ბუგი (პოლ. Bug; უკრ. Західний Буг, Zakhidnyy Buh ან დასავლეთის ბუგი; ბელარ. Захо́дні Буг, Zakhodni Buh; რუს. Западный Буг, Zapadnyy Bug) — მდინარე ნარევის მარცხენა შენაკადი, მიედინება ცენტრალური უკრაინიდან დასავლეთისკენ, კვეთს უკრაინა-პოლონეთის და პოლონეთ-ბელარუსის საზღვრებს და ერთვის მდინარე ნარევი პოლონეთში სეროკთან ახლოს. ნაწილი ტბას და მდინარე ვისტულას შორის ზოგჯერ მიჩნეულია, როგორც ბუგო-ნარევი. მდინარე ვისტულა ჩაედინება ბალტიის ზღვაში.

დასავლეთი ბუგი

მდინარე ბუგი
ქვეყანა პოლონეთი, ბელარუსი, უკრაინა
სიგრძე 830 კმ
აუზის ფართობი 39,420 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} დასავლეთი ბუგი ვიკისაწყობში

მდინარის სიგრძეა 830 კილომეტრი [1] (587 კილომეტრი პოლონეთში) და სიგრძით მეოთხეა პოლონეთში. აუზის ფართობია 39,420 კმ² (19,284 კმ² პოლონეთში). მდინარე დნეპრთან შეერთებულია დნეპრ-ბუგის არხით.

ბუგი ხშირად მიჩნეული იყო, როგორც ეთნოგრაფიული საზღვარი მართლმადიდებელ და კათოლიკე ხალხებს შორის.

მდინარე ბუგი უკრაინაში, ბელარუსში და პოლონეთში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bug River. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online. Encyclopædia Britannica, 2011. ციტირების თარიღი: 10 April 2011.