ნიანგა
ნიანგა (ფრანგ. Nyanga) — პროვინცია გაბონის სამხრეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჩიბანგა.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიანგა ფრანგ. Nyanga | |||||
| |||||
ქვეყანა | გაბონი | ||||
ადმ. ცენტრი | Tchibanga | ||||
კოორდინატები | 3°00′00″ ს. გ. 11°00′00″ ა. გ. / 3.00000° ს. გ. 11.00000° ა. გ. | ||||
ფართობი | 21 285 კმ² | ||||
მოსახლეობა | 52 854 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 2,48 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაპროვინციის ფართობი შეადგენს 21 285 კმ²-ს. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ოგოუე-მარიტიმის პროვინციას, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ნგუნიეს პროვინციას, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კონგოს რესპუბლიკას.
დასავლეთიდან პროვინციას გარს ეკვრის ატლანტის ოკეანის გვინეის ყურის წყლები. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ პროვინციაში მიედინება მდინარე ნიანგა, რომელიც ჩაედინება ატლანტის ოკეანეში.
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 52 854 ადამიანს[1][2][3][4].
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1993 | 2013 |
---|---|
39 430 | 52 854 |
დეპარტამენტები
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 6 დეპარტამენტად:
- ბასე-ბანიო (ადმ. ცენტრი — მაუმბა) (Basse-Banio)
- დუიგნი (ადმ. ცენტრი — მოაბი) (Douigny)
- დუტსილა (ადმ. ცენტრი — მაბანდა) (Doutsila)
- ზემო ბანიო (ადმ. ცენტრი — ნდინდი) (Haute-Banio)
- მონგო (ადმ. ცენტრი — მულინგი ბინზა) (Mongo)
- მუგუტსი (ადმ. ცენტრი — ჩიბანგა) (Mougoutsi)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (citypopulation)
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (statoids)