სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარიოსი.

დარიოს III ან კოდომანი (დაახ. ძვ. წ. 380 - 330) — სპარსეთის აქამენიდთა იმპერიის ბოლო მეფე ძვ. წ. 336-330 წლებში. დარიოს III-მ შეძლო მმართველობის განმტკიცება და ეგვიპტეც დაიმორჩილა (ძვ. წ. 335 წ.), მაგრამ ალექსანდრე მაკედონელმა, ძვ. წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში დაამარცხა. ძვ. წ. 331 წელს კი გავგამელასთან მისი არმია საბოლოოდ გაანადგურა. ალექსანდრე მაკედონელის მიერ დამარცხების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და აღმოსავლეთ ირანს შეაფარა თავი, აქ იგი მოკლა მისმავე ნათესავმა ბაქტრიის სატრაპმა ბესოსმა. დარიოს III-ის სიკვდილის შემდეგ აქემენიდთა სახელმწიფო დაემხო.

დარიოს III
Darius III
აქემენიანთა სპარსეთის ბოლო მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 336
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 330
წინამორბედი: არტაქსერქსე IV
მემკვიდრე: არტაქსერქსე V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 380
დაბ. ადგილი: სპარსეთი
გარდ. თარიღი: ივლისი ძვ.წ. 330
გარდ. ადგილი: ბაქტრია
მეუღლე: სტატეირა I
შვილები: სტატეირა II
დრაიპეტისი
დინასტია: აქემენიანები
მამა: არსამესი
დედა: სისიგამბისი
რელიგია: ზოროასტრიზმი

ლიტერატურა

რედაქტირება