ოგოუე (ფრანგ. Ogooué) — მდინარე გაბონში და კონგოს რესპუბლიკაში. წყლის საშუალო ხარჯი — 4706 მ³/წმ.

ოგოუე
ფრანგ. Ogooué
ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
სათავე 2°56′27″ ს. გ. 13°48′02″ ა. გ. / 2.9409833° ს. გ. 13.8007722° ა. გ. / -2.9409833; 13.8007722
სათავის სიმაღლე 0 მ
შესართავი გვინეის ყურე
0°57′40″ ს. გ. 8°50′52″ ა. გ. / 0.96111° ს. გ. 8.84778° ა. გ. / -0.96111; 8.84778
სიგრძე 1200 კმ
აუზის ფართობი 223 856 კმ²
ოგოუე — გაბონი
ოგოუე
ოგოუე
— სათავე, — შესართავი
ოგოუე ვიკისაწყობში

გეოგრაფია რედაქტირება

ოგოუე — დასავლეთი აფრიკის ერთ-ერთი დიდი მდინარე. მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1200 კმ-ს, აუზის მოცულობა შეადგენს 223 856 კმ² ფართობს გაბონის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის და კამერუნის ტერიტორიებზე; აქედან 173 000 კმ² მოდის გაბონის წილზე (73 %).

მდინარის სათავეები მდებარეობენ კენგუეში, ბატეკეს პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, კონგოს რესპუბლიკაში. ბუმანგოს მახლობლად ოგოუე გადაჰკვეთს კონგოს რესპუბლიკა-გაბონის სახელმწიფო საზღვარს და მიედინება გაბონის პროვინციებში: ზემო ოგოუე, ოგოუე-ლოლო, ოგოუე-ივინდო, შუა ოგოუე და ოგოუე-მარიტიმი, რომლებსაც სახელები ამ მდინარის გამო დაერქვათ. მულონგოს რაიონში მდინარეზე მდებარეობენ პუბარას ჩანჩქერები. მდინარე სანაოსნოა ქალაქ ნჯოლედან მის შესართავამდე გვინეის ყურეში, ქალაქ პორტ-ჟანტილის სამხრეთით, სადაც ოგოუე ქმნის უზარმაზარ დელტას, სიგრძით 100 კმ და სიგანით 100 კმ.

ევროპელთაგან პირველმა მდინარე ოგოუე XIX საუკუნის 70-იან წლებში გამოიკვლია ფრანგმა მოგზაურმა პიერ სავორნიან დე ბრაზამ.

ყველაზე უფრო დიდი შენაკადები რედაქტირება