კიროს II დიდი
კიროს II დიდი (ძვ. სპარს. Kūruš, ბაბილ. Kuraš; დ. დაახ. ძვ. წ. 590 ან 576 — გ. აგვისტო, ძვ. წ. 530) — სპარსეთის იმპერიის დამფუძნებელი, აქამენიდთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი. დაიპყრო მიდია და ორი ირანული სამეფო გააერთიანა. მეფობდა ძვ. წ. 559 წლიდან გარდაცვალებამდე. მისი მმართველობის პერიოდში იმპერიამ მოიცვა მთელი სამხრეთ-დასავლეთი აზია და ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი, ეგვიპტედან და ჰელესპონტიდან დასავლეთით მდინარე ინდუსამდე აღმოსავლეთით, შექმნა რა უდიდესი სახელმწიფო ისტორიაში.
კიროს II დიდი | |
---|---|
სპარსეთის მეფეთ-მეფე, ანშანის მეფე, მიდიის მეფე, ბაბილონის მეფე, შუმერისა და აქადის მეფე, მსოფლიოს ოთხი კუთხის მეფე | |
აქემენიანთა სპარსეთის 1-ლი მეფეთ-მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | უცნობია |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | თამანდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე: | კამბისე II |
სპარსეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 559 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | კამბისე I |
მემკვიდრე: | კამბისე II |
მიდიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 550 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | ასტიაგე |
მემკვიდრე: | კამბისე II |
ლიდიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 547 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | კრეზი |
მემკვიდრე: | კამბისე II |
ბაბილონის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 539 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | ნაბონიდი |
მემკვიდრე: | კამბისე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ.წ. 600 ან ძვ.წ. 576 |
დაბ. ადგილი: | ანშანი, სპარსეთი |
გარდ. თარიღი: | 4 დეკემბერი, ძვ.წ. 530 |
გარდ. ადგილი: | სირდარიას გასწვრივ, სპარსეთი იმპერია |
მეუღლე: | კასანდანე, ამიტის შაჰბანუ |
შვილები: | კამბისე II, ბარდია, არტისტონი, ატოსა, როქსანა |
დინასტია: | აქემენიდები |
მამა: | კამბისე I |
დედა: | მანდანა მიდიელი |
მისი წარმომავლობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს: ერთი ვერსიით, კიროსი, მიდიის სახელმწიფოში შემავალი პერსიდის მეფის კამბისე I-სა და ასტიაგეს ასულის მანდანეს შვილი იყო, მეორე ვერსიით კი, მეფური წარმოშობის არ ყოფილა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკიროსის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. თვლიან, რომ ის დაიბადა ძვ. წ. 600-590 წლების შუალედში. ინფორმაციას მისი ბავშვობას და ახალგაზრდობის შესახებ, მხოლოდ ლეგენდებში ვხვდებით, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე წერდა, რომ უკვე ძვ.წ. V საუკუნეში მეფე კიროსის შესახებ სხვადასხვანაირად წერდნენ.
კიროს II-მ გააერთიანა სპარსეთის ტომები (ძვ. წ. 558), სათავეში ჩაუდგა ასტიაგეს წინააღმდეგ აჯანყებას (ძვ. წ. 553) და მიდიელებისავე დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო იგი. მიდია-სპარსეთის გაერთიანების (ძვ. წ. 550) შემდეგ კიროს II აგრძელებდა კიაქსარეს დაპყრობით პოლიტიკას. ძვ. წ. 547 წელს დაიმორჩილა ჩრდ. ასურეთი, კილიკია, ლიდია, დაიპყრო მცირე აზიის ბერძნული ქალაქები, ძვ. წ. 545-539 წლებში შუა აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი. „როდესაც კიროსმა მიზანში ამოიღო ბაბილონი, ის ყველაზე დიდებულ ქალაქად ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა მთელ იმდროინდელ მსოფლიოშიც კი“, — ნათქვამია ერთ ისტორიულ წიგნში (Ancient World Leaders — Cyrus the Great). ბაბილონი მდ. ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ქალაქის მასიურ კედლებს გარშემოვლებული ჰქონდა წყლით სავსე თხრილები. ეს დამცავი საშუალებები ქალაქში შეღწევას შეუძლებელს ხდიდა.კიროსის მეომრებმა მდინარე ევფრატს მიმართულება შეუცვალეს, რის შედეგადაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად იკლო. ჯარისკაცებმა ფეხით გადაკვეთეს მდინარე და ასე მიაღწიეს ქალაქის კარიბჭეებამდე, რომლებიც ღია დარჩენოდათ.
ლიდიის დაპყრობის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო კიროსის მიერ მიდიის სამეფოზე გამარჯვებასა (ძვ. წ. 550) და ბაბილონის დაპყრობას შორის (ძვ. წ. 539). მძიმე ბრძოლების შემდეგ კიროსმა დაიკავა მიდიის სამეფოს დედაქალაქი ეკბატანა (ახლანდ. ჰამადანი), რომელიც აქემენიდთა იმპერიის ცენტრი გახდა, და ბოლო მოუღო მიდიის სამეფოს დამოუკიდებლობას.
კიროს II-ს მიეწერება პასარგადეს დაარსება. შუა აზიის მომთაბარე ტომების თავდასხმებისგან სახელმწიფოს ჩრდ.-აღმ. საზღვრების დასაცავად მან გაილაშქრა მასაგეტების წინააღმგედ. კიროსისთვის საბედისწერო გახდა მასაგეტების წინააღმდეგ ბრძოლა. ძვ. წ. 530 წლის ზაფხულში მან გადაიარა მდ. ამუდარია, სადაც დამარცხდა და დაიღუპა. ჰეროდოტეს ცნობით, კიროსზე შური იძია მასაგეტების დედოფალმა ტომირისმა ვაჟის სიკვდილისთვის. კიროს II-ის მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება იყო დაპყრობილი ხალხების კულტურულ ფასეულობათა მიღება-ათვისება და შემწყნარებლური პოლიტიკა ხალხთა რელიგიისა და ადათებისადმი. კიროს II-ის მოქნილი პოლიტიკის დადასტურებაა ებრაელების გათავისუფლება „ბაბილონის ტყვეობიდან“. მისდამია მიძღვნილი ძველაღმოსავლური და ანტიკური ლიტერატურის მთელი რიგი ნაწარმოებები.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაყველა ბერძენი მწერალი თვლის, რომ სახელი კიროსი მეფეს დაბადებიდანვე კი არ ჰქონდა, არამედ ტახტზე ასვლის შემდეგ უწოდეს.
სახელი კიროსი არის ლათინური ფორმა, რომელიც წარმოიშვა ბერძნული ენიდან Kūros. სახელი და მისი მნიშვნელობა სხვადასხვა ენაზეა ჩაწერილი ძველ წარწერებში. ძველი ბერძენი ისტორიკოსები ქტესია კნიდოსელი და პლუტარქე აღნიშავდნენ, რომ სახელი კიროსი მოდიოდა სახელიდან Kūros, მზე, რომლის კონცეფცია მოდიოდა მნიშვნელობიდან „ისე როგორც მზე“.
კიროსის ცილინდრი
რედაქტირებაამ დროს ჩნდება დოკუმენტი, რომელიც დაწერილი იყო ბაბილონურად ბაბილონელებისთვის,- „კიროსის ცილინდრი“. იგი შეადგინეს პროსპარსულად განწყობილმა ოლიგარქებმა.
მანიფესტის საკმაოდ ვრცელ წინასიტყვაობაში ხატოვნად არის აღწერილია მეფე ნაბონიდის „უსახურობა“ და წყენა, რომელიც მიაყენა მარდუქს, ესაგილეს ტაძარს და ბაბილონს. როდესაც მარდუქის მოთმინება ამოიწურა, მან მოძებნა კიროსი, ანშანის მეფე, მოსცა მას ხალხზე ძალაუფლება და ჩააბარა ბაბილონი, რომელიც დიდი სიხარულით შეხვდა კიროსს, ვინაიდან მან გაათავისუფლა ნაბონიდისგან. მანიფესტის ბოლოში არის ბაბილონის ღმერთებისადმი კიროსის საკეთილდღეო ლოცვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ძველი აღმოსავლეთის ისტორია, მუჰამედ დანდამაევი; წიგნის გაცნობა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 534.