საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროსაბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საპოლიციო უწყება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის 1921 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა.

1936 წლამდე საქართველოს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შედიოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, სამმართველო ექვემდებარებოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. 1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ავტონომიურმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიიღო მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 1 იანვრის №004 ბრძანებით საქართველოს ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველო გარდაიქმნა სახალხო კომისარიატად.

1941 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი გაერთიანდა. 1946 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს სახელი შეეცვალა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაერქვა. 1953 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს სსრ სამინისტროების გარდაქმნის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ, შინაგან საქმეთა სამინისტროდ გაერთიანდა. 1954 წლის 10 აპრილს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკ). 1962 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის რესპუბლიკურ სამინისტროდ გარდაიქმნა, რომელსაც 1968 წლის 19 ნოემბერს ძველი სახელწოდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუბრუნდა.

სახალხო კომისრები/მინისტრები

რედაქტირება

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები

რედაქტირება

სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქართველოს სამმართველოს უფროსები

რედაქტირება

სამმართველო შეიქმნა 1934 წლის 13 ივლისს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის №001 ბრძანებით.

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები

რედაქტირება

საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატი შეიქმნა 1937 წლის 1 იანვარს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის №004 ბრძანებით.

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება