თურქეთის საგარეო ურთიერთობები
ევროპასა და აზიას შორის მდებარე თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა და დასავლური ორიენტაციის საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს.[1] თურქეთს 246 დიპლომატიური და საკონსულო მისია ჰყავს, რაც მე-4 ყველაზე ფართო დიპლომატიური ქსელია მსოფლიოში.[2][3]
ცივი ომიდან მოყოლებული თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე აშშ-ია, რომელსაც თურქეთის მსგავსად საბჭოთა ექსპანსიის შეკავება სურდა.[4][5] სანაცვლოდ თურქეთმა კორეის ომში თურქული ბრიგადა გაგზავნა, 1952 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანდა, 1948 წელს ისრაელი აღიარა და აშშ-თან ახლო კავშირები ჰქონდა.[6]
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დროს ისრაელის მხარდაჭერა თურქეთსა და არაბულ სამყაროსა[7] და ირანს[1] შორის ურთიერთობების დაძაბვა, შემდეგ კი სირიის მხრიდან პალესტინელთა მხარდაჭერა და საზღვარგარეთ თურქი დიპლომატების წინააღმდეგ სომეხი ტერორისტების ოპერაციები მოჰყვა.[8][9]
აზია
რედაქტირებაჩინეთი
რედაქტირებაჩინეთსა და თურქეთს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1934 წელს დაიწყო. თურქეთმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1971 წლის 5 აგვისტოს აღიარა.
თურქეთი ადასტურებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აღიარებს ჩინეთის ერთადერთ ლეგალურ წარმომადგენლად. ჩინეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები სამბოლსა და იზმირშია განთავსებული. თურქეთის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები ჰონგ-კონგში, გუანჯოუსა და შანხაიშია. ჩინეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანზიაციის დამფუძნებელი და წამყვანი წევრია, ხოლო თურქეთის დიალოგის პარტნიორი სახელმწიფოა.[10]
თურქმენეთი
რედაქტირება1991 წლის 27 ოქტომბერს თურქეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც თურქმენეთი აღიარა.[11][12] თურქმენეთს საელჩო ანკარაში აქვს, ხოლო თურქეთის საელჩო აშხაბადში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს თურქეთსა და თურქმმენეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 1.35 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. თურქმენეთიდან ექსპორტის მაჩვენებელი 601 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 745 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრიდა.[13] 2013 წელს 600-ზე მეტი თურქული კომპანია თურქმენეთში 1270 საინვესტიციო პროექტს ახორცილებდა, რომელთაგან 1200 პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა.[14] ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის შედეგად განხორციელებული პროექტების მიხედვით თურქმენეთის თურქეთის უპირველესი პარტნიორია ცენტრალურ აზიაში.
უზბეკეთი
რედაქტირება1991 წლის 16 დეკემბერს თურქეთმა პირველმა აღიარა უზბეკეთის დამოუკიდებლობა და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ტაშკენტში საელჩო გახსნა.[15] 2021 წლის 7 მარტს სამარყანდში თურქეთის გენერალური საკონსულო გაიხსნა. უზბეკეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში. ორივე სახელმწიფო აზიის თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, თურქული სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეის და თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა 2.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (უზბეკეთისთვის 1.14 მილიარდი ამერიკული დოლარი ექსპორტზე, ხოლო 1.23 მილიარდი ამერიკული დოლარი იმპორტზე მოდიოდა).[16]
იორდანია
რედაქტირებასუნიტური რელიგიისა და საერთო ისტორიული კავშირების გამო თურქეთსა და იორდანიას ახლო ურთიერთობები აქვთ.
თურქეთის საელჩო ამანში მდებარეობს,[17] ხოლო იორდანიის საელჩო ანკარაშია განლაგებული.[18] თურქეთის დამოუკიდებლობის ომის შემდეგ იორდანიის მეფე აბდულა I-სა და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ მუსტაფა ქემალ ათათურქს ახლო პირადი ურთიერთობები ჰქონდათ და 1937 წელს სტამბოლშიც შეხვდნენ ერთმანეთს.[19] 1956 წელს, როდესაც იორდანია ბრიტანეთის ჩარევისგან განთავისუფლდა, ორ სახელმწიფოს შორის სრული ურთიერთობები დამყარდა. ცივი ომის დროს იორდანიასა და თურქეთს პროდასავლური, ანტიკომუნისტური და ირანის ახალი ისლამური რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკული შეხედულებები ჰქონდათ, რისი გამოხატულებაც იყო ირან-ერაყის ომის დროს ერაყის მხარდაჭერა.[20]
ყაზახეთი
რედაქტირებათურქეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ყაზახეთის დამოუკიდებლობა აღიარ 1991 წლის 16 დეკემბერს.[21] ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 2 მარტს დამყარდა.[21] თურქეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე დადებითად განვითარდა, ისევე, როგორც კომერციული და სტრატეგიული კავშირები.[22] ყაზახეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში. თურქეთის საელჩო ასტანაშია გახსნილი და გენერალური საკონსულო ალმათიში აქვს. ორივე სახელმწიფო აზიის თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, თურქული საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობამ 3.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა (აქედან 3 მილიარდი ამერიკული დოლარი თურქეთიდან ყაზახეთში ექსპორტზე, ხოლო 0.9 მილიარდი ამერიკული დოლარი ყაზახეთიდან თურქეთში ექსპორტზე მოდიოდა.[23]
ლიბანი
რედაქტირებათურქეთისა და ლიბანის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რამდენადაც ლიბანმა ოსმალეთის იმპერიისაგან მოიპოვა დამოუკიდებლობა. ლიბანის საელჩო ანკარაში, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში მდებარეობს. თურქეთის საელჩო ბეირუთშია განლაგებული.
ლაოსი
რედაქტირებათურქეთსა და ლაოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დელეგაციის დონეზე 1947 წელს დაიწყო, რომელიც საელჩოს დონემდე 1958 წელს ამაღლდა. 1980-იან წლებში ლაოსსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა,[24] როდესაც აშშ-მა ლაოსს ჰმოგების სოფლებში ქიმიური იარაღის (ყვითელი წვიმა[24]) გამოყენებაში დასდო ბრალი. ურთიერთობები დათბა, როდესაც აშშ-ის სამეცნიერო პერსონალმა ბანგკოკში[24] ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ შეაგროვა. 2015 წელს ლაოსსა და თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 2.88 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[25]
ლაოსი თურქეთში ვენაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო თურქეთის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს.
შრი-ლანკა
რედაქტირებაშრი-ლანკასა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1958 წლის სექტემბერში დამყარდა. 2012 წელს ანკარაში შრი-ლანკის საელჩო გაიხსნა,[26] ხოლო 2013 წელს თურქეთის საელჩო კოლომბოში ამოქმედდა.[26] 2019 წელს თურქეთსა და შრი-ლანკას შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 185.7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.[27]
მალდივის კუნძულები
რედაქტირებათურქეთსა და მალდივის კუნძულებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წელს დამყარდა.[28] თურქეთის მალდივის რესპუბლიკაში ნიუ-დელიში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი,[28] ხოლო მალდივის კუნძულები თურქეთში გაერთიანებული ერების ოფისში წარგზავნილი მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი.[28] სახელმწიფოებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ ტურიზმისა და თავდაცვის სფეროში და საერთაშორისო პლატფორმებზეც თანამშრომლობენ, როგორებიცაა: გაერთიანებული ერები და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.[29] 2019 წელს თურქეთსა და მალდივის კუნძულებს შორის ვაჭრობის მოცულობა 46.5 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქეთიდან ექსპორტი/იმპორტი: 28.2/18.3 მილიონი ამერიკული დოლარი).[30] 2012 წლის 24 ნოემბრიდან სტამბოლსა და მალეს შორის პირდაპირი ფრენებია.
მონღოლეთი
რედაქტირებათურქეთსა და მონღოლეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1969 წლის 24 ივნისს დამყარდა.[31] მონღოლეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― ულან-ბატორში. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და აზიის თანამშრომლობის დიალოგის წევრია. 2019 წელს თურქეთსა და მონღოლეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 39.7 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. (თურქული ექსპორტი/იმპორტი: 39.2/0.5 მილიონი ამერიკული დოლარი).[32]
ჩრდილოეთი კორეა
რედაქტირება2001 წლამდე ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკა თურქეთის მიმართ მეტწილად სამხრეთ კორეისა და თურქეთის ურთიერთობის შემცირებისკენ იყო მიმართული.[33] თურქეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2001 წლის 15 იანვარს დამყარდა.[34] ჩრდილოეთი კორეა თურქეთში სოფიაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთ კორეის საელჩო სეულში მდებარეობს. 2019 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა უმნიშვნელო იყო.[34]
ფილიპინები
რედაქტირებაფილიპინებსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 1949 წლის 13 ივნისს დამყარდა.[35] ფილიპინების საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― მანილაში.[35] 2015 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა 219.7 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქული ექსპორტი/იმპორტი:104/115.7 მილიონი ამერიკული დოლარი).[36] 2019 წელს თურქეთს 139 126 ფილიპინელი ტურისტი ეწვია. 2015 წლის მარტიდან სტამბოლსა და მანილას შორის პირდაპირი ფრენებია.
სინგაპური
რედაქტირებათურქეთსა და სინგაპურს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1969 წლის 12 თებერვალს დამყარდა.[37] სინგაპურის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― სინგაპურში.[37] 2015 წელს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის მოცულობა 808 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქული ექსპორტი 443/365 მილიონი ამერიკული დოლარი).[38] 2019 წელს თურქეთს 34 930 სინგაპურელი ტურისტი ეწვია. სტამბოლსა და სინგაპურს შორის პირდაპირი ფრენებია.[37]
დამატებითი საკითახვი
რედაქტირებაევროპის კავშირ-თურქეთის ურთიერთობები
რედაქტირება- Aybet, Gülnur. Turkey's Foreign Policy and Its Implications for the West: A Turkish Perspective. London: Royal United Services Institute for Defence Studies, 1994.
- Aydin-Duzgit, Senem and Keyman, Fuat, "EU–Turkey Relations and the Stagnation of Turkish Democracy," IAI/IPC, Global Turkey in Europe, Working Paper 2 (2012).
- Barchard, David. "Turkey and the West." (Chatham House Papers, No. 27, published for the Royal Institute of International Affairs.) London: Routledge and Kegan Paul, 1985.
- Cakir, A.E. (ed.), Fifty Years of EU–Turkey Relations (Oxon: Routledge, 2011).
- Dixon, Jeffrey C., "Turkey, Islam and the EU," Contexts, 8.4 (2009).
- Engert, Stefan, EU Enlargement and Socialization: Turkey and Cyprus (New York: Routledge, 2010).
- Esfahani, Hadi Salehi and Ceviker-Gurakar, Esra, "Fading Attraction: Turkey's Shifting Relationship with the European Union," The Quarterly Review of Economics and Finance, 53.4 (November 2013).
- Fuller, Graham E. Turkey's New Geopolitics: From the Balkans to Western China. (A Rand Study.) Boulder, Colorado: Westview Press, 1993.
- Gocek, Fatma Muge. East Encounters West: France and the Ottoman Empire in the 18th Century. New York: Oxford University Press, 1987.
- Goffman, Daniel. Izmir and the Levantine World, 1550–1650. Seattle: University of Washington Press, 1990.
- International Crisis Group, "Turkey and Europe: The Way Ahead," Europe Report No. 184 (17 August 2007).
- Kramer, Heinz, A Changing Turkey: A Challenge to Europe and the US (Washington, DC: Brookings Institution Press, 2000).
- Kubicek, Paul, "Turkey's Inclusion in the Atlantic Community: Looking Back, Looking Forward," Turkish Studies, 9.1 (March 2008).
- Kuniholm, Bruce R. "Turkey and the West," Foreign Affairs, 70, No. 2, Spring 1991, pp. 34–48.
- Kuniholm, Bruce R., "Turkey and NATO," in Kaplan, L., Clawson, R. and Luraghi, R. (eds.), NATO and the Mediterranean (Wilmington: Scholarly Resources, 1985).
- McGhee, George C. "Turkey Joins the West." Foreign Affairs, July 1954, pp. 617–30.
- Oguzlu, Tarik, "Turkey and Europeanization of Foreign Policy?" Political Science Quarterly, 125.4 (Winter 2010/2011).
- Pierini, Marc, "Options for the EU–Turkey Relationship," Carnegie Europe, 3 May 2019.
- Pierini, Marc and Ulgen, Sinan, "A Moment of Opportunity in the EU–Turkey Relationship," Carnegie Europe (Brussels, December 2014).
- Reuther, Helmut (ed.). Deutschlands Aussenpolitik seit 1955. With a contribution by Franz von Cancig, "Die Türkei, Griechenland und die deutsche Aussenpolitik." Stuttgart-Degerloch: Seewald Verlag, 1965.
- Steinbach, Udo. "Turkey-ECC Relations: Cultural Dimension." pp. 13–24 in Erol Manisali, ed., Turkey's Place in Europe: Economic, Political, and Cultural Dimensions. Istanbul: Ucer, 1990.
- Tocci, Nathalie, "New Doubts and Uncertainties in Turkey–EU Relations," Paper, Centre for European Policy Studies (October 2000).
- Narbone, Luigi and Tocci, Nathalie, "Running Around in Circles? The Cyclical Relationship Between Turkey and the European Union," in Verney, S. and Infantis, K. (eds.), Turkey's Road to European Union Membership: National Identity and Political Change (London: Routledge, 2009).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Robins, Philip. Turkey and the Middle East. London: Royal Institute of International Affairs and New York: Council on Foreign Relations Press, 1991.
- ↑ England, Andrew (26 October 2020). „UAE vs Turkey: the regional rivalries pitting MBZ against Erdoğan“. Financial Times. ციტირების თარიღი: 27 December 2020.
- ↑ Gardner, David (30 September 2020). „Erdoğan is in danger of overreaching with foreign interventionsErdogan is in danger of overreaching with foreign interventions“. Financial Times. ციტირების თარიღი: 27 December 2020.
- ↑ Migdalovitz, Carol. "Turkey: Ally in a Troubled Region." Library of Congress, Congressional Research Service, 93-835F. Washington: September 14, 1993.
- ↑ Karasapan, Omer. "Turkey and US Strategy in the Age of Glasnost," Middle East Report, No. 160, September–October 1989, pp. 4–10, 22.
- ↑ Aybet, Gülnur. Turkey's Foreign Policy and Its Implications for the West: A Turkish Perspective. London: Royal United Services Institute for Defence Studies, 1994.
- ↑ Fuller, Graham E., Ian O. Lesser, Paul B. Henze, and J.F. Brown. Turkey's New Geopolitics: From the Balkans to Western China. Boulder, Colorado: Westview Press, 1993.
- ↑ United States. Department of State. Patterns of Global Terrorism, 1992. Washington: 1993.
- ↑ United States. Department of State. Patterns of Global Terrorism 1993. Washington: 1994.
- ↑ SCO accepts Afghanistan as observer, Turkey dialogue partner - People's Daily Online (7 June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 2019-10-05
- ↑ Relations between Turkey and Turkmenistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ STATES WITH WHICH TURKMENISTAN ESTABLISHED DIPLOMATIC RELATIONS.
- ↑ Economic Relations between Turkey and Turkmenistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Turkmenistan, Turkey discuss development of bilateral relations. ციტირების თარიღი: 10 November 2015
- ↑ Nichol,James. "Uzbekistan: Basic Facts," CRS Report for Congress, May 28, 1996.
- ↑ Economic Relations between Turkey and Uzbekistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ T.C. Dışişleri Bakanlığı Turkish Embassy In Amman. ციტირების თარიღი: 19 March 2019
- ↑ EMBASSY OF THE HASHEMITE KINGDOM OF JORDAN TO THE REPUBLIC OF TURKEY. ციტირების თარიღი: 19 March 2019
- ↑ Mustafa Kemal Atatürk, Ürdün Kralı Abdullah'la İstanbul'da. (6-7.06.1937) - İşte Atatürk - Atatürk Hakkında Bilmek İstediğiniz Herşey. ციტირების თარიღი: 19 March 2019
- ↑ Iraq, Turkey, and Iran. ციტირების თარიღი: 19 March 2019
- ↑ 21.0 21.1 Relations between Turkey and Kazakhstan. Turkish Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 4 February 2014
- ↑ Yermukanov, Marat (7 December 2006). „Kazakhstan and Turkey spearhead the integration of Turkic nations“. Eurasia Daily Monitor. Jamestown Foundation. 3 (226). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2014. ციტირების თარიღი: 10 October 2008.
- ↑ Relations between Turkey and Kazakhstan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ 24.0 24.1 24.2 Robinson, Julian, Jeanne Guillemin, and Matthew Meselson. "Yellow Rain: The Story Collapses," Foreign Policy, No. 68, Fall 1987, pp. 100-17.
- ↑ Turkey-Laos Bilateral Economic and Commercial Relations. Ministry of Foreign Affairs of Turkey.
- ↑ 26.0 26.1 From Rep. of Turkey Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 2021-11-15
- ↑ Turkey-Sri Lanka Economic and Trade Relations. Ministry of Foreign Affairs of Turkey.
- ↑ 28.0 28.1 28.2 Turkey-Maldives Political Relations. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Maldives-Turkey Bilateral Relations – The Permanent Mission of the Republic of Maldives to the United Nations and other International Organisations at Geneva. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 3 January 2021
- ↑ Turkey-Maldives Economic and Trade Relations. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Relations between Turkey and Mongolia. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Economic Relations between Turkey and Mongolia. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Yun, Dae-Ho. North Korea s Foreign Policy. Seoul: Research Center for Peace and Unification of Korea, 1991.
- ↑ 34.0 34.1 Relations between Turkey and the Democratic People's Republic of Korea. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ 35.0 35.1 Relations between Turkey and the Philippines. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Commercial and Economic Relations between Turkey and the Philippines. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ 37.0 37.1 37.2 Relations between Turkey and Singapore. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Commercial and Economic Relations between Turkey and Singapore. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020