თავისუფალი ეკონომიკური ზონა

თავისუფალი ეკონომიკური ზონა — ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. შესაძლებელია თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაწესდეს არა ტერიტორიული, არამედ დარგობრივი პრინციპით, ანუ შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმი გარკვეული სახის სამეწარმეო საქმიანობებს დაუწესდეს.

გამარტივებული ეკონომიკური რეჟიმი შეიძლება გულისხმობდეს გამარტივებულ საბაჟო წესებს, სავაჭრო წესებს, წარმოების წესებს, სასაწყობო წესებს, რეგისტრაციის წესებსა და სხვა. შესაბამისად არსებობს თავისუფალი საბაჟო ზონები, თავისუფალი სავაჭრო ზონები, სამრეწველო–საწარმოო ზონები, სავაჭრო-სასაწყობო ზონები, სამეცნიერო–ტექნიკური ზონები (მაგალითად, ტექნოპოლისი, ტექნოპარკი და სხვ.), სერვისული ზონები, ოფშორული ზონები, მრავალეროვნული ზონები (მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, ევროკავშირი და სხვ), რეგიონული ზონები, კომპლექსური ზონები, სპეციალიზებული ზონები, წერტილოვანი ზონები.

შესაძლო შეღავათები მოიცავს:

  • საგარეო სავაჭრო შეღავათებს:
  • საბაჟო–სატარიფო შეღავათები: საბაჟო გადასახადების შემცირება ან მოხსნა, ექსპორტ–იმპორტზე დღგ–სა და აქციზური გადასახადის შეღავათიანი სისტემის დაწესება და სხვა;
  • არასატარიფო შეზღუდვების (კვოტები, ლიცენზირება, რეგისტრირება) მოხსნა ან შერბილება;
  • ფისკალური შეღავათები (შემცირებული გადასახადები);
  • საფინანსო შეღავათები (სუბსიდიები, შეღავათიანი კრედიტები, შენონებითა და მიწით სარგებლობის შეღავათიანი პირობები);
  • შეზღუდვების არ არსებობა სავალუტო ოპერაციებზე;
  • ადმინისტრაციული შეღავათები (რეგისტრაციის, ანგარიშგების, სავიზო სისტემის გამარტივება).

თავისუფალი პორტი (porto franco), ნიშნავს პორტს ან ტერიტორიას , სადაც ქვეყნის იურისდიქცია შერბილებულია. ხშირად აქ ეკონომიკური შეღავათებიც მოქმედებს. ადრეულ თავისუფალ პორტებს (მაგალითად ჰონკონგი) პოლიტიკური ავტონომიაც ჰქონდათ. დღეს თავისუფალი პორტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა საბაჟო პუნქტების მიმდებარე ზონები თავისი "დუთი–ფრი" (უბაჟო) მაღაზიებით. ასეთი ზონები უმეტეს საერთაშორისო აეროპორტს აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნეში ფუნქციონირებდა ბათუმის პორტო-ფრანკო და, მნიშვნელოვანწილად მისი წყალობით, ტერიტორიით მცირე საქართველოს ეკონომიკით ინტერესდებიან ცნობილი ინვესტორების - ნობელის, როთშილდისა და მანთაშევის კომპანიები, ხოლო ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი ყველაზე გრძელი გახდა მაშინდელ მსოფლიოში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

თავისუფალი პორტები ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

(ევროკავშირის ნაწილი)

  • ოდესის თავ. ზონა და თავ. პორტი
    • 1819-1858
    • თავისუფალი პორტი 2000 წლის 1 იანვრიდან, 25 წლით

(ევროკავშირის ნაწილი)

  • პუნტა გაუსედოს მეგა პორტი

http://strategis.ic.gc.ca/epic/internet/inimr-ri.nsf/en/gr115831e.html დაარქივებული 2006-01-29 საიტზე Wayback Machine. http://www.port-technology.com/projects/caucedo/ დაარქივებული 2007-12-17 საიტზე Wayback Machine.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება