როქსანა
როქსანა (სპარს. روخشنه, ბერძ. Ρωξάνη; დ. ძვ. წ. 340, ბაქტრია — გ. ძვ. წ. 310, მაკედონია) — ბაქტრიის პრინცესა. მაკედონიის, სპარსეთისა და ეგვიპტის დედოფალი ძვ. წ. 327-323 წლებში როგორც ალექსანდრე III მაკედონელის პირველი ცოლი. ალექსანდრე IV მაკედონელის დედა.
როქსანა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
ძვ. წ. 340 ბაქტრია |
გარდაცვალების თარიღი |
ძვ. წ. 310 მაკედონია |
რელიგია | ზოროასტრიზმი |
მეუღლე(ები) | ალექსანდრე მაკედონელი |
შვილ(ებ)ი | ალექსანდრე IV |
მშობლები | მამა: ოქსიარტესი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაროქსანა დაიბადა ძვ. წ. 340 წელს ბაქტრიაში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ოქსიარტესის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მამამისი იყო სპარსეთის მეფე არტაქსერქსე V-ის მიერ დანიშნული ბაქტრიისა და სოგდიანიის სატრაპი. ისტორიკოსთა მტკიცებით, ოქსიარტესი ჩართული იყო დარიოს III-ის მკვლელობის საქმეში, თუმცაღა ალექსანდრე მაკედონელმა იგი სიკვდილით არ დასაჯა. არტაქსერქსეს ჩამოგდებისა და დატყვევების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა დაიკავა დედაქალაქი და მთელი სპარსეთი, რის შემდეგაც თავი მის მეფედ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ოქსიარტესი და სხვა ირანელი წარჩინებულები ბერძენთა წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ. ამ დროს მან თავისი ოჯახი და მათ შორის როქსანაც სოგდანიაში მდებარე ციხესიმაგრეში გადამალა, რომელთაც მისი თანამებრძოლი სპიტამინესი იცავდა.
მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ალექსანდრემ მაინც დაპყრო ბაქტრიაცა და სოგდანიაც, რასაც იმ ციხის დაცემა მოჰყვა, სადაც ოქსიარტესის ოჯახი იმალებოდა. მის აღებას უშუალოდ სარდლობდა ალექსანდრეც, რომელსაც როქსანა პირველივე ნახვისთანავე შეუყვარდა. ძვ. წ. 327 წელს ალექსანდრე მაკედონელმა ცოლად როქსანა ბაქტრიელი შეირთო, რომელიც მისი პირველი ცოლი და დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ როქსანას მისი თანამემამულეები და ოჯახის წევრები სთხოვდნენ, რომ მასზე არ დაქორწინებულიყო, თუმცა იგი ქორწინებაზე მაინც დასთანხმდა. ქორწილიდან მალევე ალექსანდრე ინდოეთში შეიჭრა, რომლის გუბერნატორადაც თავისი სიმამრი, ოქსიარტესი დანიშნა. ინდოეთში ლაშქრობის პერიოდში, როქსანა და მისი ახლობლები უსაფრთოდ და მდიდრულად ცხოვრობდნენ სუსაში. დაბრუნებულმა ალექსანდრემ როქსანას ძმა მალევე გააწევრიანა ძალზე ელიტარულ კავალერიაში.
ძვ. წ. 323 წლის ივლისში ალექსანდრე მაკედონელი მოულოდნელად გარდაიცვალა. ივარაუდება, რომ იგი მალარიამ შეიწირა, თუმცა ბევრის მოსაზრებით, იგი ალექსანდრეს მეორე და მესამე ცოლებმა: სტატეირა II-მ და პარისატიდა II-მ მოწამლეს სტატეირას დასთან, დრიფტეისთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სტატეირა და დრიფტეისი დარიოს III-ის ქალიშვილები იყვნენ, პარისატიდა კი არტაქსერქსე V-ის ასული იყო, რის გამოც მათ სძულდათ ალექსანდრე.
დაქვრივებისას როქსანა ალექსანდრესგან იყო ორსულად, რის შემდეგაც სულ ერთ თვეში, ძვ. წ. 323 წლის აგვისტოში, ბაბილონში მან ვაჟი, მომავალი მეფე ალექსანდრე IV გააჩინა.
დედოფალი როქსანა და მისი მცირეწლოვანი ვაჟი სასწრაფოდ ჩაიყვანა მაკედონიაში ალექსანდრეს დედამ, დედა-დედოფალმა ოლიმპიადამ. ძვ.წ. 316 წელს დედოფალი ოლიმპიადა კასანდერმა მოკლა, რომელმაც როქსანა და მისი ვაჟი ამფიპოლისში, ციხესიმაგრეში გამოკეტა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ძვ. წ. 311 წელს ალექსანდრე IV-ს ოფიციალურად ჩამოერთვა სამეფო ტახტი კასანდერმა დაიკავა. ძვ. წ. 310 წელს, დედოფალი როქსანა სწორედ მისი ბრძანებით მოწამლეს. შემდგომში, დაუცველად დარჩენილი ალექსანდრე IV, ძვ. წ. 309 წელს მარტივად მოკლა კასანდერმა, რადგან მას ეშინოდა, რომ როქსანა და ალექსანდრე ტახტს დაიბრუნებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Badian, Ernst (2015). "ROXANE". Encyclopaedia Iranica.
- Renault, Mary (2001). The Nature of Alexander the Great. Penguin. ISBN 978-0-14-139076-5.
- Plutarch (1919). Perrin, Bernadotte (ed.). Plutarch, Alexander. Perseus Project. Retrieved 6 December 2011.
- Plutarch (1936). Babbitt, Frank Cole (ed.). On the Fortune of Alexander. IV. Loeb Classical Library. pp. 379–487. Retrieved 26 November 2011.
- Horn, LT Bernd; Spencer, Emily, eds. (2012), No Easy Task: Fighting in Afghanistan, Dundurn Press Ltd, p. 40, ISBN 9781459701649
- Ahmed, S. Z. (2004), Chaghatai: the Fabulous Cities and People of the Silk Road, West Conshokoken: Infinity Publishing, p. 61.
- Strachan, Edward and Roy Bolton (2008), Russia and Europe in the Nineteenth Century, London: Sphinx Fine Art, p. 87, ISBN 978-1-907200-02-1.
- Carlos Ramirez-Faria (2007), Concise Encyclopedia of World History, New Delhi: Atlantic Publishers & Distributors, p. 450, ISBN 81-269-0775-4.