მასაგეტები
მასაგეტები — ძვ. ბერძენ ავტორთა მიხედვით მოსახლეობა იმიერკასპიისა და არალისპირეთს შორის. მასაგეტების ეთნიკური კუთვნილების შესახებ მეცნიერებაში ერთიანი აზრი არ არსებობობს. ჰეროდოტეს ცნობით, მასაგეტები მომთაბარენი იყვნენ, იბრძოდნენ ქვეითად და ცხენებით, თაყვანს სცემდნენ მზეს, აღჭურვილი იყვნენ სპილენძისა და ოქოროს იარაღით. მათთან ბრძოლაში დაიღუპა აქამენიდთა სახელმწიფოს დამაარსებელი კიროსი, რომელიც დაამარცხა მასაგეტების „დედოფალმა“ ტომირისმა. სტრაბონი მასაგეტებს აკუთვნებს არალისპირეთის ბინადარ მცხოვრებთ, რომლებიც პრიმიტიულ ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ, აგრეთვე ზოგიერთ მიწათმოქმედ ტომს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 479.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Herodotus Histories
- Ammianus Marcellinus დაარქივებული 2006-10-17 საიტზე Wayback Machine.