ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეილა ლულიანა და კოსტა ვიეირა ლოპეს უმენიორა (პორტ. Leila Luliana da Costa Vieira Lopes Umenyiora, დ. 26 თებერვალი, 1986) — ანგოლელი მსახიობი, ტელეწამყვანი და მოდელი. მან გაიმარჯვა სილამაზის კონკურსებში, როგორებიცაა: მის ანგოლა 2010 და მის სამყარო 2011.

ლეილა ლოპესი

ლეილა ლოპესი 2012 წელს ტრიბეკას კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი პორტ. Leila Lopes
დაბადების სახელი ლეილა ლულიანა და კოსტა ვიეირა ლოპეს უმენიორა
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1986 (1986-02-26) (38 წლის)
ბენგელა, ანგოლა
მოქალაქეობა ანგოლის დროშა ანგოლა
განათლება სუფოლკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მოდელი, მსახიონი, ტელეწამყვანი
სიმაღლე 178 სანტიმეტრი[1]
ჯილდოები მის ანგოლა 2010;
მის სამყარო 2011

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ლოპესი დაიბადა 26 თებერვალს, 1986 წელს ბენგელაში, ანგოლაში.[2][3][4] სილამაზის კონკურსებში მონაწილეობის მიღებამდე ის სწავლობდა სუფოლკის უნივერსიტეტში, იფსუიჩში დიდ ბრიტანეთში.[3][5][6] ლოპესი აქტიურად მონაწილეობდა შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და ინფექციის მატარებელ ადამიანებს დისკრიმინაციისგან იცავდა.[3][7][8]

სილამაზის კონკურსები

რედაქტირება

მის ანგოლა 2010 (გაერთიანებული სამეფო)

რედაქტირება

იმ პერიოდში, როდესაც ლოპესი ცხოვრობდა და სწავლობდა ინგლისში, მან მონაწილეობა მიიღო დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ანგოლელების სილამაზის კონკურსზე. კოკნკურსში გამარჯვების შემდეგ მან მიიღო უფლება ანგოლის ინგლისური დიასპორა ეროვნულ კონკურსზე წარედგინა.[9]

მის ანგოლა 2010

რედაქტირება

ლოპესმა 18 დეკემბერს, ლუანდაში 20 კანდიდატი დაამარცხა და ოფიციალურად გახდა მის ანგოლა 2010. ამით მან მოიპოვა უფლება წარედგინა ანგოლა მის სამყაროს 2011 წლის კონკურსზე.[10] მოდელმა კონკურსის მსვლელობისას ასევე მოიპოვა ფოტოგენურობის ჯილდო.[11]

მის სამყარო 2011

რედაქტირება

2011 წლის 12 სექტემბერს ლეილა ლოპესმა მის სამყაროს ტიტული მოიგო სან-პაულუში, მექსიკაში, სადაც გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, მექსიკის წარმომადგენელმა ხიმენა ნავარატემ გადასცა.[12][13] ის მის სამყაროს მე-60 გამარჯვებულია და პირველი ანგოლელი, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო.[14]

2011 წლის ოქტომბერში ლოპესი ეწვია ინდონეზიას, სადაც ესწრებოდა ადგილობრივ საქველმოქმედო ღონისძიებებს და ჯაკარტაში ჩატარებულ ეროვნულ სილამაზის კონკურსს.[15][16]

2011 წლის დეკემბერში ლოპესი მიიწვიეს მის გაბონის პირველ შესარჩევ კონკურსზე ლიბრევილში, გაბონში, სადაც მოდელმა გამარჯვებულს, ნგუნიეს პროვინციის წარმომადგენელს, მარია-ნოელ ადას გვირგვინი დაადგა.[17]

 
ლეილა ლოპესი მის სამყაროს გვირგვინის მოპოვების შემდეგ

2012 წლის თებერვალში ლოპესი ეწვია იოჰანესბურგს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას. სამხრეთ აფრიკაში ყოფნის დროს მოდელს მის სამხრეთ აფრიკა 2011-მა, მელინდა ბამმა უმასპინძლა. ვიზიტის დროს, ლოპესი 16 თებერვალს დაესწრო ჯობრუგის მოდის კვირეულს. მან ასევე მოინახულა მელინდა ბამის ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია „Thuthuzela“, რომელიც მის სამხრეთ აფრიკამ ალექსანდრას დასახლებაში მიტოვებული და ობოლი ბავშვების დასახმარებლად შექმნა. ვიზიტის დროს მოდელი ასევე იმყოფებოდა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, მაფიკენგის კამპუსში.[18]

ლოპესმა იმოგზაურა დიუსელდორფში, გერმანიაში მის ამერიკა 2011-თან, ალისა კამპანელასა და მის ახალგაზრდა ამერიკა 2011-თან, დანიელ დოტისთან ერთად. შეიარაღებული ძალების შემეცნებით ტურზე, 2012 წლის 9-დან 14 მარტამდე.[19]

ლოპესი ასევე ესტუმრა კანის კინოფესტივალს ქალაქ კანში, საფრანგეთი 2012 წლის 23 მაისს. ის ასევე დაესწრო De Grisogono Glam Extravaganza- ს, რომელიც იმავე დღეს გაიმართა სასტუმრო Du Cap Eden-Roc- ში, ანტიბეს კონცხზე. ის იმყოფებოდა ლისაბონში, პორტუგალიაში სატელევიზიო რგოლების გადასაღებად და ფოტოსესიებისთვის გაზეთ Maxim Portugal-ის ინიციატივით.[20][21]

2012 წლის ივნისში ლოპესმა დაიწყო დასავლეთ აფრიკის ტური, რომელიც მოიცავდა: სენეგალს, კოტ-დ’ივუარს, განას, ტოგოსა და ნიგერიას.[22] ამავე თვის ბოლოს მოდელი გაემგავრა რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში მდგრადი განვითარების სამიტზე დასასწრებად.[23][24]

2012 წლის ოქტომბერში მოდელი ეწვია ნიკარაგუას „ashion for Smiles-ის“ ჩვენებას, რომელიც გაიმართა მანაგუაში.[25]

მის სამყაროს ტიტულის მოპოვების შემდეგ ლეილა ლოპესმა მოინახულა შემდეგი ქვეყნები: სინგაპური, ინდონეზია, ანგოლა, კამბოჯა, ბაჰამის კუნძულები, გაბონი, იამაიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გერმანია, დომინიკელთა რესპუბლიკა, პორტუგალია, საფრანგეთი, სენეგალი, კოტ-დ’ივუარი, განა, ტოგო, ნიგერია, გაიანა, ნიკარაგუა, ნამიბია, კენია, მოზამბიკი და ამერიკის შეერთებული შტატები.

დავა გამარჯვების ლეგიტიმურობის შესახებ

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც ლოპესმა მის სამყარო 2011-ის ტიტული მოიპოვა გაჩნდა ბრალდებები, რომ მოდელმა ყალბი დოკუმენტები გამოიყენა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ მის ანგოლის ბრიტანულ კონკურსზე, რამაც მას საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო მის ანგოლაზე და შემდგომში მის სამყაროზე.[9][26][27] ბრალმდებები ირწმუნებოდნენ, რომ ლოპესს კონკურსის პერიოდამდე ანგოლის გარეთ არასდროს უცხოვრია, ამიტომ მისთვის ბრიტანეთში მცხოვრები ანგოლელების კონკუსში მონაწილეობა დაუშვებელი იყო.[27][28] მოგვიანებით ყალბი დოკუმენტების გამოყენება უარყვეს როგორც ლოპესმა, ასევე მის სამყაროს ორგანიზატორებმა.[29] ლოპესმა დამატებით განაცხადა, რომ ინგლისში ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.[30]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2013 წლის თებერვალში ლოპესი დაინიშნა ნიუ-იორკ ჯაიანტსის ყოფილ მოთამაშეზე, ოსი უმენიორაზე მონაკოში.[31] ისინი დაქორწინდნენ 30 მაისს, 2015 წელს.[32][33] 2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ლოპესი პირველ შვილს ელოდებოდა.[34] ამავე წლის ბოლოს წყვილს ვაჟი შეეძინა.[35]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Leila: The girl from Benguela has ascended to the throne of beauty“. Jornal de Angola. 6 March 2011. ციტირების თარიღი: 17 March 2011.
  2. Gil, Liliana (13 September 2011). „Congratulations Miss Angola! Latinas Dominate Audience Voting“. Fox News Latino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 23 September 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 Leila Lopes Bio. Miss Universe Speakers Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 23 September 2012
  4. Miss Universe Leila Lopes Covers Maxim Portugal. Mankind Unplugged. ციტირების თარიღი: 23 September 2012
  5. Beleza made in Benguela. ციტირების თარიღი: 6 October 2011[მკვდარი ბმული]
  6. Rendezvous With Miss Universe and Puteri Indonesia 2011 Part 1. ციტირების თარიღი: 25 September 2012
  7. Miss Universe 2011 Leila Lopes Named Ambassador of HIV Prevention For AID FOR AIDS International. Aid For AIDS International (28 October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 23 September 2011
  8. Miss Universe on Mission To Educate Africa & The World. Anurun Productions. ციტირების თარიღი: 23 September 2012
  9. 9.0 9.1 Dupri, Alexx. Miss Universe 2011 Accused of Fabricating Documents. ციტირების თარიღი: 21 September 2011
  10. „Twenty-one candidates fight today for the title of Miss Angola 2011“. Angola Press Agency. 18 December 2010. ციტირების თარიღი: 18 December 2010.
  11. „President of the Republic attends Miss Angola 2011“. Angola Press Agency. 18 December 2010. ციტირების თარიღი: 18 December 2010.
  12. Elliott, Christopher (14 September 2011). „Miss Universe 2011 pageant crowns Miss Angola, Leila Lopes“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 23 September 2012.
  13. Miss Angola Leila Lopes is Miss Universe 2011! retrieved 12 September 2011
  14. Miss Angola Leila Lopes named Miss Universe at 60th annual pageant in Brazil. Hearst Magazines UK. ციტირების თარიღი: 25 September 2012
  15. Miss Universe Goes Sideways in Indonesia. Asia Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 September 2012
  16. Miss Universe 2011 in Indonesia. ციტირების თარიღი: 25 September 2012
  17. Marie Noelle Ada : Miss Universe Gabon 2012. Livewireworld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 September 2012
  18. Leila Lopes Miss Universe arrived to South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 October 2017
  19. MISS UNIVERSE, MISS USA, MISS TEEN USA SET TO TRAVEL TO GERMANY ON USO TOUR. United Service Organizations INC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 September 2012
  20. Leila Lopes Attends 65th Cannes Film Festival Party. ციტირების თარიღი: 25 September 2012[მკვდარი ბმული]
  21. Leila Lopes mostra porque é a mais bela do Universo. Diário de Notícias (30 May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 25 September 2012
  22. Saturday Exclusive: Miss Universe 2011 Leila Lopes SOS Tour To West Africa. PR UNO Limited (9 June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 23 September 2012
  23. Miss Universe and Drylands Expert Tag Together, Calling for Greater Efforts to Secure Healthy Soils and Combat Desertification. UNCCD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 23 September 2012
  24. Miss Universo 2011 participa da Rio+20. Grupo Bandeirantes de Comunicação (17 June 2012). ციტირების თარიღი: 23 September 2012
  25. Fashion for Smiles: A Successful Event. Global Beauties (20 October 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 16 November 2012
  26. ¿Hubo fraude en Miss Universo 2011? (Short version). Infobae.com (14 September 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 23 September 2012
  27. 27.0 27.1 Miss Universe Accused of Faking Documents for Pageant. ABC News. ციტირების თარიღი: 17 September 2011
  28. Mid Day: Miss Universe accused of faking documents. MiD Day Infomedia Ltd.. ციტირების თარიღი: 18 September 2011
  29. PIX Morning News – Miss Universe 2011 Leila Lopes First Interview (9-19-11). ციტირების თარიღი: 7 October 2011
  30. Miss Universe Leila Lopes Responds to Her Haters and More. Eurweb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 7 October 2011
  31. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-25. ციტირების თარიღი: 2013-02-16
  32. Leila Lopes: "As angolanas estão mais poderosas, determinadas e independentes" - ANGONOTÍCIAS. ციტირების თარიღი: 2017-07-10
  33. 'Osi Umenyiora e Leila Umenyiora Comentam sobre as mensagens da suposta amante de OSi Fonte: Jet 7 Angola. Platina Oline (31 May 2015). ციტირების თარიღი: 22 July 2015
  34. Baby Loading… Miss Universe 2011 Leila Lopes and Husband Osi Umenyiora are Pregnant ??. Bella Naija (28 February 2018).
  35. Wright, John. (7 April 2019) British NFL star Osi Umenyiora: 'I was paid $25,000 to sign autographs for an hour'. Telegraph.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეილა_ლოპესი“-დან