თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია

თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია (თურქსოი) (თურქ. Uluslararası Türk Kültürü Teşkilatı (TÜRKSOY)) — კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს თურქულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ქვეყნების ერთიანობას, რომლების სასაუბრო ენა მიეკუთვნება თურქულ ენათა ოჯახს.

თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია (თურქსოი)
Uluslararası Türk Kültürü Teşkilatı (TÜRKSOY)
შეიქმნა 1993
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა ანკარა თურქეთის დროშა თურქეთი
წევრები 6 დამოუკიდებელი ქვეყანა
8 არასუვერენული დამკვირვებელი სახელმწიფო[1]
ენა თურქული ენა
მდივანი დუსენ კასეინოვი
თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია რუკა
თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია რუკა
http://www.turksoy.org/

თურქსოის გენერალური მდივანი არის დუსენ კასეინოვი, ყაზახეთის კულტურის ყოფილი მინისტრი. თურქსოის შტაბ-ბინა მდებარეობს ანკარაში, თურქეთი.

ორგანიზაცია თავის ფესვებს იღებს შეხვედრებით, რომლებიც 1992 წელს ბაქოსა და სტამბოლში გაიმართა, სადაც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქეთის და თურქმენეთის კულტურის მინისტრებმა განაცხადეს თავიანთ მზადყოფნაზე ითანამშრომლონ ერთობლივ კულტურულ გარემოში. თურქსოი შეიქმნა ალმათის 1993 წლის 12 ივლისის დადგენილების ხელმოწერით.

1996 წელს, თურქსოისა და იუნესკოს შორის ოფიციალური თანამშრომლობა დადგინდა, მათ შორის ორმხრივი კონსულტაციების და საპასუხო წარმომადგენლობის სახით.[2]

განაცხადდა, რომ თურქსოი ინტეგრირებული იქნება თურქულ საბჭოში, რომელიც არის თურქულენოვანი ქვეყნების გეოპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 3 ნოემბერს.

2016 მონაცემებით, თურქსოიში ექვსი დამოუკიდებელი წევრია და ორი არასუვერენული დამკვირვებელი სახელმწიფოა გაწევრიანებული.[1]

წევრი ქვეყნები ენა შენიშვნა
  აზერბაიჯანი აზერბაიჯანული
  ყაზახეთი ყაზახური
  ყირგიზეთი ყირგიზული
  თურქეთი თურქული
  თურქმენეთი თურქმენული
  უზბეკეთი უზბეკური
დამკვირვებელი სახელმწიფო ენა შენიშვნა
  გაგაუზია გაგაუზური მოლდოვის ავტონომიური ადმინისტრაციული ერთეული.
  ჩრდილოეთი კვიპროსი თურქული დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც აღიარა მხოლოდ თურქეთმა; იხილეთ კვიპროსის კონფლიქტი.

ყოფილი წევრები

რედაქტირება

რუსეთის ფედერაციის ექვსმა სუბიექტმა დატოვა თურქსოი, მას შემდეგ, რაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2015 წლის ბოლოს ჩამოაგდო რუსული სამხედრო თვითმფრინავი.[3]

დამკვირვებელი სახელმწიფო ენა შენიშვნა
  ალთაის რესპუბლიკა ალთაური რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
  ბაშკირეთი ბაშკირული რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
  ხაკასეთი ხაკასური რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
  სახა იაკუტური რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
  თათრეთი თათრული რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
  ტუვა ტუვური რუსეთის ფედერაციული სუბიექტი.
 
თურქსოის შტაბ-ბინა, ანკარაში

საქმიანობა

რედაქტირება

თურქსოის საქმიანობა წარმოადგენს, თურქულენოვანი ხალხების კულტურული კავშირების გაძლიერება და განვითარება. ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გადასცეს მათი საერთო კულტურული მემკვიდრეობა მომავალ თაობებს და მოახდინოს მისი პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში.[4]

ღონისძიებები მოიცავს:[4]

  • თურქულენოვანი მსოფლიოს მსახიობების, ფოტოგრაფების, მხატვრების, საოპერო მომღერლების, პოეტების, ჟურნალისტების, თეატრის, ცეკვის და მუსიკის ანსამბლების ყრილობა.
  • ყოველთვიური ჟურნალი, გამოცემული სამ ენაზე.
  • დაწერილი ნაშრომები სხვადასხვა ენებზე და თურქულენოვან დიალექტებზე.
  • მხატვრების, ავტორების, პოეტების და მეცნიერების ხსენების დღე და მათი წვლილის აღიარება, რომელიც შეიტანეს თურქულ კულტურაში.
  • სიმპოზიუმები და კონფერენციები, რომელიც მოიცავს თემებს თურქულენოვანი ხალხების საერთო ისტორიის, ენის, კულტურისა და ხელოვნების.
  • ნოვრუზის დღის აღნიშვნა, სადაც იმართება კონცერტები და ღონისძიებები,ამ დღის აღნიშვნა გაიმართა იუნესკოს შტაბ-ბინაში 2010 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეაში 2011 წელს, და სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

თურქულენოვანი მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი

რედაქტირება

ყოველ წელს, თურქულენოვანი მსოფლიოს ერთი ქალაქი ირჩევა, როგორც "თურქულენოვანი მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი". თურქულენოვანი მსოფლიოს კულტურული დედაქალაქის აღვნიშვნის ფარგლებში ტარდება, უამრავი კულტურული ღონისძიებები, იმართება მეცნიერთა, ხელოვანთა და ინტელიგენციის შეხვედრა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ გაცვალონ გამოცდილება, აგრეთვე ხელს უწყობს ქალაქის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზებას.[5]

ბოლო ქალაქები ამ სტატუსით არიან:[4]

წელი ქალაქი ქვეყანა
2012 ნურ-სულთანი   ყაზახეთი
2013 ესქიშეჰირი   თურქეთი
2014 ყაზანი   თათრეთი
2015 მერვი   თურქმენეთი
2016 შექი   აზერბაიჯანი[5]
2017 თურქესტანი   ყაზახეთი
  1. 1.0 1.1 TURKSOY Official Web Site. (2009)Homepage > TÜRKSOY > Member States. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-22. ციტირების თარიღი: 2009-12-04.
  2. UNESCO Web Site. (1996)Relations with the Joint Administration of the Turkic Culture and Arts (TÜRKSOY), and Draft Agreement between that Organization and UNESCO. ციტირების თარიღი: 2009-12-04.
  3. Russia suspends cooperation with TURKSOY en. news.az (2015-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-02. ციტირების თარიღი: 2016-05-28.
  4. 4.0 4.1 4.2 POLAT, Orhan. About :: TURKSOY. ციტირების თარიღი: 2016-05-17
  5. 5.0 5.1 POLAT, Orhan. Cultural Capital of the Turkic World 2016: Sheki :: TURKSOY. ციტირების თარიღი: 2016-05-17