ვიკიპედია:მთავარი გვერდი/ბეტა

რჩეული სტატია
სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.
იცით თუ არა, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი
აქტუალური
ახალი ამბები
ჯიმი კარტერი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.

30 დეკემბერი — ამ დღეს...
სსრკ-ის გერბი
სსრკ-ის გერბი
  • 1806 : თურქეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. რუსეთმა ბაქო აიღო.
  • 1880 : პაულუს კრიუგერი ტრანსვაალის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.
  • 1922 : საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი შეიქმნა.
  • 1924 : ედუინ ჰაბლი სხვა გალაქტიკების არსებობის შესახებ აცხადებს.
  • 1927 : აზიის პირველი მიწისქვეშა მეტროს ხაზი გაიხსნა ტოკიოში.
  • 1947 : კომუნისტებმა მეფე მიჰაი I ტახტიდან ჩამოაგდეს და რუმინეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადეს.
  • 1953 : პირველი ფერადი ტელევიზორი მაღაზიებში $1 175 დოლარი ღირდა.
  • რჩეული სურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky
    დობილი პროექტები