დენდრარიუმი, დენდროლოგიური ბაღი (ბერძ. dendron „ხე“), არბორეტუმი ( ლათ. arbor „ხე“) — ღია გრუნტზე გაშენებული ხემცენარეების კოლექციები.

დენდრარიუმი შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ან ბოტანიკური ბაღის შემადგენლობაში შედიოდეს. მცენარეებს აშენებენ სისტემატური, გეოგრაფიული, ეკოლოგიური, დეკორატიული და სხვა ნიშნების მიხედვით. დენდრარიუმს აქვს სამეცნიერო-სასწავლო, კულტსაგანმანათლებლო ან საცდელ-საწარმოო მნიშვნელობა. დენდრარიუმში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხემცენარეთა სიმდიდრე და მრავალფეროვნება, ტარდება სამეცნიერო მუშაობა ინტროდუქციაში, აკლიმატიზაციასა და სელექციაში. დენდრარიუმები ავრცელებენ ძვირფასი და იშვიათი ხემცენარეების სარგავ მასალას, თესლსა და კალამს.

სოხუმის, ბათუმისა და თბილისის ბოტანიკურ ბაღებში თავმოყრილია მერქნიანი ჯიშების მდიდარი კოლექციები. დენდრარიუმის ტიპური მაგალითია „თბილისის ზღვის“ სანაპირო ზოლში გაშენებული თბილისის დენდროლოგიური პარკი (დაარსდა 1956 წელს) და შავი ზღვის სანაპიროზე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი (ბ. ივანიშვილის კერძო საკუთრებაში, გაიხსნა 2020 წელს).

ლიტერატურა

რედაქტირება