ნგუნიე
ნგუნიე (ფრანგ. Ngounié) — პროვინცია გაბონის სამხრეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მუილა.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
ნგუნიე ფრანგ. Ngounié | |||
| |||
ქვეყანა | გაბონი | ||
ადმ. ცენტრი | Mouila | ||
კოორდინატები | 1°36′00″ ს. გ. 11°00′00″ ა. გ. / 1.60000° ს. გ. 11.00000° ა. გ. | ||
ფართობი | 37 750 კმ² | ||
მოსახლეობა | 100 838 კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 2,67 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაპროვინციის ფართობი შეადგენს 37 750 კმ²-ს. სამხრეთიდან ესაზღვრება ნიანგის პროვინციას, დასავლეთიდან ოგოუე-მარიტიმის პროვინციას, ჩრდილოეთიდან შუა ოგოუეს პროვინციას, აღმოსავლეთიდან ოგოუე-ლოლოს პროვინციას, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კონგოს რესპუბლიკას. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ პროვინციას კვეთავს მდინარე ნგუნიე, მდინარე ოგოუეს ყველაზე უფრო დიდი მარცხენა შენაკადი.
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 100 838 ადამიანს[1][2][3][4].
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1993 | 2013 |
---|---|
77 781 | 100 838 |
დეპარტამენტები
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 9 დეპარტამენტად:
- ბუმი-ლუეტსი (ადმ. ცენტრი — მბიგუ) (Boumi-Louetsi)
- დოლა (ადმ. ცენტრი — ნდენდე) (Dola)
- დუია-ონოუე (ადმ. ცენტრი — მუილა) (Douya-Onoye)
- ლუეტსი-ბიბაკა (ადმ. ცენტრი — მალინგა) (Louetsi-Bibaka)
- ლუეტსი-ვანო (ადმ. ცენტრი — ლებამბა) (Louetsi-Wano)
- მუგალაბა (ადმ. ცენტრი — გიეტსუ) (Mougalaba)
- ნდოლუ (ადმ. ცენტრი — მანჯი) (Ndolou)
- ოგულუ (ადმ. ცენტრი — მიმონგო) (Ogoulou)
- ტსამბა-მაგოტსი (ადმ. ცენტრი — ფუგამუ) (Tsamba-Magotsi)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (citypopulation)
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (statoids)