ინტერმარიუმი
ინტერმარიუმი, აგრეთვე ცნობილი როგორც მეჟდუმორიე (ლათ. Intermarium; პოლ. Międzymorze). სიტყვასიტყვით „ზღვათაშორისი“ ან „ზღვათა შუა“) — პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონელი ლიდერის, იუზეფ პილსუდსკის მიერ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ ფედერაციაში[1][2][3][4][5] გაერთიანების გეგმა. თავდაპირველად, ფედერაციაში მოწვეული ქვეყნები იყვნენ: ბალტიისპირა ქვეყნები (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი),[6] ფინეთი, ბელარუსი, უკრაინა, იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია.[7][8]
პოლონური სიტყვა Międzymorze („მეჟდუმორიე“), რომელიც ითარგმნება, როგორც „ზღვათაშორისი“ ან „ზღვათა შუა“, ლათინური სიტყვა Intermarium-სგან იღებს სათავეს.[9]
ფედერაცია უნდა მიმსგავსებოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობას, რომელიც ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში აერთიანებდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სამთავროს.
ინტერმარიუმი, ასევე, შეიცავდა პილსუდსკის სხვა გეოპოლიტიკურ ხედვას — პრომეთეიზმს, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის იმპერიის დანაწევრებასა და იმპერიებისთვის ტერიტორიული გაფართოების უფლების ჩამორთმევას.[10][11][12][13]
ლიტველების ნაწილი, პილსუდსკის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ახალშექმნილი დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებად აღიქვამდნენ, ხოლო უკრაინელებისთვის კი ის, დამოუკიდებლობის მიღების ერთ-ერთ შემაფერხებელ ბარიერად აღიქმებოდა.[14][15] იდეას, ასევე, ეწინააღმდეგებოდა რუსეთი და დასავლეთ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა, გარდა საფრანგეთისა, რომელიც მხარს უჭერდა ერთიანი აღმოსავლეთ ევრპის იდეას.[16][17]
პილსუდსკის გრანდიოზული იდეის ჩავარდნის შემდეგ, ყველა ის ქვეყანა, რომლებიც ინტერმარიუმის შესაძლო კანდიდატებად მიიჩნეოდა, ფინეთის გარდა, საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მხარეებს მიემხრნენ.
ისტორიული პრეცენდენტები
რედაქტირებათანამეგობრობა
რედაქტირებაპოლონეთ-ლიტვის კავშირი და სამხედრო ალიანსი წარმოადგენდა ერთიან პასუხს საერთო საფრთხის წინააღმდეგ, რომელსაც ტევტონთა ორდენი წარმოადგენდა. ალიანსი პირველად 1385 წელს, პოლონეთის დედოფლის იადვიგასა და ლიტვის გედიმინოვჩების დინასტიის წევრის, დიდი ჰერცოგის, იაგაილოს შეუღლებით ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი შემდგომ პოლონეთის მეფე გახდა და ცნობილი იყო, როგორც ვლადისლავ II იაგაილო.
ხანგრძლივმოქმედი ფედერაცია, მოგვიანებით, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობად გარდაიქმნა, რომელმაც XVIII საუკუნემდე იარსება, სანამ ის პრუსიის სამეფოს, ავსტრიისა და რუსეთის იმპერიებს შორის გადანაწილებოდა.
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში, ასევე, არსებობდა რამდენიმე ტერიტორიული გაფართოების იდეა, რომელიც მიზნად ისახავდა პოლონეთ-ლიტვა-მოსკოვიის ან პოლონეთ-ლიტვა-რუტენიის თანამეგობრობის შექმნას, მაგრამ ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.
ჩარტორისკის გეგმა
რედაქტირება1832-61 წლებში, ნოემბერ-იანვრის აჯანყების პერიოდში, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, დევნილობაში მყოფმა, პრინცმა, ადამ ჩარტორისკიმ, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის განახლების იდეა წამოაყენა.
1792 წლის პოლონეთ-რუსეთის ომში, ჩარტორისკი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა. რომ არა მისი ბრიუსელში დაკავება, ის, ასევე, აპირებდა ბრძოლას კოსტიუშკოს 1794 წლის აჯანყებაში. შემდგომ, 1795 წელს, ის და მისი ახალგაზრდა ძმა, რუსეთის არმიაში ჩაეწერნენ. მისმა წარმატებამ ეკატერინე დიდი ისე აღაფრთოვანა, რომ ჩამორთმეული ქონების ნაწილი უკან დაუბრუნა. ჩარტორსკი, ასევე, მსახურობდა პავლე I-ისა და ალექსანდრე I-ის სამეფო კარზე, როგორც დიპლომატი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ნაპოლეონის ომებში კი მან ჩამოაყალიბა ანტიფრანგული კოალიცია. ჩარტორსკი 1830 წლის ნოემბერში, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული წარმუმატებელი აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი იყო, რის შემდეგაც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ, საბოოლო ჯამში, მოახერხა საფრანგეთში გახიზვნა.
საკუთარ წიგნში, Essai sur la diplomatie (ესეები დიპლომატიაზე), რომელიც დაიწერა 1827 წელს, მაგრამ დაიბეჭდა 1830 წლისთვის, ჩარტორსკი აღნიშნავდა: „როგორც კი გაგრძელდა მათი გავლენა სამხრეთით და დასავლეთით, და როგორც ბუნებრივად მიუწვდომელმა აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთიდან, რუსეთი გადაიქცა მუდმივი კონფლიქტის წყაროდ ევროპისთვის“. მან, ასევე, ივარაუდა პრუსიისგან მომდინარე სამომავლო საფრთხე და მოუწოდებდა აღმოსავლეთ პრუსიის პოლონეთისთვის გადაცემას.
ჩარტორისკი ცდილობდა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის დახმარებით აღედგინა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა და ფედერაციული მოწყობით გაეერთიანებინა ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბალკანეთში მდებარე სამხრეთ სლავები, შემდგომში ცნობილი როგორც იუგოსლავია. პოლონეთს შეეძლო შუამავლის როლი ეთამაშა უნგრელებისა და სლავების, ასევე უნგრელებისა და რუმინლების კონფლიქტში. იდეის განხორციელება 1848-49 წლის რევოლუციების პერიოდში რეალური იყო, მაგრამ დასავლეთ ევროპის მხარდაჭერის გარეშე მალევე ჩაიშალა.
პილსუდსკის „მეჟდუმორიე“
რედაქტირებაიოზეფ პილსუდსკის სტრატეგიული მიზანი იყო აღედგინა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა. ის, ასევე, მუშაობდა რუსეთის იმპერიის, შემდგომ კი საბჭოთა კავშირის დაშლის გეგმაზე. მან, ასევე, შეადგინა პრომეთეიზმის პოლიტიკური პროექტი. პილსუდსკი ინტერმარიუმის ფედერაციას განიხილავდა, როგორც რუსეთისა და გერმანული იმპერიალიზმის საპირწონე ძალად.
ოპოზიცია
რედაქტირებაპილსუდსკის იდეას მოწინააღმდეგეები ყველა მიმართულებით გამოუჩნდნენ: საბჭოთა კავშირი, რომლის გავლენის სფეროები უშუალო საფრთხის ქვეშ დადგა, ცდილობდა ინტერმარიუმის გეგმის ჩაშლას. მოკავშირეების ძალები ვარაუდობდნენ, რომ ბოლშევიზმი დროებითი საფრთხე იყო და არ სურდათ მათი ტრადიციული მოკავშირის, რუსეთის დასუსტება. ისინი აღშფოთდნენ, როცა პილსუდსკიმ უარი განაცხადა თეთრგვარდიელებისთვის მხარი დაეჭირა, აქედან გამომდინარე, მათთვის პილსუდსკი წარმოადგენდა არასანდო ლიდერს, ხოლო მისი გეგმები კი მათვის არარეალური იყო და პოლონეთს მოუწოდეს, რომ ტერიტორიული გაფართოება, მხოლოდ პოლონელებით დასახლებული ტერიტორიებით შემოფარგლულიყო. ლიტველებმა, რომლებმაც 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა შეძლეს, უარი განაცხადეს გაერთიანებაზე; უკრაინელებს, რომლებსაც, ასევე, სურდათ დამოუკიდებლობის მიღება, შიშობდნენ, რომ პოლონელებს, შესაძლოა, ისევ დაემორჩილებინათ ისინი; ბელარუსებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული ეროვნული ცნობიერება, არ იყვნენ დაინტერესებული არც დამოუკიდებლობის მიღებით და არც პილსუდსკის მიერ შემოთავაზებულ კავშირში გაწევრიანებით. პილსუდსკის შანსებს ასევე ხელს უშლიდა, პირველი მსოფლიო ომამდე არსებული მთელი რიგი ომები და სასაზღვრო კონფლიქტები მეზობლებს შორის — პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, პოლონეთ-ლიტვის ომი, პოლონეთ-უკრაინის ომი და ასევე სასაზღვრო კონფლიქტი პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის.
პილსუდსკის იდეას მოწინააღმდეგეები თვითონ პოლონეთიშიც გამოუჩნდნენ, სადაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომან დმოვსკიმ გამოთქვა სურვილი მონოეთნიკური პოლონეთის შექმნის შესახებ, სადაც უმცირესობის ასიმილაცია უნდა მომხადარიყო. უამრავი პოლონელი პოლიტიკოსი, მათ შორის დმოვსკი, ეწინააღმდეგებოდა მულტიკულტურალური ფედერაციის შექმნის იდეას, ისინი მიისწრაფვოდნენ ერთიანი და მონოეთნიკური პოლონეთის შექმნისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკლევარი თანხმდება პილსუდსკის მიერ შემუშავებული ფედერაციის დემოკრატიულიულობაზე, დანარჩენები მას სკეპტიციზმით განიხილავენ. ამ მოსაზრებას ამყარებს ის მოვლენა, რომ 1926 წლის მაისის გადატრიალების შემდგომ, პილსუდსკი ფლობდა სრულ დიქტატორულ ძალაუფლებას. უკრაინელი ისტორიკოსების უმრავლესობა უარყოფითად განიხილავს, პილსუდსკის მიერ შემოთავაზებულ გეგმას. ისტორიკოსი ალექსანდრე დერბაჩოვი ვარაუდობს, რომ ფედერაცია შექმნიდა დიდ პოლონეთს, რომელშიც სხვის ინტერესებს ნაკლები ყურადღება მიექცეოდა.
ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ პილსუდსკი, რომელიც ამტკიცებდა რომ „არ შეიძლება დამოუკიდებელი პოლონეთი, დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე“, შესაძლოა, მიზნად რუსეთისაგან უკრაინის გამოყოფას უფრო ისახავდა ვიდრე უკრაინელების კეთილდღეობას. პილსუდსკიმ უყოყმანოდ გადაწყვიტა პოლონური საზღვრების გალიციასა და ვოლინიამდე გაფართოება, ასევე მანდ არსებული, უკრაინული მოსახლეობის თვითგამორკვევის მცდელობის შეფერხება. გალიცია და ვოლონია წარმოადგენდა სადავო ტერიტორიას, მდინარე ბუგის აღმოსავლეთით, რომელიც, ასევე, შეიცავდა პოლონურ უმცირესობას (პოლონური უმრავლესობა არსებობდა ძირითადად ქალაქებში, როგორიცაა ლვოვი, რომელიც უკრაინული სასოფლო უმრავლესობით იყო გარშემორტყმული).
პოლონეთის მომავალი საზღვრების დადგენისას, პილსუდსკიმ განაცხადა: „ყველაფერი რისი მოპოვებაც შეგვიძლია დასავლეთით, დამოკიდებულია ანტანტაზე, რომელმაც, შესაძლოა, მოინდომოს გერმანიის შესუსტება“, ხოლო აღმოსავლეთით „აქ არის კარები, რომელიც იღება და იკეტება, და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ აიძულებს მათ გააღოს და რამდენად შორს“. პოლონეთს სურდა ესარგებლა, აღმოსავლეთით არსებული ქაოსით და ძალები აღმოსავლეთისაკენ მიმართა. მეორე მხრივ, პოლონეთს არ სურდა დასავლეთის ინტერვენცია რუსეთის სამოქალაქო ომში და მათ არც რუსეთის დაპყრობის სურვილი ამოძრავებდათ.
წარუმატებლობა
რედაქტირებაპოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის (1919-21) შემდგომ, პილსუდსკის კონცეფციამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფედერალიზაციის შესახებ, რომელიც პოლონეთ-უკრაინის ღერძს ეფუძნებოდა, რეალიზაციის შანსი დაკარგა.
პილსუდსკის შემდგომი გეგმა, ახალი ფედერაცის ან ალიანსის შექმნის შესახებ, ბალტიის და ბალკანეთის ქვეყნებს მოიცავდა. ეს გეგმა ცენტრალური ევროპის ქვეყნების: პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, სკანდინავიის და ბალტიისპირა ქვეყნების, იტალიის, რუმინეთის, ბულგარეთის, იუგოსლავიისა და საბერძნეთის გაერთიანებას ითვალისწინებდა. ეს იდეა არა მხოლოდ ბალტიიდან შავ ზღვამდე ტერიტორიას მოიცავდა, არამედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, არქტიკის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვამდეც ვრცელდებოდა.
პოლონეთს უკვე აღარ ენდობოდა ჩეხოსლოვაკია და ლიტვა; მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთს კარგი ურთიერთობები ჰქონდა სხვა ქვეყნებთან, მათი ურთიერთობა სულ უფრო იძაბებოდა მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ცენტრალურ ევროპაში შექნილიყო ერთიანი დიდი ბლოკი, სადაც ყველა ერთმანეთისადმი კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებდა. საბოლოოდ, შესაძლო ფედერაციის ტერიტორიაზე, მხოლოდ პოლონეთ-რუმინეთის სამხედრო ალიანსი ჩამოყალიბდა.
1935 წელს, პილსუდსკის გარდაიცვალების შემდგომ, მისი კონცეფცია აიტაცა მის მიერ დანიშნულმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოზეფ ბეკმა, მისი შემოთავაზებით, 1930-იანებში „მესამე ევროპამ“ (პოლონეთის, რუმინეთისა და უნგრეთის კავშირმა) შეძლო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ტერიტორიების გაფართოება შეძლო.
მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი პერიოდი
რედაქტირება„ცენტრალური ევროპის კავშირის“ შექმნის კონცეფცია, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, პოლონეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის ლიდერის, ვლადისლავ სიკორსკის მიერაც განიხილებოდა. იდეის განხორციელების პირველი ნაბიჯი 1942 წელს, საბერძნეთის, იუგოსლავიის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის მთავრობებს შორის არსებული დისკუსიებით დაიწყო. დიალოგი მიზნად ისახავდა ერთიანი ბერძნულ-იუგოსლავიური და პოლონურ-ჩეხოსლოვაკიური ფედერაციების ჩამოყალიბებას, რომელიც, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის ინიციატივით ჩაიშალა.
კონფეცფიის სხვა ფორმები XX-ის ბოლოდან XXI-მდეც არ კარგავდა აქტუალობას, რომლებიც არ იყო პოლონეთის მიერ მართული, თუმცა პოლონეთის მოსაზღვრე ქვეყნები გეგმას ისევ იმპერიალისტურ იდეად განიხილავდნენ.
ვარშავის პაქტის გაუქმების შემდგომ, 1999 წელს პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოში გაწვრიანდნენ, რაც გზას უხსნიდა სხვა პოსტსაბჭოთაკავშირის ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებისთვის. ამას მოჰყვა 2004 წელს ბულგარეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთისა და სლოვაკეთის გაწევრიანებაც. ნატოში გაწევრიანებით, ასევე, დაინტერესდა უკრაინა, ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციას არ ჰქონდა ნატოში გაწევრიანების მსგავსი ინტერესი.
2004 წელს პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ბალტიისპირა ქვეყნები გაწევრიანდნენ ევროკავშირში; 2007 წელს —რუმინეთი და ბულგარეთი; 2013 წელს კი — ხორვატია.
2011 წლის, 12 მაისს ვიშეგრადის წევრმა ქვეყნებმა (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) ფორმალურად გამოაცხადეს პოლონეთის მეთაურობით, ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის იდეა. 2016 წელს სამხედრო დაჯგუფება იქნება დამოუკიდებელი ძალა, რომელიც არ დაექვემდებარება ნატოს. 2013 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ეგიდით, მათ დაიწყეს საერთო სამხედრო წვრთნები. ზოგიერთი მკლევარი მიიჩნევს, რომ ეს არის პირველ ნაბიჯი ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის.
უკრაინაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, განიხილება ინტერმარიუმის ალიანსური სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე აქვს აშშ-ს მხარდაჭერა, როგორც რუსეთის მიმართ მიმართული, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული საპირწონე. აშშ-ის ევროპის ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოდჯესმა განაცხადა ახალი ინტერმარიუმის შექმნის ან მისი მცირე ეტაპის დაწყების შესახებ. ეს იქნება ერთობა, რომელიც დაძლევს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, გავრცელდება ბალტიის ზღვიდან, პოლონეთის გავლით და რუმინეთის და ბულგარეთის საშუალებით მიაღწევს შავ ზღვამდე. ეს უნდა იყოს რუსეთისთვის სინგალი, რომ რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, მის შემდეგ იქნება ქვეყნების ხაზი, რომელიც გამოიწვევს ალიანსს.
2015 წლის, 6 აგვისტოს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, საინაგურაციო გამოსვლაზე, განაცხადა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონალური ალიანსის შექმნის იდეა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინტერმარიუმის კონცეფციაზე.
ასევე იხილეთ
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Janusz Cisek, Kilka uwag o myśli federacyjnej Józefa Piłsudskiego, Międzymorze – Polska i kraje Europy środkowo-wschodniej XIX-XX wiek (Some Remarks on Józef Piłsudski's Federationist Thought, Międzymorze — Poland and the East-Central European Countries in the 19th–20th Centuries), Warsaw, 1995.
- Marek Jan Chodakiewicz, Intermarium: The Land between the Black and Baltic Seas (Transaction Publishers) New Brunswick, NJ. 2012. *Marian Kamil Dziewanowski, "Polski pionier zjednoczonej Europy" ("A Polish Pioneer of a United Europe"), Gwiazda Polarna (Pole Star), vol. 96, no 19 (September 17, 2005), pp. 10–11.
- M.K. Dziewanowski, Czartoryski and His Essai sur la diplomatie, 1971, ASIN: B0072XRK6.
- M.K. Dziewanowski, Joseph Pilsudski: a European Federalist, 1918–1922, Stanford, Hoover Institution, 1979.
- Peter Jordan, Central Union of Europe, introduction by Ernest Minor Patterson, Ph.D., President, The American Academy of Political and Social Science, New York, Robert M. McBride & Company, 1944.
- Jonathan Levy, The Intermarium: Madison, Wilson, and East Central European Federalism, ISBN 1-58112-369-8, 2006 [1]
- Sławomir Łukasiewicz, Trzecia Europa: Polska myśl federalistyczna w Stanach Zjednoczonych, 1940–1971 (Third Europe: Polish Federalist Thought in the United States, 1940–1971), Warsaw, Institute for National Remembrance (Instytut Pamięci Narodowej), 2010, ISBN 978-83-7629-137-6.
- Anna Mazurkiewicz (University of Gdańsk), review of Sławomir Łukasiewicz, Trzecia Europa: Polska myśl federalistyczna w Stanach Zjednoczonych, 1940–1971, in Polish American Studies: A Journal of Polish American History and Culture, Published by the Polish American Historical Association, vol. LXVIII, no. 1 (Spring 2011), ISSN 0032-2806, pp. 77–81.
- Piotr Okulewicz, Koncepcja "miedzymorza" w myśli i praktyce politycznej obozu Józefa Piłsudskiego w latach 1918–1926 (The Concept of Międzymorze in the Political Thought and Practice of Józef Piłsudski's Camp in the Years 1918–1926), Poznań, 2001, ISBN 83-7177-060-X.
- Antoni Plutynski, We Are 115 Millions, with a foreword by Douglas Reed, London, Eyre & Spottiswoode, 1944.
- David J. Smith, Artis Pabriks, Aldis Purs, Thomas Lane, The Baltic States: Estonia, Latvia and Lithuania, Routledge (UK), 2002, ISBN 0-415-28580-1 Google Print, p.30 (also available here).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Aviel Roshwald, "Ethnic Nationalism and the Fall of Empires: Central Europe, the Middle East and Russia, 1914–1923", Routledge (UK), 2001, ISBN 0-415-17893-2, p. 37
- ↑ Richard K Debo, Survival and Consolidation: The Foreign Policy of Soviet Russia, 1918-192, McGill-Queen's Press, 1992, ISBN 0-7735-0828-7, p. 59.
- ↑ James H. Billington, Fire in the Minds of Men, Transaction Publishers, ISBN 0-7658-0471-9, p. 432
- ↑ Andrzej Paczkowski, "The Spring Will Be Ours: Poland and the Poles from Occupation to Freedom", Penn State Press, 2003, ISBN 0-271-02308-2, p. 10
- ↑ David Parker, The Tragedy of Great Power Politics, W. W. Norton & Company, 2001, ISBN 0-393-02025-8, p.194
- ↑ Mark Hewitson, Matthew D'Auria Europe in Crisis: Intellectuals and the European Idea, 1917-1957 2012 Page 191 "... of the other national movements that had found themselves included in Piłsudski's project, especially the Lithuanians. ... The somewhat nostalgic image of 'Intermarium', the land of cultural and historical diversity destroyed by the wave of "
- ↑ Miloslav Rechcígl, Studies in Czechoslovak history Czechoslovak Society of Arts and Sciences in America - 1976 Volume 1 - Page 282 "This new policy, which was labeled the Intermarium, or Third Europe Project, called for the establishment of ..."
- ↑ Fritz Taubert Mythos München: 2002 page 351 "... range détente with Germany and in the chance of creating a Polish-led "Third Europe" or "Intermarium" as illusory."
- ↑ Tomasz Piesakowski, Akcja niepodległościowa na terenie międzynarodowym, 1945-1990, 1999, p. 149: "... przyjmując łacińskie określenie 'Intermarium' (Międzymorze). Podkreślano, że 'Intermarium' to nie tylko pojęcie obszaru geopolitycznego zamieszkanego przez 16 narodów, ale idea wspólnoty wszystkich wolnych narodów tego obszaru."
- ↑ "Józef Pilsudski, Polish revolutionary and statesman, the first chief of state (1918–22) of the newly independent Poland established in November 1918." (Józef Pilsudski in Encyclopedia Britannica)
"Released in November 1918, [Piłsudski] returned to Warsaw, assumed command of the Polish armies, and proclaimed an independent Polish republic, which he headed." (Piłsudski, Joseph დაარქივებული 2006-12-11 საიტზე Wayback Machine. in Columbia Encyclopedia) - ↑ Timothy Snyder, Covert Polish missions across the Soviet Ukrainian border, 1928–1933 (p.55, p.56, p.57, p.58, p.59, in Cofini, Silvia Salvatici (a cura di), Rubbettino, 2005).
Timothy Snyder, Sketches from a Secret War: A Polish Artist's Mission to Liberate Soviet Ukraine, Yale University Press, 2005, ISBN 0-300-10670-X, (p.41, p.42, p.43) - ↑ "Pilsudski hoped to build not merely a Polish nation state but a greater federation of peoples under the aegis of Poland which would replace Russia as the great power of Eastern Europe. Lithuania, Belorussia and Ukraine were all to be included. His plan called for a truncated and vastly reduced Russia, a plan which excluded negotiations prior to military victory."
Richard K Debo, Survival and Consolidation: The Foreign Policy of Soviet Russia, 1918–1992, Google Print, p. 59, McGill-Queen's Press, 1992, ISBN 0-7735-0828-7. - ↑ "Pilsudski's program for a federation of independent states centered on Poland; in opposing the imperial power of both Russia and Germany it was in many ways a throwback to the romantic Mazzinian nationalism of Young Poland in the early nineteenth century."
James H. Billington, Fire in the Minds of Men, p. 432, Transaction Publishers, ISBN 0-7658-0471-9 - ↑ Oleksa Pidlutsky, "Figures of the 20th century. Józef Piłsudski: the Chief who Created a State for Himself," Zerkalo Nedeli (the Mirror Weekly), Feb. 3–9, 2001, available online in Russian დაარქივებული 2005-11-26 საიტზე Wayback Machine. and in Ukrainian დაარქივებული 2005-11-07 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Roman Szporluk, Imperiia ta natsii, Kiev, Dukh i Litera, 2001, ISBN 966-7888-05-3, section II (უკრაინული)
- ↑ Intermarium Alliance – Will the idea become reality?. ციტირების თარიღი: 2015-11-01.
- ↑ Between Imperial Temptation And Anti-Imperial Function In Eastern European Politics: Poland From The Eighteenth To Twenty-First Century. Andrzej Nowak. Accessed September 14, 2007.