Республика Тыва (Тува)
Тыва Республика

ტუვის რესპუბლიკა

ტუვის დროშა ტუვის გერბი
Tuva Republic
დედაქალაქი კიზილი
ფართობი

- სულ
- წყალი %

21-ე

168 600 კმ²
0,5

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

77-ე

დაახ. 313 940 (2009)
დაახ. 1,86 კაცი./კმ²

ფედერალური ოლქი ციმბირის
ეკონომიკური რაიონი აღმოსავლეთ ციმბირი
სახელმწიფო ენა რუსული, ტუვა
მთავრობის თავმჯდომარე შოლბან ყარა-ოოლი
დიდი ხურალის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარე ვასილი ოიუნი
საავტომობილო კოდი 17
სასაათო ზონა MSK+4 (UTC+07:00)

ტუვა, ტუვის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Тыва́, ტუვ.Тыва Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ციმბირის ფედერალურ ოკრუგში. წარმოიქმნა 1944 წლის 11 ოქტომბერს.

გეოგრაფია

რედაქტირება

რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ ციმბირის ტერიტორიაზე. აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება მონღოლეთი, ჩრდილოეთით - კრასნოიარსკის მხარე, ჩრდილო-დასავლეთით - ხაკასეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ბურიატეთი და ირკუტსკის ოლქი, ხოლო დასავლეთით - ალთაის რესპუბლიკა.

ტუვა გამოირჩევა მთაგორიანი რელიეფით, მის ტერიტორიაზე გადაჭიმულია საიანის და ტანუ-ოლას ქედები. რესპუბლიკის უმაღლეს მწვერვალია მთა მონგუნ-ტაიგა (3970 მ).

ჰავა კონტინენტურია. დამახასიათებელია ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურებს შორის მაღალი ამპლიტუდა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ასევე გავრცელებულია მარადი მზრალობა.

ტუვის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მოქცეულია ენისეის აუზში; უმსხვილესი მდინარეები, როგორებიცაა კაა-ხემიდა ბიი-ხემი, ამ უკანასკნელის შენაკადებს წარმოადგენენ. მრავლადაა სხვადასხვა ტიპის მინერალური წყლები, ასევე მყინვარული და მარილიანი ტბები. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, რკინის მადანი, კობალტი, ოქრო. რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სიმდიდრეა მისი ველური ბუნება და შეადრებით ხელუხლებელი ლანდშაფტები.

ტუველთა წინაპარი თურქულენოვანი ხალხი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძველთაგანვე ცხოვრობდნენ. სხვადასხვა დროს ტუვა შედიოდა მონღოლთა და ცინის იმპერიის შემადგენლობაში. XIX საუკუნიდან აქ დასახლება დაიწყეს რუსებმა. ჩინეთის 1911 წლის რევოლუციის პერიოდში, ადგილობრივმა მმართველმა წრეებმა რუსეთის იმპერიის გავლენით მოითხოვეს ცინის იმპერიიდან გამოსვლა და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შესვლა. 1921 წელს წარმოიშვა დამოუკიდებელი ტანუ-ტუვის რესპუბლიკა, რომელიც მოგვიანებით, 1944 წელს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თხოვნით, შეუერთდა საბჭოთა კავშირს ჯერ როგორც ავტონომიური ოლქი, ხოლო შემდეგ როგორც ავტონომიური რესპუბლიკა რსფსრ-ის შემადგენლობაში. 1993 წელს მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკა ცხადდება რუსეთის ფედერაციის ნაწილად, მაგრამ ამასთან უფლებას იტოვებს, ჩატარდეს რეფერენდუმი დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

დემოგრაფია

რედაქტირება

2009 წლის შეფასებით, ტუვის მოსახლეობა შეადგენს 313 ათას კაცს, მათ შორის უმრავლესობას (77 %) ტუველები შეადგენენ, ასევე ცხოვრობენ რუსები 20 %. მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტი თავმოყრილია ქალაქებში.

ტუველები მისდევენ ტიბეტურ ბუდიზმს, რომელიც შერწყმიულია ადგილობრივ შამანისტურ კულტებთან. გავრცელებულია მართლმადიდებლობა, ძირითადად - რუსულენოვან მოსახლეობაში.

რესპუბლიკის უდიდესი ქალაქია კიზილი (108 ათ. მცხ), აღსანიშნავია აკ-დოვურაკი, შაგონარი.

ეკონომიკა

რედაქტირება

რესპუბლიკაში განვითარებულია რკინის, ქვანახშირის, კობალტის მოპოვებითი მრეწველობა, ხის დამუშავება. გეგმაშია, აიგოს კიზილისა და კურგანოვოს დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტუვის სამრეწველო ათვისებას. გარდა საავტომობილო ტრანსპორტისა, დიდია სამდინარო გადაზიდვების წილი.

ტუვა ცნობილია თავისი სპეციფიკური სასიმღერო ხელოვნებით - ე. წ. ტუვური ყელისმიერი სიმღერით, რომელიც წარმოადგენს ობერტონებში სიმღერის ტექნიკას. ამ ხალხურ ხელოვნებას იყენებს ბევრი ადგილობრივი მუსიკოსი, მათ შორის ყველაზე ცნობილი - როკ-ჯგუფი იატ-ხა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუვა&oldid=4174466“-დან