გრიგოლ კარანაძე
გრიგოლ თეოფილეს ძე კარანაძე (დ. 25 თებერვალი, 1902, სოფელი სამიქაო, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 2 მაისი, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი, ორგანოების თანამშრომელი, სახელმწიფო უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი.
გრიგოლ კარანაძე | |
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მაისი, 1943 – 21 თებერვალი, 1952 | |
წინამორბედი | სამინისტრო შეიქმნა |
მემკვიდრე | ვახტანგ ლოლაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 დეკემბერი, 1942 – 7 მაისი, 1943 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 თებერვალი, 1941 – 31 ივლისი, 1941 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 დეკემბერი, 1938 – 26 თებერვალი, 1941 | |
დაბადებული | 25 თებერვალი, 1902 სოფელი სამიქაო, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 2 მაისი, 1970 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგრიგოლ თეოფილეს ძე კარანაძე დაიბადა 1902 წლის 25 თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრის აბაშის უბნის სოფელ სამიქაოში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1915 წელს ჩაირიცხა ახალსენაკის 4-კლასიან სასულიერო სასწავლებელში. 1919 წელს ოჯახის მძიმე ეკონომიკური პირობების გამო იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა და სამიქაოში დაბრუნებულიყო.
1920 წლის დასაწყისიდან გრიგოლ კარანაძე აქტიურად ჩაერთო ახალსენაკის ახალგაზრდული კომუნისტური ორგანიზაციის რევოლუციურ საქმიანობაში. ასრულებდა მთელ რიგ დავალებებს: ავრცელებდა მენშევიკური მთავრობის საწინააღმდეგო ფურცლებს, გადაჰქონდა არალეგალური კომუნისტური ლიტერატურა და სხვა. 1920 წელს გრიგოლ კარანაძე სოფელ სამიქაოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „სპარტაკის“ უჯრედს ჩაუდგა სათავეში. მალე იგი ამ ორგანიზაციის აბაშის არალეგალური რაიონული კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1921 წლის თებერვალში იარაღით იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის. იმავე წლის მარტიდან 1922 წლის აგვისტომდე იყო კომკავშირის აბაშის რაიკომის პასუხისმგებელი მდივანი, 1922 წლის აგვისტოდან 1923 წლის ოქტომბრამდე — საქართველოს ახალგაზრდათა ლენინურ-კომუნისტური კავშირის (ალკკ) დუშეთის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, 1923 წლის ოქტომბრიდან 1924 წლის სექტემბრამდე — საქართველოს ალკკ ზემო სვანეთის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, 1924 წლის სექტემბრიდან 1925 წლის ოქტომბრამდე კი — საქართველოს ალკკ დუშეთის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი. 1924 წელს გრიგოლ კარანაძე იყო მე-5 ლეგიონის მზვერავი, რომელსაც თუხარელი ხელმძღვანელობდა. აგვისტოს აჯანყებამ მას სვანეთში მოუსწრო. იგი მენშევიკებმა დააპატიმრეს და 29 დღე ციხეში ჩასვეს. საველე სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ განაჩენის სისრულეში მოყვანა ორი დღით გაჭიანურდა. ამასობაში, რაჭის კომუნართა რაზმმა, წითელი არმიის ნაწილებთან ერთად, ის და მასთან ერთად მსხდომი რამდენიმე პირი გაათავისუფლეს. 1925 წლის იანვრიდან გრიგოლ კარანაძე ბოლშევიკური პარტიის წევრი გახდა (1920-1926 წლებში იყო საკავშირო ალკკ-ს წევრი). 1925 წელს გრიგოლ კარანაძე მუშაობდა საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად. 1925 წლის ოქტომბრიდან 1928 წლამდე — საქართველოს კპ (ბ) დუშეთის სამაზრო კომიტეტის საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგედ, 1928 წელს — საქართველოს კპ (ბ) დუშეთის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად, 1928 წლიდან 1929 წლის ივნისამდე კი - საქართველოს კპ (ბ) ტფილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად და ტფილისის აღმასრულებელი კომიტეტის უფროს ინსტრუქტორად (მიმაგრებული პარტიის ტფილისის კომიტეტის მიერ). 1929 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ოპერრწმუნებულის თანაშემწე, 1929 წლის ნოემბრიდან 1930 წლის აპრილამდე — სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების ოპერრწმუნებული, 1930 წლის აპრილიდან 1930 წლის სექტემბრამდე — სახელმწიფო პოლიტსამმართველოს კახეთის ოლქის ოპერრწმუნებული, 1930 წლის სექტემბრიდან 1931 წლის სექტემბრამდე — სახელმწიფო პოლიტსამმართველოს გურჯაანის რაიონული განყოფილების უფროსი, 1931 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე — სახელმწიფო პოლიტსამმართველოს სამტრედიის რაიონული განყოფილების უფროსი. 1931 წლის დეკემბრიდან 1934 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს კპ (ბ) გურჯაანის რაიკომის პასუხისმგებელ მდივნად, 1934 წლის აგვისტოდან 1935 წლის სექტემბრამდე — საქართველოს კპ (ბ) ყარაიაზის რაიკომის პასუხისმგებელ მდივნად, 1935 წლის სექტემბრიდან 1936 წლის აგვისტომდე — საქართველოს კპ (ბ) ტფილისის საქალაქო კომიტეტის 26 ბაქოელი კომისრის სახელობის რაიკომის პირველ მდივნად, 1936 წლის აგვისტოდან 1937 წლის სექტემბრამდე — საქართველოს კპ (ბ) ტფილისის საქალაქო კომიტეტის სტალინის რაიკომის პირველ მდივნად, 1937 წლის სექტემბრიდან 1938 წლის 20 დეკემბრამდე — საქართველოს კპ (ბ) სიღნაღის რაიკომის პირველ მდივნად. 1938 წლის 19 დეკემბრიდან 1941 წლის 26 თებერვლამდე მუშაობდა ყირიმის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად, 1941 წლის 26 თებერვლიდან 31 ივლისამდე — ყირიმის ასსრ უშიშროების სახალხო კომისრად, 1941 წლის 31 ივლისიდან 1942 წლის 17 დეკემბრამდე — ყირიმის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად, 1942 წლის 17 დეკემბრიდან 1943 წლის 7 მაისამდე — დაღესტნის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად, ხოლო 1943 წლის 21 მაისიდან 1952 წლის 21 თებერვლამდე იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი-მინისტრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებობის ისტორიაში, გრიგოლ კარანაძე ყველაზე დიდხანს ხელმძღვანელობდა ამ სამინისტროს.
მეორე მსოფლიო ომის წლებში ასრულებდა საპასუხისმგებლო დავალებებს, იყო ყირიმში პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა სევასტოპოლისა და სხვა ქალაქების დაცვაში. თავი გამოიჩინა აგრეთვე კავკასიის დაცვაშიც. 1942-1943 წლებში მუშაობდა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისა და ამიერკავკასიის ფრონტის სარდლობის კავკასიონის დაცვის რწმუნებულად. გენერალი გრიგოლ კარანაძე 1943, 1944, 1945 წლებში მონაწილეობდა სამი დიდი სახელმწიფოს — თეირანის, იალტისა და პოტსდამის მეთაურთა შეხვედრებში. მას, სხვა პარტიულ და სამხედრო მუშაკებთან ერთად, სახელმწიფო მეთაურთა დაცვის ორგანიზებაც ევალებოდა. ის ოპერატიულ-ჩეკისტური ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ.
1952 წლის 8 აპრილს გრიგოლ კარანაძე ე. წ. „მეგრელთა საქმეზე“ დააპატიმრეს და 1953 წლის 10 აპრილამდე მის მიმართ ხორციელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების 1953 წლის 8 აპრილის დადგენილებით, გამოძიება შეწყდა რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. გათავისუფლდა 1953 წლის 10 აპრილს. საქმე შეწყდა და გრიგოლ კარანაძე რეაბილიტირებულ იქნა.
1953 წლის 16 აპრილს დაინიშნა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, სადაც ამავე წლის 12 ოქტომბრამდე იმუშავა. 1953 წლის 12 ოქტომბრიდან 19 დეკემბრამდე იმყოფებოდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების განკარგულებაში. 1953 წლის 19 დეკემბერს ფაქტების დისკრედიტაციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. 1953 წლის დეკემბრიდან 1957 წლამდე პენსიაზე იმყოფებოდა. 1957 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.
მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, თბილისის საქალაქო კომიტეტის, საკავშირო კპ (ბ) ყირიმის საოლქო კომიტეტის, საკავშირო კპ (ბ) დაღესტნის საოლქო კომიტეტის წევრად. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს I-III მოწვევების (1937-1952 წ.წ.) დეპუტატი ეროვნებათა საბჭოში, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატი.
გრიგოლ კარანაძე 1970 წლის 2 მაისს, თბილისში გარდაიცვალა.
სპეციალური წოდებები
რედაქტირება- სახელმწიფო უშიშროების მაიორი (31.01.1939),
- სახელმწიფო უშიშროების კომისარი (14.02.1943),
- სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი (14.12.1944),
- გენერალ-ლეიტენანტი (09.07.1945).
ჯილდოები დამედლები
რედაქტირება- (26.04.1940, 12.05.1945),
- ნიშანი „შინსახკომის დამსახურებული მუშაკი“ (04.02.1942),
- (20.09.1943, 08.03.1944, 16.09.1945),
- (03.12.1944),
- (24.02.1945),
- .
- მიღებული აქვს 66 მედალი: „სევასტოპოლის დაცვისთვის“, „კავკასიის დაცვისთვის“, „გერმანიაზე გამარჯვებისთვის“, „შრომისთვის“, „წითელი არმიის 30 წელი“, „შრომითი მამაცობისთვის“, I ხარისხის პარტიზანული მედალი. დაჯილდოებული იყო აგრეთვე ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 63-66, ISBN 978-9941-0-5532-4.