ილტოზასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, მჭადიჯვრის თემში.[1] მდებარეობს ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე ქსნის ხეობაში. ზღვის დონიდან 850 მ. დუშეთიდან 22 კმ.

სოფელი
ილტოზა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი მჭადიჯვარი
კოორდინატები 42°00′30″ ჩ. გ. 44°32′10″ ა. გ. / 42.00833° ჩ. გ. 44.53611° ა. გ. / 42.00833; 44.53611
ცენტრის სიმაღლე 850
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 114[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,4 %
ოსები 2,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ილტოზა — საქართველო
ილტოზა
ილტოზა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ილტოზა
ილტოზა — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ილტოზა
კვირაცხოვლის ეკლესიის კომპლექსი

ძველ საისტორიო წყაროებში XVII საუკუნიდან ილტოზა მოიხსენიება, როგორც ქსნის საერისთავოს შეძლებული სოფელი. შედიოდა წილკნის საეპისკოპოსოში და სხვა სოფლებთან შედარებით დიდი გამოსადები ეკისრებოდა. ილტოზაზე გადიოდა საზღვარი ქსნისა და არაგვის საერისთავოებს შორის. სათავადოთა ჩამოყალიბების შემდეგ, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, იგი მუხრანბატონების გავლენის ქვეშ მოექცა. სოფელთან ახლოს გადიოდა ილტოზა-ქსოვრისის გზა, რომლითაც ლეკები, არაგვიდან მჭადიჯვარზე გავლით, მთით გადადიოდნენ ლამისყანამდე და ცხინვალამდე. ამ გზაზე იყო განლაგებული ლეკთა წინააღმდეგ მოქმედი სამდევრო სამსახურიც. ილტოზა XVII-XVIII საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ლეკთა თარეშის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლებში. 1798 წელს ქართველთა რაზმმა, დავით ბატონიშვილის ხელმძღვანელობით, ილტოზასთან სასტიკად დაამარცხა ლეკთა 500-კაციანი რაზმი და დიდძალი ნადავლი, ტყვე და ალაფი დაატოვებინა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 114 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 167 80 87
2014   114 51 63

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.