აბდულა I (იორდანია)
აბდ ალ-ლაჰ იბნ ჰუსაინი, აბდულა I იბნ ჰუსეინი (არაბ. عبد الله الأول بن الحسين; დ. 1882, მექა — გ. 20 ივლისი, 1951, იერუსალიმი) — იორდანიის პირველი მეფე (1946–1951) და იორდანიის სამეფო დინასტია ჰაშიმიტების დამაარსებელი. მექის შერიფის — ჰუსაინის ძე.
აბდულა I იბნ ჰუსეინი | |
---|---|
عبد الله الأول بن الحسين | |
იორდანიის პირველი მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 25 მაისი, 1946 |
მმართ. დასასრული: | 20 ივლისი, 1951 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | თალალ იბნ აბდულა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1882 |
დაბ. ადგილი: | მექა, ჰიჯაზი |
გარდ. თარიღი: | 20 ივლისი, 1951 |
გარდ. ადგილი: | იერუსალიმი, ისრაელი |
შვილები: | თალალ იბნ აბდულა |
დინასტია: | ჰაშიმიტები |
მამა: | ჰუსეინ იბნ ალი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1882 წელს მექაში. 1896 წელს სასწავლებლად გააგზავნეს ოსმალეთის სულთნის კარზე. 1909-1916 წლებში იყო ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი. 1916-1918 წლებში მეთაურობდა არაბთა ჯარის ნაწილებს, რომლებიც გარს შემოერტყნენ ჰიჯაზის თურქულ გარნიზონებს. 1920 წელს გამოაცხადეს ერაყის მეფედ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გადადგა თავისი ძმის ფეისალ I-ის სასარგებლოდ. 1921-1946 წლებში, ინგლისელთა ხელშეწყობით გახდა ტრანსიორდანიის ამირა, 1946 წლის 25 მაისიდან — ტრანსიორდანიის (1950 წლიდან იორდანიის) მეფე. ცდილობდა ინგლისელთა კონტროლისათვის დაექვემდებარებინა არაბულ სახელმწიფოთა ლიგა. 1951 წლის 20 ივლისს პალესტინის ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალ-აქსას მეჩეთის ზღურბლზე დაცხრილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 22.