ალექსანდრე დაუშვილი
1952 Historian.; born 25 February, 1952
ალექსანდრე დაუშვილი (დ. 25 თებერვალი, 1952, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1975 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორანტად, შემდგომ უმცროს მეცნიერ და უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, დირექტორის მოადგილედ. მისი ძირითადი შრომები შეეხება საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორია (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 206გვ.
- ზაჰესის ისტორია (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1997. - 152გვ.
- თბილისი - 1937 (ავტორი). - თბილისი, კეგელი, 1997. - 188გვ.
- ლენინის უკანასკნელი ინტრიგა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1998. - 64გვ.
- სოსო ჯუგაშვილის ამბავი, წ. 1 (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2000. - 168გვ.
- საეროვნებათაშორისო ურთიერთობა საქართველოში 1921 - 1941 წ.წ. (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2000. - 212გვ.
- სოსო ჯუგაშვილის ამბავი, წ.2 (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2000. - 339გვ.
- საქართველოს უახლესი ისტორია, (1921-2000 წწ.) (თანაავტორი). - თბილისი, 2004. - 557გვ.
- ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, კრ. 8 (რედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2004. - 254გვ.
- ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, კრ. 9 (რედაქტორი). - თბილისი, 2005. - 224გვ.
- იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ! (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2005. - 42გვ.
- ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, კრ. 10 (რედაქტორი). - თბილისი, 2006. - 236გვ.
- საქართველოში რუსეთის კოლონიური პოლიტიკის ისტორიის ნარკვევები (რედაქტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 262გვ.. - ISBN: 978-9941-12-297-2
- საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებისა და განმტკიცების თავისებურებანი XX საუკუნის 20-იან წლებში (თანაავტორი) - 2008.
- როკვაში განფენილი სული ქართული... (თანაავტორი) - 2010.
- ბრძოლა ბათუმისთვის, 1921 წლის 18-20 მარტ (თანაავტორი) - თბილისი, 2011. - 196გვ.
- ქართველი ერის კონსოლიდაციის ეტაპები და თავისებურებანი უხსოვარი დროიდან დღემდე - 2016.
- „კულაკები“ - საქართველოში - 2016.
- ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები (თანაავტორი) - 2018.
- საქმიანი საქართველო, 1801-1921 (თანაავტორი) - 2022.