ხაკასეთი
Хакас Республиказы

ხაკასეთის დროშა ხაკასეთის გერბი
Republic of Khakassia
დედაქალაქი აბაკანი
ფართობი

- სულ
- წყალი %

46-ე

61 900 კმ²
0,8

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

70-ე

დაახ. 537 513 (2018)
დაახ. 8,6 კაცი/კმ²

ფედერალური ოლქი ციმბირი
ეკონომიკური რაიონი აღმოსავლეთ-ციმბირი
სახელმწიფო ენა ხაკასური, რუსული
მთავრობის მეთაური ვალენტინ კონოვალოვი
საავტომობილო კოდი 19
სასაათო ზონა MSK+4 (UTC+07:00)

ხაკასეთი (რუს. Хакасия) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ციმბირის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. დედაქალაქი - აბაკანი. დაარსდა 1992 წელს. შედგება 5 საქალაქო ოკრუგისა და 8 რაიონისაგან.

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ენისეის მარცხენა სანაპიროზე. უკავია მინუსინსკისა და ჩულიმ-ენისეის ქვაბულების ნაწილი. რესპუბლიკას ესაზღვრება ტუვა, კრასნოიარსკის მხარე, კემეროვის ოლქი და ალთაის რესპუბლიკა.

თანამედროვე ხაკასეთის ტერიტორია დასახლებული იყო პალეოლითის დროიდან. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევებმა მოსპო ტომობრივი კავშირები, დაანგრია სარწყავი არხების ქსელი, რის გამოც მოსახლეობა მიწათმოქმედებიდან კვლავ მესაქონლეობას და ნადირობას დაუბრუნდა. XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა ფეოდალური სამთავროები, რომლებიც XVIII საუკუნეში რუსეთის იმპერიაში შევიდნენ. გაძლიერდა მოსახლეობის ჩაგვრა, მაგრამ შეწყდა მონღოლი და ჯუნღარიელი ფეოდალების თავდასხმები. XIX საუკუნის შუა ხნებში ჩაისახა კაპიტალისტური ურთიერთობები, დაიწყო ოქროს მოპოვება. XX საუკუნის დასაწყისში განვითარდა ქვანახშირის მრეწველობა. 1918-1923 წლებში ხაკასეთის ტერიტორია რუსეთის სამოქალაქო ომმა მოიცვა. 923 წელს შეიქმნა ხაკასეთის ეროვნული მაზრა, რომელიც 1925 წელს ოკრუგად გადაკეთდა, ხოლო 1930 წელს შეიქმნა ხაკასეთის ავტონომიური ოლქი კრასნოიარსკის მხარეში. საბჭოთა პერიოდში განვითარდა ქვანახშირის და რკინის მოპოვება, ხე-ტყის დამუშავება, მეცხვარეობა. 1992 წელს შეიქმნა ხაკასეთის რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია.

მოსახლეობა

რედაქტირება

ხაკასეთის რესპულიკის ეროვნული შემადგენლობა 2002 წლის აღწერის მიხედვით არის ასეთი:

ეროვნება რაოდენობა (2002), %.
რუსები 80,3 %
ხაკასები 12 %
გერმანელები 1,7 %
უკრაინელები 1,53 %
ბელარუსები 0,5 %
სხვა 3,97 %

ხაკასები საუბრობენ ხაკასურ ენაზე. ხაკასური ფოლკლორის მნიშვნელოვანი ძეგლებია „ალთინ არიგი“, „ალბინჟი“ და სხვა. VI-VIII საუკუნეებში აქ არსებობდა დამწერლობა. ხაკასურ ენაზე დამწერლობა შეიქმნა 1926 წელს. 1927 წელს გამოიცა პირველი ხაკასური წიგნი. ხაკასების ტრადიციული საცხოვრებელია მრგვალი ფორმის კარვები. განვითარებულია ხეზე კვეთა და ქარგვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: