რეალპოლიტიკი (გერმ. real; „რეალისტური“, „პრაქტიკული“; და გერმ. Politik; „პოლიტიკა“, გერმანული წარმოთქმა: [ʁeˈaːlpoliˌtiːk]) — პოლიტიკა ან დიპლომატია, რომელიც დაფუძნებულია მოცემული სიტუაციისა და ფაქტორების განსაზღვრაზე, გამოკვეთილი იდეოლოგიური ცნებებისა და ეთნიკური ან მორალური საფუძვლების ნაცვლად. მას აქვს საერთო ასპექტები რეალიზმსა და პრაგმატიზმის ფილოსოფიურ მიდგომებთან. მას ზოგჯერ უბრალოდ „პრაგმატიზმს“ პოლიტიკაში უწოდებენ. ტერმინი რეალპოლიტიკა ხანდახან გამოიყენება, ისეთი პოლიტიკების გასაკრიტიკებლად, რომლებიც აღიქმება როგორც იძულებითი, ამორალური ან მაკიაველური.[1] რეალპოლიტიკის ოპონენტები იყვნენ ჰენრი კისინჯერი, ჯორჯ კენანი და ჰანს-დიტრიხ გენშერი.

ტერმინის წარმოშობა რედაქტირება

ტერმინ „რეალპოლიტიკას“ საფუძველი ლუდვიგ ფონ როჩაუმ, XIX საუკუნის გერმანელმა მწერალმა და პოლიტიკოსმა ჩაუყარა.[2] მის 1853 წლის წიგნ „Grundsätze der Realpolitik angewendet auf die staatlichen Zustände Deutschlands“-ში ლიდვიგ ფონ როჩაუ ტერმინს აღწერს:[3]

სახელმწიფოს ფორმირების, შენარჩუნების და ცვლილების ძალების შესწავლა წარმოადგენს ყველა პოლიტიკური შეხედულების საფუძველს და მივყავართ აღმოჩენამდე, რომ კანონის ძალა ისე მართავს სახელმწიფოების სამყაროს, როგორც გრავიტაცია ფიზიკურ სამყაროს. ძველ პოლიტიკურ მეცნიერებას კარგად ესმოდა ეს სიმართლე, თუმცა დაიდო არასწორი და საზიანო დასკვნა — მეტი ძალაუფლების მოპოვების უფლება. თანამედროვე ერაში გამოსწორდა ეს არაეთიკური ჩავარდნა, თუმცა ძლევამოსილის უფლების დარღვევისას თანამედროვე ერა ზედმეტად დაკავებული იყო და გამორჩა მეტად ძლიერის რეალური სიძლიერე და მისი პოლიტიკური გავლენის გარდაუვალობა.

ისტორიკოსი ჯონ ბიუ ფიქრობს, რომ რეალპოლიტიკის თანამედროვე გაგება განსხვავდება ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობისაგან. რეალპოლიტიკა წარმოიქმნა XIX საუკუნის შუა წლებში განმანათლებლობის „შეჯახებით“ სახელმწიფო ფრორმაციებსა და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან. ბიუ ფიქრობს, რომ რეალპოლიტიკის კონცეპტი იყო ადრეული მცდელობა გაეცათ პასუხი ლიბერალური მიზნების მიღწევის თავსატეხისათვის, რომელიც არ მიჰყვებოდა ლიბელარული განამანათლებლობის წესებს.

პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა და ლიბერალმა პოლიტიკის რეფორმატორმა, ლუდვიგ ფონ როჩაუმ ტერმინის გამოყენებას საფუძველი 1853 წელს ჩაუყარა, რასაც 1869 წელს მეორე ტომი დაამატა, სადაც კიდევ უფრო დახვეწა და გაამყარა ადრინდელი არგუმენტები. როჩაუ გადასახლებაში (პარიზში) ცხოვრობდა 1848 წლის რევოლუციებამდე, როდესაც დაბრუნდა გერმანიაში და რევოლუციის დროს გახდა გერმანიის ნაციონალურ-ლიბერალური პარტიის ცნობილი ფიგურა. მას შემდეგ, რაც 1848 წლის რევოლუციის შემდეგ ლიბერალების მიღწეული გამარჯვებები იმსხვერპლა იძულებითმა მთავრობებმა ან გადაფარულნი იქნენ ძლიერი სოციალური ძალების მიერ, როგორებიცაა კლასი, რელიგია და ნაციონალიზმი, როჩაუმ (ჯონ ბიუზე დაყრდნობით) დაიწყო ფიქრი, თუ როგორ ჩავარდა ენთუზიაზმით დაწყებული საქმე, რომელმაც ვერანაირი რეალური გრძელვადიანი ცვლილება მოიტანა.

როჩაუმ თქვა, რომ განმანათლებლობის უდიდესი მიღწევა იმის ჩვენება იყო, რომ ხელისუფლება ყოველთვის მართალი არ არის. შეცდომა, რაც ლიბერალებმა დაუშვეს ის იყო, რომ მათ ეგონათ ძლიერის კანონი გაქრებოდა, რადგანაც ის არასამართლიანი იყო. როჩაუმ დაწერა, რომ „ჯერიკოს კედლის დასანგრევად, რეალპოლიტიკოსმა იცის, რომ უბრალო წერაქვი უფრო გამოსადეგია, ვიდრე ყველაზე ძლევამოსილი საყვირი“. როჩაუს კონცეპტი ფართოდ იქნა ადაპტირებული გერმანელი მოაზროვნეების მიერ XIX საუკუნის შუა პერიოდში და მალევე გახდა ასოცირებული ოტო ფონ ბისმარკის სახელმწიფოთშენებასთან, რომელიც მან გერმანიის გაერთიანებაში ჩადო 1862-1871 წლებში. 1890 წლისათვის, სიტყვა „რეალპოლიტიკის“ გამოყენება ფართომასშტაბიანი გახდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო და უფრო შორდებოდა მის თავდაპირველ მნიშვნელობას.[4]

ისტორია და განშტოებები რედაქტირება

  • სუნ ძიმ, ჩინელმა სამხედრო სტრატეგიკოსმა, რომელმაც დაწერა „ომის ხელოვნება“ და შეიძლება ითქვას, რომ იწინასწარმეტყველა მომავალი რეალპოლიტიკის ასპექტები.
  • ჰან ფეი, ჩინელი ფილოსოფოსი, რომელმაც გაატარა ლეგალიზმის (ან ლეგიზმის) თეორიზაცია და მსახურობდა ცინის დინასტიის მეფის კარზე, მეომარი სახელმწიფოების პერიოდის დასასრულს. მისი თეორია ფოკუსირებული იყო ჯარიმებსა და ჯილდოებზე, როგორც სახელმწიფოს მართვის ხელსაწყოებზე. ჰან ფეი ფიქრობდა, ნეიტრალურ, მანიპულატორ მმართველზე, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს მეთაური და პარალელურად საიდუმლოდ გააკონტროლებდა მის მინისტრებს (რომლებიც ყოველგვარ პასუხისმგებლობას აიღებდნენ ნებისმიერ პოლიტიკაზე).
  • ნიკოლო მაკიაველი, იტალიელი პოლიტიკური ფილოსოფოსი რომელმაც დაწერა „Il Principe“ („პრინცი“), რომელშიც ამტკიცებს რომ პოლიტიკოსმა უნდა ეძიოს ძალაუფლება, რელიგიური და მორალური მოსაზრებების მიუხედავად.
  • კარდინალი რიშელიე, ფრანგი სასულიერო პირი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც გაანადგურა საშინაო ფრაქციონალიზმი და საფრანგეთი საერთაშორისო ასპარეზზე დომინანტურ პოზიციაზე მიიყვანა.
  • ტომას ჰობზი, ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელმაც დაწერა წიგნი „ლევიათანი“, რომელშიც ამბობს, რომ „ბუნებრივი სახელმწიფო“ მიდრეკილია „ყველას ომზე ყველას წინააღმდეგ“.
  • ფრიდრიხ II დიდი, პრუსიელი მონარქი, რომელმაც დიპლომატიური და სამხედრო ძალისხმევით პრუსია ევროპის დიდ ძალად აქცია.
  • შარლ მორის დე ტალეირანი, ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც საფრანგეთსა და ევროპას სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემაში გაუძღვა.
  • კამილო კავური, იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც დიპლომატიური მანევრებით მოახერხა სარდინიის სამეფოს ევროპის დიდ ძალად გადაქცევა, აკონტროლებდა თითქმის გაერთიანებულ იტალიას, რომელიც სარდინიაზე 5-ჯერ დიდი იყო.

ევროპა რედაქტირება

 
ოტო ფონ ბისმარკი, გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე და კანცლერი რომელიც ხშირად ასოცირებულია რეალპოლიტიკასთან

აშშ-ში, ტერმინი ხშირად ასოცირდება ძალაუფლების პოლიტიკასთან, თუმცა გერმნიაში რეალპოლიტიკას აქვს შედარებით ნაკლებად ნეგატიური გაგება, ახასიათებს რეალისტურ პოზიციას იდეალისტური (არარეალური) პოზიციების წინააღმდეგ. ის განსაკუთრებით არის ასოცირებული XIX საუკუნის ნაციონალიზმთან. რეალპოლიტიკური პოლიტიკები გატარებული იქნა 1848 წლის რევოლუციების ჩავარდნის შემდეგ, სახელმწიფოების გასაძლიერებლად და საზოგადოებრივი წესრიგის გასამყარებლად.

„პოლიტიკა არის შეძლების ხელოვნება.“
ოტო ფონ ბისმარკი, 1867 წლის ინტერვიუ

რეალპოლიტიკის ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი იყო, გერმანიისა და ვილჰელმ I-ის პირველი კანცლერი (1862-1890 წლებში), ოტო ფონ ბისმარკი. ბისმარკმა რეალპოლიტიკა გამოიყენა, რათა გერმანიაში დაემყარებინა პრუსიული დომინაცია. ის მანიპულირებდა პოლიტიკური პრობლემებით, როგორც შლეზვიგ-ჰოლშტაინის საკითხს, და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფოების ანტაგონიზაციით იწყებდა ომებს, საკუთარი მიზნების მისაღწევად. ასეთი პოლიტიკები ბისმარკისთვის დამახასიათებელ ნიშნად ითვლება, ის რეალური პოლიტიკური სამყაროს პრაგმატულად უყურებდა. ბისმარკის ითვისებდა სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების იდეებსა და ინოვაციებს, მაგალითად: სოციალისტების დასაქმებულთა დაზღვევა და პენსიები. ასე ბისმარკი იყენებდა პატარა ცვლილებებს, რათა თავიდან აერიდებინა დიდი რევოლუციური ცვლილებები. გერმანიის გაერთიანება და ავსტრიასთან ძმების ომის წამოწყება რეალპოლიტიკის მაგალითებად ითვლება.

ადოლფ ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის გერმანელებით დასახლებული რეგიონის (სუდატენლენდის) ანექსიის მცდელობა 1938 წლის მაისში შეიძლება ასევე ჩაითვალოს რეალპოლიტიკის მაგალითად. თავდაპირველად, ჰიტლერმა წარუმატებლად მოთხოვა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ედვარდ დენესს რეგიონის გადაცემა, თუმცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ნევილ ჩემბერლეინმა, მიუნხენის შეთანხმებით მეორე მსოფლიო ომის თავიდან არიდების მიზნით, დათანხმდა ჰიტლერის მოთხოვნას.

ედუარდ ჰალეტ კარი იყო ლიბერალი, რეალისტი, მემარცხენე ბრიტანელი ისტორიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიტიკოსი, რომელიც მხარს უჭერდა რეალისტურ საერთაშორისო პოლიტიკას. ის ფიქრობდა, რომ რეალიზმში არ არის მორალური განზომილებები და სწორია ის, რაც წარმატებულია, ხოლო, რაც წარუმატებელია - არასწორი. კარი დარწმუნებული იყო, რომ ბოლშევიკები გაიმარჯვებდნენ რუსეთის სამოქალაქო ომში და რეალპოლიტიკის საფუძვლებზე მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დეივიდ ლიოდ ჯორჯის სამხედრო მხარდაჭერას რუსეთის თეთრი მოძრაობის მიმართ.[5]

აშშ რედაქტირება

ამერიკული რეალპოლიტიკა 1960-იანებში დაიწყო პოლონელ-ამერიკელი ზბიგნიუ ბრზეზინსკის იდეებით, რომელიც შემდგომში იყო ჯიმი კარტერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების დარგში. მაკკარტიზმის და ჯონ ფოსტერ დალსის იდეებთან კონტრასტში, რომლების მიხედვით, აღმოსავლეთის ბლოკის სამხედრო „გათავისუფლება“ იყო საჭირო, ბრზეზინსკი წინ აყენებდა მშვიდობიან ჩართულობას, როდესაც მსახურობდა ჯონ კენედის და ლინდონ ჯონსონის მრჩევლად.[6]

ჰენრი კისინჯერი, ითვლება ადამიანად, რომელმაც რეალპოლიტიკის პოლიტიკები ფორმალურად გააცნო თეთრ სახლს, როდესაც რიჩარდ ნიქსონის სახელმწიფო მდივნად საუბრობდა.[7] ამ კონტექსტში ეს ნიშნავდა, რომ სახელმწიფო პრობლემებს პრაქტიკული მანერით გაუმკლავდებოდა და არა რაიმე პოლიტიკური დოქტრინით ან ეთიკებით, რაც რიჩარდ ნიქსონის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირით გამოხატა ამერიკული პუბლიკის ანტიკომუნისტური განწყობის და შეკავების პოლიტიკის მიუხედავად. სხვა მაგალითია კესინჯერის შატლის დიპლომატია 1973 წლის არაბ-ებრაული ომის შედეგ, როდესაც მან ისრაელს აიძულა დაეტოვებინათ სინაის ნახევარკუნძული, ნავთობის კრიზისის მიერ შექმნილი პოლიტიკური რეალობისაგან თავდასაცავად.

თავად კისინჯერმა განაცხადა, რომ მას არასოდეს გამოუყენებია ტერმინი რეალპოლიტიკა და თქვა, რომ ეს ტერმინი გამოიყენებოდა როგორც რეალისტი ასევე ლიბერალი მოაზროვნეების მიერ სხვადასხვა საგარეო პოლიტიკის გასაკრიტიკებლად.[8] კესინგერი მის დასმახურებებს სახელმწიფო მდივნის და ნაციონალური უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობეზე უყურებდა არა როგორც რეალპოლიტიკის სტანდარტულ პოლიტიკად გადაქცევას, მაგრამ ისე, როგორც სახელმწიფო მოღვაწე. კესინჯერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოღვაწის როლია „ამოიცნოს ძალის რეალური ურთიერთობები და გამოიყენოს ისინი საკუთარი სარგებლისთვის.“[9][10]

ამ კონტექსტში შესაძლებელია რეალპოლიტიკის გავლენის ჩამოყალიბების შესაძლებლობის დანახვა ამერიკულ პოლიტიკაში. რეალპოლიტიკის გავლენის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია პრაგმატულ და მოქნილ პოლიტიკებში, რომლებიც იცვლებიან სიტუაციის საჭიროებების მიხედვით. რეალპოლიტიკის შტრიხების დანახვა შესაძლებელია ბარაკ ობამას ადმინისტრაციაშიც.[11]

რეალპოლიტიკა განსხვავდება ყველა პოლიტკური იდეოლოგიისაგან იმით, რომ ის არ იმართება უცვლელი წესებით, მაგრამ არის მიზანზე ორიენტირებული და ლიმიტირებული, მხოლოდ საგანგებო შემთხვევებისათვის, რადგანაც რეალპოლიტკი მიმართულია ნაციონალური ინტერესების მიღწევის ყველაზე პრაქტიკული მეთოდებისაკენ, ის შეიძლება ხშირად იწვევდეს კომპრომისებს იდეოლოგიური პრინციპებისათვის. მაგალითად: ცივი ომის მიმდინარეობისას აშშ მხარს უჭერდა ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს, რათა შეექმნათ თეორიულად უფრო დიდი ნაციონალური ინტერესები ან გაემყარებინათ რეგიონების სტაბილურობა.[12][13][14][15] ცივი ომის დასრულების შემდეგ, მსგავსი პოლიტიკების გამოყენება გაგრძელდა მსოფლიოს სხავდასხვა რეგიონებში, როგორიცაა მაგალითად ახლო აღმოსავლეთი.[16][17][18][19]

დანიელ როსი, ელჩი, ბოლო პერიოდში მხარს უჭერდა საგარეო საქმეების მსგავს მიდგომას მის 2007 წლის წიგნ „სახელმწიფოთშენება: და როგორ აღვადგინოთ ამერიკის პოზიცია მსოფლიოში“.

ჩინეთი რედაქტირება

ჩინეთის „რეალისტური“ ტრადიციები ათასობით წელს ითვლის და ხშირად მოიხსენიება, როგორც ჩინური ლეგალიზმი, რომლის ყველაზე ცნობადი ასპექტი დასავლეთში ომის ხელოვნებაა.[20] ჩინური ადმინისტრაციული ორგანიზაციებს გავლენა დასავლურ ადმინისტრაციულ პრაქტიკებზე ჯერ კიდევ XII საუკუნიდან ჩანს და მათ ითამაშეს უმნიშვნელოვანესი როლი თანამედროვე სახელმწიფოების სისტემების ჩამოყალიბებაში.[21][22][23][24]

გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში (ძვ. წ. 771-476/403 წლები), „რეალისტური“ რეფორმები მიღებული იქნა შვიდი მეომარი სახელმწიფოს განვითარების მიზნით, რის შემდეგაც ცინის სახელმწიფომ შექმნა ჩინეთის პირველი იმპერია ძვ. წ. 221 წელს. ამ ერაში ჩამოყალიბებული თეორიებმა და იდეებმა, კონფუციანელობის ჩათვლით, გავლენა იქონია ჩინეთის ყველა დინასტიასა და მთავრობაზე.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Humphreys, Adam R. C. (2014) Realpolitik (en). John Wiley & Sons, Ltd, გვ. 3151–3152. DOI:10.1002/9781118474396. ISBN 9781118474396. 
  2. Haslam, Jonathan (2002). No Virtue Like Necessity: Realist Thought in International Relations since Machiavelli. London: Yale University Press, გვ. 168. ISBN 978-0-300-09150-2. 
  3. von Rochau, Ludwig (1859). Grundsätze der Realpolitik angewendet auf die staatlichen Zustände Deutschlands. 
  4. Bew, John (2014). Real Realpolitik: A History. Washington, D.C.: The Library of Congress. 
  5. Davies, Robert William "Edward Hallett Carr, 1892–1982" pages 473–511 from Proceedings of the British Academy, Volume 69, 1983 page 477.
  6. Gati, Charles (2013) Zbig: The Strategy and Statecraft of Zbigniew Brzezinski (en). JHU Press, გვ. 23–24. ISBN 9781421409771. ციტირების თარიღი: 1 June 2017. 
  7. Byrnes, Sholto. „Time to Rethink Realpolitik“. New Statesman. ციტირების თარიღი: 25 June 2011.
  8. Kissinger, Henry (June 2012). „The Limits of Universalism“. New Criterion.
  9. Kissinger, Henry (1999). A World Restored: Metternich, Castlereagh and the Problems of Peace, 1812–1822. London: Weidenfeld & Nicolson, გვ. 312–322. 
  10. Bew, John (2015). Realpolitik: A History. New York: Oxford University Press, გვ. 258. 
  11. Bew, John (2015). Realpolitik: A History. New York: Oxford University Press, გვ. 4–5. 
  12. (2001) „Dictatorships“, რედ. DeConde, Alexander: Encyclopedia of American Foreign Policy, Volume 1. Simon & Schuster, გვ. 499. ISBN 9780684806570. 
  13. Adams, Francis (2003). Deepening democracy: global governance and political reform in Latin America. Greenwood Publishing Group, გვ. 31. ISBN 9780275979713. 
  14. McMahon, Robert J. (1999). The limits of empire: the United States and Southeast Asia since World War II. Columbia University Press, გვ. 205. ISBN 9780231108805. 
  15. Grandin & Joseph, Greg & Gilbert (2010). A Century of Revolution. Durham, NC: Duke University Press, გვ. 397–414. 
  16. Chick, Kristen (14 May 2012). „US resumes arms sales to Bahrain. Activists feel abandoned“. The Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: 13 August 2014.
  17. Josh Rogin (2014-06-14). „America's Allies Are Funding ISIS“. The Daily Beast. ციტირების თარიღი: 2014-08-10.
  18. US support for human rights abroad: The case of Saudi Arabia. CSMonitor.com (2014-01-28). ციტირების თარიღი: 2014-08-10.
  19. „5 dictators the U.S. still supports“. The Week. 2011-02-03. ციტირების თარიღი: 2014-08-10.
  20. Wealth and Power. Orville Schell
  21. Creel, Herrlee G. (March 1974). „Shen Pu-Hai: A Secular Philosopher of Administration“. Journal of Chinese Philosophy. 1 (2): 119–136. doi:10.1111/j.1540-6253.1974.tb00644.x.
  22. Van der Sprenkel
  23. Origins of Statecraft in China
  24. Legalism and the Legalists of Ancient China. sjsu.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-12. ციტირების თარიღი: 2020-05-28.

კომენტარი რედაქტირება