გილმორი/მეისონი/რაიტი19 აგვისტო 19885:16
3.„Wish You Were Here“უოტერსი/გილმორი20 აგვისტო 19884:49
4.„Us and Them“უოტერსი/რაიტი22 აგვისტო 19887:22
5.„Money“უოტერსი21 აგვისტო 19889:52
6.„Another Brick in the Wall (Part 2)“უოტერსი21 აგვისტო 19885:28
7.„Comfortably Numb“გილმორი/უოტერსი23 აგვისტო 19888:56
8.„Run Like Hell“უოტერსი/გილმორი21 აგვისტო 19887:12

გრამფირფიტა რედაქტირება

აუდიოკასეტა რედაქტირება

კასეტა 1
კასეტა 2

პერსონალი რედაქტირება

ტექნიკური პერსონალი
  • დეივიდ ჰიუიტი – ხმის ინჟინერი
  • რობერტ ირკინა, დეივიდ გლისონი, ტრისტან პაუელი – ხმის ინჟინერის თანაშემწეები
  • კით სმითი, ფილ ტეილორი – ტექნიკოსები
  • ლარი უოლესი, ბუფორდ ჯონსი – ხმის მიქსი
  • დიმო საფარი – ფოტოგრაფია (საკონცერტო ფოტოსურათები)
  • სტორმ თორგერსონი, კოლინ ჩემბერზი, ენდი ერლი, ენტონი მეი – გარეკანის დიზაინი
  • ჯონ მაკგილი, ჯონ კროსლენდი, Nexus – გრაფიკა

ჩარტები და სერტიფიცირებები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. Album review AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2011.
  2. Album review. Robert Christgau. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2011.
  3. Azerrad, Michael. Album review. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2011.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-10. ციტირების თარიღი: 2008-12-29.
  5. "Pink Floyd – Delicate Sound of Thunder". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  6. "Pink Floyd - Delicate Sound of Thunder" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  7. „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Delicate Sound of Thunder“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  8. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  9. "Pink Floyd – Delicate Sound of Thunder". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  10. "Pink Floyd – Delicate Sound of Thunder". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  11. "Pink Floyd – Delicate Sound of Thunder". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. "Pink Floyd – Delicate Sound of Thunder". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. Austrian album certifications – Pink Floyd – Delicate Sound of Thunder გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ Delicate Sound of Thunder ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  16. Canadian album certifications – Pink Floyd – Delicate Sound of Thunder. Music Canada.
  17. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'Delicate Sound of Thunder') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  18. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Pink Floyd; 'Delicate Sound of Thunder'). Hung Medien.
  19. British album certifications – Pink Floyd – Delicate Sound of Thunder. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Delicate Sound of Thunder ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  20. American album certifications – Pink Floyd – Delicate Sound of Thunder. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH