ადარნასე (ერისმთავარი)
(გადამისამართდა გვერდიდან ადარნასე (ადრნერსე))
ადარნასე, ადრნერსე — ქართლის ერისმთავარი (619–639) და კახეთის მთავარი; პატრიციელი (627–637/642), უფლისწულობაში „ვიპატოსი“.
ადარნასე | |
---|---|
ადრნერსე | |
„წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსეს ჳპატოსსა მეოხ ეყავ“. | |
ქართლის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 619 |
მმართ. დასასრული: | 639 |
წინამორბედი: | სტეფანოზ I |
მემკვიდრე: | სტეფანოზ II |
შვილები: | სტეფანოზ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადარნასეს საგარეო და სარწმუნოებრივი პოლიტიკა, კირიონ კათოლიკოს მსგავსად, ბიზანტიური ორიენტაციის იყო. მის დროს მოხდა საეკლესიო განხეთქილება ქართლსა და სომხეთს შორის. 614-616 წლებში სასანიანთა ირანის მოთხოვნით ყველა ქვეშევრდომი „სომხურ“ მონოფიზიტობაზე უნდა მოქცეულიყო, რის გამოც, ადარნასეს და კირიონს ქართლის დატოვება მოუხდათ. ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლეს კავკასიაში ლაშქრობათა შემდეგ ერისმთავრად აღადგინეს. 637-642 წლებში ის რანის მთავარ ჯუანშერთან ერთად წინ აღუდგა სპარსელთა ლაშქარს რანში.
ადარნასე მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელია. მისი რელიეფური გამოსახულება წარწერით დღემდეა შემონახული ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 85.
- ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968
- (2018) „Adarnase I (Atrnerseh)“, The Oxford Dictionary of Late Antiquity (en). Oxford University Press, გვ. 13-14. ISBN 978-0-19-866277-8.
წინამორბედი: სტეფანოზ I |
ქართლის ერისმთავარი 619 — 639 |
შემდეგი: სტეფანოზ II |