საქართველო VII საუკუნეში

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს ისტორია VII საუკუნეში)

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო VII საუკუნეში წინა საუკუნეების მსგავსად კვლავ სასანიანთა იმპერიასა და ბიზანტიის იმპერიას შორის ბრძოლების ასპარეზი იყო. VII საუკუნის 30-იან წლებში კი სამხრეთიდან ახალი და წინა ორზე უფრო ძლიერი დამპყრობელი გამოჩნდა არაბთა სახალიფოს სახით.

პოლიტიკური ერთეულები 650 წლისთვის.
არაბების ექსპანსია.
  არაბების ექსპანსია 622-632 წლებში
  არაბების ექსპანსია 632-661 წლებში
  არაბების ესპანსია 661-750 წლებში

საეკლესიო განხეთქილება

რედაქტირება

ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ დაირღვა კავკასიის სახელმწიფოების რელიგიური ერთობა. სომხეთში მონოფიზიტობა დამკვიდრდა, ქართლსა და ბიზანტიაში კი დიოფიზიტობა. VII საუკუნე საუკუნის დასაწყისში. ცურტაველი ეპისკოპოსი მოსე, წარმოშობით სომეხი, რომელიც მონოფიზიტობას უჭერდა მხარს, გაიქცა სომხეთში და დახმარება ითხოვა. სომხეთის კათალიკოსსა და ქართლის კათოლიკოს კირონ I-ს შორის გაიმართა წერილობითი პოლემიკა. საბოლოოდ ყველააფერი 608 წლის საეკლესიო განხეთქილებით დასრულდა.

ჰერაკლეს შემოსევები

რედაქტირება

VII საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰმა ხოსრო II-მ წელს ბიზანტიის იმპერიას ომი გამოუცხადა და თავდაპირველად წარმატებებს მიაღწია. VII საუკუნის 10-იან წლებში ირანისგან შევიწროებული ერისმტავარი ადარნასე და კათალიკოსი კირიონი და ერისმთავარი ადარნასე იძულებულები შეიქმნენ ქართლი დაეტოვებინათ. ადარნასე კახეთში გაიხიზნა, ხოლო კირონის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ ჯერ ფაზისში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ალექსანდრიის პატრიარქი გახდა.

ირანთან ომში მდგომარეობა შეცვალა ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა ჰერაკლემ. 627 წელს ჰერაკლე ეგრისში შეიჭრა. ჰერაკმელ დაიმორჩლა აფხაზეთი და დასვა იქ მის მიერ დანიშნული ერისთავი. დაუკავშირდა ჩრდილო კავკასიელ ხაზარებს, თურქთა ხაკან ჯაბღუს და მათთან ერთად 627 წლის ზაფხულში გაილაშქრა თბილისზე. ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ინარჩუნებდა ირანის ერთგულებას. მან ქალაქი არ დათმო. ხანგრძლივი ალყის მიუხედავად ჰერაკლემ და ხაზარებმა ქალაქის აღება ვერ შესძლეს. 628 წელს ხაზარები კვლავ მიადგნენ თბილისს, აიღეს და საშინლად ააოხრეს ქალაქი და მოკლეს სტეფანოზ II. იმავე წელს დაიდო ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის. ჰერაკლემ დაიბრუნა: სომხეთი, სირია, მესოპოტამია და ეგვიპტე. მასვე ერგო იბერიაც. დასავლეთ თურქთა სახაკანოს გავლენის ქვეშ დარჩა კავკასიის ალბანეთი.

VII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო არაბთა დაპყრობითი ომები, რომლის შედეგადაც მათ უზარმაზარი იმპერია შექმნეს. კავკასიაში არაბები VII საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდნენ. მათ იღეს დვინი, ხოლო ქართლში ლაშქრობაში არაბებს დიდთოვლიანმა ზამTარმა შეუშალა ხელი. 642-643 წლებში არაბები ქართლში შეიჭრნენ, მაგრამ ამ ლაშქრობას არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია. 654 წელს არაბებმა სომხეთში დაამარცხეს ბიზანტიელები და ქართლს მიადგნენ. ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II-მ არაბთა სარდალ ჰაბიბ იბნ მასლამას დაზავება შესთავაზა. ქართლსა და არაბთა სახალიფოს შორის დაიდო დაცვის სიგელი. ქართლის მოსახლეობას დაეკისრა გადასახადი (ჯიზია) ერთი დინარი ერთ კომლზე. შენარჩუნებული იყო სარწმუნოების თავისუფლება, თუ ქართველი მიიღებდა ისლამს ის თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან. ქართლის სამეფოსგან ამ დროს გამოთიშეული იყო კამბეჩოვანი, რომელიც სალმან იბნ რაბიან 640-იან წლებში დაიპყრო რანთან, , შაქთან და სხვა პროვინციებთან ერთად.

VII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს არაბთა სახალიფოში ატყდა შინაომები, რომელიც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ამით ისარგებლა ქართლის ერისმთავარმა ნერსე I-მა და არაბები არამარტო ქართლიდან არამედ სომხეთიდანაც განდევნა. ქართველთა და სომეხთა საერთო აჯანყება დაახლოებით 680-685 წლებში მოხდა. 689 წელს ქართლსა და სომხეთს ხაზარები შეესიენ. შემოსევის დროს ხაზარებმა ამ ქვეყნების ერისთავები და მთავრები ამოხოცეს. ბიზანტიის იმპერიისა და არაბთა სახალიფოს ზავის შემდეგ ქართლი ორივე ქვეყანას უხდიდა ხარკს.

დასავლეთ საქართველო

რედაქტირება

არაბთა დროებითმა დასუსტებამ ბიზანტიას საშუალება მისცა დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა. 660-იან წლებში ბიზანტიამ ეგრისის სამეფო გააუქმა და მის მმართველს პატრიკიოსის ტიტული მისცა. ეგრისისგან გამოყოფილი იყო აფხაზეთი, რომელიც ასევე ბიზანტიის უშუალო ვასალი იყო. 697 წელს პატრიკიოსი სერგი ბარნუკის ძე ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყდა და არაბები დასავლეთ საქართველოში გადაიყვანა.

ლიტერატურა

რედაქტირება