ხაკასები (თვითსახელწოდება — хакастар) — რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ხალხი. ცხოვრობენ ხაკასეთში, ასევე ნაწილობრივ ტუვის რესპუბლიკასა და კრასნოიარსკის მხარეში. საუბრობენ ხაკასურ ენაზე, რომელიც განეკუთვნება თურქულ ენებს. ხაკასები იყოფოდნენ ხუთ ტომობრივ ჯგუფად: კაჩინელები, საგაელები, ბელტირები, კოიბალები, კიზილელები. XVII-XVIII საუკუნეებში შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. მათი ძირითადი საქმიანობა იყო მომთაბარე მესაქონლეობა და პრიმიტიული მიწათმოქმედება. მისდევდნენ შამანიზმს. XVIII საუკუნიდან მოხდა მათი ეთნიკური კონსოლიდაცია. სსრკ-ის შემადგენლობაში შეიქმნა ხაკასეთის ავტონომიური ოლქი. ამჟამად მათი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 73 ათას ადამიანს.

ხაკასები ტრადიციულ ტანისამოსში

ლიტერატურა

რედაქტირება