სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაკანი.

აბაკანი[6] (რუს. Абакан, ხაკ. Ағбан) — ქალაქი რუსეთში, ხაკასეთის დედაქალაქი. 187 239 მცხოვრები (2021).[7] მდებარეობს მინუსინსკის ღრმულში, მდინარე ენისეის მარცხენა ნაპირზე, შენაკად აბაკანის შეერთების ადგილზე. საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი, სამდინარო პორტი. აეროპორტი. ხაკასეთის სამრეწველო, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი.[8]

ქალაქი
აბაკანი
ხაკ. Ағбан
დროშა გერბი
[2] [1]

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ხაკასეთი
კოორდინატები 53°43′00″ ჩ. გ. 91°25′00″ ა. გ. / 53.71667° ჩ. გ. 91.41667° ა. გ. / 53.71667; 91.41667
მმართველი ნიკოლოზ ბულაკინი და ალექსი ლიომინი
დაარსდა XVIII საუკუნე[3]
პირველი ხსენება 1675
ფართობი 112.38 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 245 მეტრი
ოფიციალური ენა ხაკასური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 181 709 (2017)[4]
სასაათო სარტყელი UTC+07:00
სატელეფონო კოდი 3902
საფოსტო ინდექსი 655000–655965[5]
ოფიციალური საიტი https://абакан.рф/
აბაკანი (ქალაქი) — რუსეთი
აბაკანი (ქალაქი)

1780-იან წლებში წარმოიქმნა სოფელი უსტ-აბაკანსკოე, რომელიც 1822 წელს სხვისტომელების მართვა-გამგეობის შესახებ წესდების შემოღების შემდეგ კაჩელების სასტეპო დუმის (Качинская степная дума) ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1913 წლიდან იყო ენისეის გუბერნიის მინუსინსკის მაზრის უსტ-აბაკანსკოეს ვოლოსტის ცენტრი. 1925 წელს გაიხსნა აჩინსკი – მინუსინსკის რკინიგზის სადგური „აბაკანი“. 1925 წელს უსტ-აბაკანსკოე გადაკეთდა დაბად და ეწოდა ხაკასკი, რომელიც 1931 წელს ქალაქად გამოცხადდა და აბაკანი დაერქვა. 1930 წლიდან არის ხაკასეთის ცენტრი (1991 წლიდან — დედაქალაქი).[8]

ქალაქის დაგეგმარება სწორკუთხოვანია; აგებულია ხისა და ქვის შენობები. აბაკანის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს მრავალსართულიანი ნაგებობები. ტერიტორიის დაახლოებით -ს ბულვარები, ბაღები და სკვერები იკავებს. ქალაქში არის დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა ძეგლი (1975; მოქანდ. ი. გ. პამერი და მ. ლ. სკოვოროდინი, არქ. ნ. ა. კოვალჩუკი) და სხვ.[8]

აბაკანში 11 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა (ფილიალების ჩათვლით), მათ შორის ხაკასეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1944-დან). 4 ბიბლიოთეკა, მათ შორის რესპუბლიკური ეროვნული ბიბლიოთეკა (დაარსდა 1925 წელს). მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1931), ვლადიმერ კაპელკოს მუზეუმი (2001) და სხვ. დრამატული თეატრები (მ.შ. ხაკასეთის ეროვნული თეატრი, 1931-დან; რუსული თეატრი, 1939-დან), თოჯინების თეატრი „ზღაპარი“ (1979-დან), მცირე ფორმების თეატრი „ჩიტიგენი“ (1988-დან). რესპუბლიკური ფილარმონია (1989), მის შემადგენლობაშია სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ულგერი“. საგამოფენო დარბაზი. დენდრარიუმი.[8]

განვითარებულია მძიმე მანქანათმშენებლობა: „აბაკანის საცდელ-მექანიკური ქარხანა“, „აბაკანვაგონმაშ“ (სარკინიგზო ვაგონმშენებლობა და სხვ.); ქარქნები — საცდელ-მექანიკური, ფოლადსასხმელი, კონტეინერების, ექსპერიმენტულ-მექანიკური და სხვ.; ტყისა და ხის დამუშავების მრეწველობები („ხაკასლეს“, „აბაკანმებელ“), სამშენებლო მასალათა წარმოება („მსხვილპანელიანი სახლთმშენებლობის ქარხანა“, „სამშენებლო მასალათა კომბინატი“), მსუბუქი (სამკერვალო, საფეიქრო, ფეხსაცმლის ფაბრიკები) და კვების („აიან“ — ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება, ყველ-კარაქის კომბინატი, ხორცკომბინატი და სხვ) მრეწველობის საწარმოები. სასოფლო-სამეურნეო რაიონის ცენტრია. ქალაქში თავმოყრილია ხაკასეთის მცირე ბიზნესის საწარმოთა დაახლოებით 60%.[8]

  1. 1.0 1.1 1.2 Герб города Абакан | Геральдика.ру
  2. 2.0 2.1 2.2 Флаг города Абакан | Геральдика.ру
  3. Историческая энциклопедия Сибири I
  4. http://www.gks.ru/free_doc/doc_2017/bul_dr/mun_obr2017.rar
  5. http://www.geopostcodes.com/Abakan
  6. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 12.
  7. Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2021 года. rosstat.gov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-05-2021. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2022
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Абакан // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 8.